x
image
Yoona
Mediator image
ტიკტოკერებმა აჩვენეს, რამდენად განსხვავდება ახალგაზრდა თაობა მათი მშობლებისგან მხოლოდ 2 ფოტოს გამოყენებით
მშობლებისგან და ბებია–ბაბუისგან არაერთხელ გვსმენია, რომ ისინი სხვანაირად ცხოვრობდნენ, აი ახლანდელი თაობა რაღაც განსხვავებულია! სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შორის შეუძლებელია არ არსებობდეს განსხვავებები, რადგან ისინი იზრდებოდნენ სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ პირობებში, რამაც გავლენა მოახდინა მათ მსოფლმხედველობასა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაზე.



image



თაობათა განსხვავება ძალიან ნათლად არის ნაჩვენები ტიკტოკის ახალ ტრენდში, რომელშიც ქსელის მომხმარებლები აჩვენებენ თავიანთ მშობლებს და საკუთარ თავს იმავე ან დაახლოებით იმავე ასაკში, რაც ადასტურებს, რომ განსხვავებები არსებობს, მაგრამ ეს არავის ხდის ნაკლებად ბედნიერს.



დედა და მე 27 წლის ასაკში

image



ყველა თავისებურად ერთობა


image

„დედაჩემი ზრდის შვილებს ბედნიერ ქორწინებაში 27 წლის ასაკში და მე იმავე ასაკში ვერთობი ვირის კოსტიუმში ბაზრობაზე“.



ოჯახში ყოველთვის არის ერთი მხიარული ქალიშვილი

image

ვიღაც 22 წლის ასაკში თხოვდება, ვიღაც სულელურად იმანჭება სარკეში.



ყველას თავისი ბედნიერება აქვს

image

ჩემი მშობლები 20 და 30 წლის ასაკში და ჩემი დასაქორწინებელი ძმა 29 წლის ასაკში სააღდგომო საჩუქრით.



დედაჩემი 21 წლის ასაკში და მე 21 წლის ასაკში

image

ჭამა ისევ ძალიან უყვარს!



ჩემი მშობლები და მე

image

„ჩემი მშობლები დაქორწინდნენ, როცა 20 და 18 წლის იყვნენ, 5 წელიწადში 4 შვილი შეეძინათ. ეს მე ვარ, 26 წლის, ძაღლს მზის ჩასვლის ფონზე ვაჩვენებ“.



დიდი განსხვავება

image

„დედა 40 წლის ასაკში თავის მე–6 შვილთან ერთად მე აღვნიშნავ ჩემს 40 წლის იუბილეს მარია ანტუანეტას სტილში“.



დედა მოდის დასახმარებლად

image

„დედა 26 წლის ასაკში მე მზრდიდა, მე კი 28 წლის ასაკში მშობლებთან მივდივარ ცარიელი კონტეინერებით, რომ საჭმელი მომცეს“.



დედაჩემი 30 წლის ასაკში და მე

image

მასაც შვილები ჰყავს, მხოლოდ ცოტათი განსხვავებული.



სამაგიეროდ ორივე ბედნიერები არიან

image

„დედაჩემი 23 წლის ასაკში თხოვდება და მე 23 წლის ასაკში მოვიწყვე დაბადების დღე „შრეკი 2“–ის სტილში“.



ყველას განსხვავებული 26 წლის იუბილე აქვს

image

„დედაჩემი 26 წლის ასაკში ჩემს უფროს დას აჩენს. უფროსი და ელოდება დედას, როდის მოაყრის ყველს სპაგეტზე“.



ჩემს მშობლებს 29 წლის ასაკში დიდი ოჯახი აქვთ, მე – ძაღლი.

image

„ჩემს ასაკში მშობლებს უკვე ჰყავდათ სამი შვილი, მაგრამ ამაზე თანახმა არ ვარ!“



დედაჩემი 22 წლის ასაკში და მე 22 წლის ასაკში

image

როგორ განსხვავებულად ატარებენ წლებს!



ასევე დაგაინტერესებთ:

მხიარული ბიჭების 15 ფოტო, რომლებიც ხუმრობენ ცოლების და შეყვარებულების ტიპურ პოზებზე

ბიჭმა თავისი მოდელი დის ფოტოები გაიმეორა და მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა

გოგონამ მამას აუხსნა, თუ რა არის ინსტაბლოგერი და „ინსტაგრამში“ სუპერ პოპულარული გახდა

დედა და მისი 6 წლის ქალიშვილი წითელი ხალიჩის კაბებს ქმნიან - ორიგინალები დაჩრდილეს

მოხუცები სკეიტბორდებზე - სიბერის შესახებ ყველა სტერეოტიპს ანადგურებენ


0
317
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
317