საზოგადოება "ჩემი აზრით ეს კანონი რუსული კია რა..ჯადოსნურია"-ნათია ბერიძე 5 მაისი, 16:39 ჟურნალისტი ნათია ბერიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონზე წერს, რომ ის "რუსული, ფრანგული, ამერიკული და აფრიკული კი არა, ჯადოსნურია".... "ჩემი აზრით ეს კანონი რუსული, ფრანგული, ამერიკული და აფრიკული კი არა, ჯადოსნურია - ანა სუბელიანს გალობა დააწყებინა, ნატა ფერაძეს ეკლესიაში სიარული, რატი ამაღლობელს და ლაშა ბუღაძეს მრავალჟამიერი ამღერა და მეტი რა ქნას ამ ერთმა კანონმა, ეგზორციზმის ლოცვაა მგონი ჩადებული შიგნით” - წერს ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში. კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაეცანოთ <<ამ ბმულზე>> ამ დღეებში ნათია ბერიძე დაუპირისპირდა მომღერალ ნინი ბადურაშვილს, დაპირისპირების მიზეზი კი ის კადრები გახდა, სადაც POSTV – ჟურნალისტს აქციაზე შეურაცხყოფა მიაყენეს.ნინი ბადურაშვილმა კი ეს ვიდეო მოიწონა. “მარტო ამ ლაიქის გამო არასოდეს არ დაგანებებ თავს, სანამ იქ არ წახვალ, სადაც შენი ადგილია შე, ბანძო ქალო! ვის დასცინი, იმ პატარა გოგოებს 24/7 რომ ლანძღვა გინებას იტანს და შეურაცხყოფას, მარტო იმიტომ რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ? რამე არ შეგეშალოს და ვინმეში არ შეგეშალოთ. შენ და შენნაირებს ეს ბავშვები!თუ ასე გიხარია ნაცებთან ყოფნა და გენატრება მიშა აახვიე ვივამედთან და დაგიდგამთ რბილ სავარძელს!(მიყევი ბმულს) 483 5-ს მოსწონს
|