ჯანმრთელი კვება 10 ფაქტი საკვების შესახებ (ზოგიერთი, უმჯობესია არ ვიცოდეთ) 23 მაისი, 11:36 კოკა–კოლა როგორც ტკივილგამაყუჩებელი წამალი გამოიგონეს, ხოლო კეტჩუპი – როგორც წამალი დიარეას წინააღმდეგ. და ორივე "პრეპარატი", ერთი პერიოდი, აფთიაქებშიც კი იყიდებოდა. ეს საკმაოდ ცნობილი ფაქტებია და შესაბამისად, ბევრისთვის არის ცნობილი! მაგრამ არის ისეთი ფაქტებიც, რომლებიც ფართო მასებისთვის ცნობილი არ არის და აქ სწორედ მათზე მოგახსენებთ: ფაქტი № 1. საუზმე — ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა 1944 წ. კომპანია General Foods–მა სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელშიც "ექსპერტები" ამბობდნენ, რომ "საუზმე — კვებაში, ყველაზე მთავარია". რეკლამის მიზანი კი, რაც შეიძლება მეტი მუსლის გაყიდვა იყო. იქიდან მოყოლებული, სარეკლამო ფრაზა, ტვინში ბევრს ჩაებეჭდა და წარმოიდგინეთ, ის "მემკვიდრეობითაც" კი გადაეცემა (დედიდან — შვილზე, ბებიიდან — შვილიშვილზე და ა. შ). მაგრამ, ბევრი ადამიანისთვის, დილის საუზმე, — ნამდვილი ტანჯვაა. ფაქტი №2. წითელი საკვები საღებავი დაქტილოპიუს გვარის ხოჭოებისგან მზადდება ეს გაჭყლეტილი კოშენილის (Cochineal) მდედრია... ამ ხოჭოების მოხარშვის შემდეგ, წითელი ფერის საღებავი მიიღება, რომელიც როგორც კვების (მაგ., "კოკა–კოლას" ღებავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მწვანე იქნებოდა), ისე საფეიქრო მრეწველობაში გამოიყენება. საღებავი სრულიად უსაფრთხოა და მას ჯერ კიდევ ძველი ინკები ხმარობდნენ. წითელი ფერი — სამეფო ძალაუფლების სიმბოლოს ფერი იყო. ფაქტი № 3. კრეკერი ბევრად უფრო საზიანოა კბილებისთვის, ვიდრე შაქარი ეს იმიტომ, რომ შაქარი პირში დნება, კრეკერი კი, კბილებს ეწებება. მისი ნაწილაკები, შეიძლება, პირის ღრუში დღის ბოლომდეც კი დარჩეს და იქ მჟავა ატმოსფერო შეინარჩუნოს, რაც კარიესის ბაქტერიების საყვარელი გარემოა. ფაქტი № 4. არაქისის ჭამა, ადამიანს ფეთქებადს ხდის ეს, რა თქმა უნდა ნაკლებად შესაძლებელია. მაგრამ ფაქტია, რომ არაქისის ზეთი, დინამიტის ერთ-ერთი კომპონენტის, — ნიტროგლიცერინის შესაქმნელად გამოიყენება. ასე, რომ, ვინც არაქისს მიირთმევს, — ცოტათი დინამიტია. ფაქტი № 5. თაფლი — ფუტკრის "ღებინების მასებია" ფუტკრები ყვავილიდან ყვავილზე დაფრინავენ და ნექტარს სვამენ. ის მათ მუცელში ხვდება და იქ ინახება. ხოლო, როდესაც მწერები სკაში ბრუნდებიან, მუცელში დაგროვილ სითხეს არწყევენ. ფაქტი № 6. სამხრეთ აფრიკული პოპკორნი — პოპკორნი არ არის ჩვეულებრივი პოპკორნი სიმინდის მარცვლით მზადდება. ხოლო სამხ. აფრიკაში, პოპკორნი შემწვარი ტერმიტებისა და ჭიანჭველებისგან დამზადებული კერძია! ფაქტი №7. ამერიკული კვების სტანდარტების მიხედვით, საკვებში მწერების ნაწილების და თაგვის ბეწვის არსებობა დასაშვებია FDA–ე საკვებში მწერების ფრაგმენტების არსებობას დასაშვებად მიიჩნევს. მაგრამ, გარკვეული სტანდარტები მაინც არსებობს. მაგ., 100 გრ. შოკოლადში, დასაშვებია 60–დე ფრაგმენტის არსებობა. იგივე რაოდენობის არაქისის კარაქში, დასაშვებია მწერის 30 ფრაგმენტი და თაგვის 2 ბეწვი. უფრო მეტი, — კანონით ისჯება, ანუ მწარმოებელი ჯარიმდება. ფაქტი №8. უმი ლობიო ტოქსიკურიაუმი ლობიო ფიტოჰემაგლუტინინს შეიცავს. ეს ცილაა, რომელსაც ერითროციტების შეწებება შეუძლია. ამიტომ, ლობიომ, მინიმუმ, 10 წუთი მაინც უნდა იდუღოს, რომ უსაფრთხო გახდეს. ფაქტი № 9. გახეხილი ყველი ცელულოზას შეიცავს ცელულოზა — მცენარეული კომპონენტია, რომელიც ყველა ხე–მცენარის საფუძველს წარმოადგენს. გახეხილ ყველს, რომელიც მაღაზიაში იყიდება, ცელულოზას ამატებენ, რომ ყველის ნაფხვენი ჰაეროვანი იყოს და ერთმანეთს არ შეეწებოს. ფაქტი № 10. ორაგულს ხელოვნურად ღებავენ ველურ ორაგულს მუქი ვარდისფერი, იმ კრევეტების გამო აქვს, რომლითაც თევზი იკვებება. ფერმაში გამოზრდილი ორაგული კი — თეთრია. მაგრამ, მაღაზიაში თეთრი ორაგული არავის უნახავს... და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფერმებში, თევზის საკვებს, სპეციალურ საკვებ დანამატს ურევენ, რომ "შინაურ" ორაგულს "ბუნებრივი" იერი ჰქონდეს. არხის სხვა სიახლეები:* ის უცხოპლანეტელი იყო და შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მუშაობდა* 20 საინტერესო ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ* მისი წინასწარმეტყველება საზოგადოებას შოკში აგდებს – 10 უკვე ახდა... კიდევ რას უნდა ველოდოთ?* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?221 შეფასება არ არის
|