სხვა შეამოწმეთ თქვენი ცოდნა: საინტერესო კითხვები ცხოველებზე პასუხებით 3 მაისი, 21:51 თვლით, კარგად იცნობთ ბუნებას? ყველაფერი იცით ცხოველებზე? მოემზადეთ ვიქტორინასთვის, რომელიც მოგცემთ ახალ ცოდნას ცხოველების შესახებ, ასევე შეძლებთ შეამოწმოთ მეგობრების ცოდნა. მაშინვე არ ჩახედოთ პასუხებს. გისურვებთ სასიამოვნო გასეირნებას ფაუნის სამყაროში! 1. რამდენად სწრაფად შეუძლია სირაქლემას სირბილი? პასუხი: სირაქლემას შეუძლია აჩქარდეს 70 კმ/სთ სიჩქარემდე.2. სად გამოიყვანეს ძაღლის ჯიში დალმაციელი? პასუხი: დალმაციელთა სამშობლო არის ხორვატიის პროვინცია დალმაცია. 3. რა არის ძირითადი საკვები ველურ გარემოში მცხოვრები პანდისთვის? პასუხი: გარეული პანდა მხოლოდ ბამბუკით იკვებება.4. რა ფერისაა პოლარული დათვის კანი? პასუხი: პოლარული დათვის კანი მუქი შავია.5. რამდენად სწრაფად იქნევს კოლიბრი ფრთებს? პასუხი: პატარა კოლიბრი წამში 200–ჯერ იქნევს ფრთებს.6. რომელ რიგს მიეკუთვნება ფალანგი? პასუხი: ფალანგი ან აქლემის ობობა მიეკუთვნება სოლფუგებს – არც ობობებს და არც მორიელებს.7. რომელი ორი ტიპის ძუძუმწოვარი დებს კვერცხებს? პასუხი: იქედნე და იხვნისკარტა.8. ზღვის კუების რომელი სახეობაა ყველაზე დიდი? პასუხი: ტყავიანი კუ ყველაზე დიდად ითვლება.9. რა ჰქვია დინგვარსკვლავას რეცეპტორებს? პასუხი: საცეცის მსგავს წანაზარდებს ეიმერის ორგანო ეწოდება.10. რამდენად ძლიერია გველთევზის ელექტრული მუხტი? პასუხი: ელექტრულ გველთევზას შეუძლია 600 ვოლტი ელექტროდენის იმპულსის წარმოქმნა.11. შეუძლია ტარაკანს ფრენა? პასუხი: ტარაკნის ზოგიერთ სახეობას (მაგალითად, ამერიკული ან ავსტრიული) ფრენა შეუძლია, მაგრამ უმეტესობას ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნია.12. რა განასხვავებს ზღვის ცხენთევზას ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლებისგან? პასუხი: მხოლოდ მამრი ზღვის ცხენთევზა ფეხმძიმდება და მშობიარობს.13. რა მნიშვნელოვანი რამის გარეშე შეუძლია კენგურუ ვირთხას ცხოვრება? პასუხი: კენგურუ ვირთხას შეუძლია მთელი ცხოვრება არ დალიოს წყალი.14. რომელი ცოცხალი ნიანგია ყველაზე დიდი პლანეტაზე? პასუხი: მარილიანი წყლის ნიანგი ყველაზე დიდია დედამიწაზე.15. რამდენი წლისაა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კუ? პასუხი: მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კუ 185 წლისაა.16. რა უნიკალური თვისება აქვს სამხრეთ ამერიკის ბასილისკოს? პასუხი: წყალზე სირბილი შეუძლია.17. რომელი სახეობის ჭიანჭველა ითვლება ყველაზე საშიშად და აგრესიულად? პასუხი: ბულდოგის ჭიანჭველა ყველაზე აგრესიული სახეობაა პლანეტაზე.18. რომელი ცხოველია ყველაზე ხმამაღალი დედამიწაზე? პასუხი: ლურჯი ვეშაპი ყველაზე ხმამაღალ ბგერებს გამოსცემს (188 დეციბელი).19. რამდენი სიტყვის სწავლა შეუძლია თუთიყუშს? პასუხი: თუთიყუშების ზოგიერთ სახეობას შეუძლია 2000–მდე სიტყვის დამახსოვრება.20. რატომ ითვლება ალისფერი მედუზა უკვდავ არსებად? პასუხი: დაბერებისას ალისფერი მედუზა ახალგაზრდა ინდივიდის მდგომარეობას უბრუნდება და თავიდან გადის ცხოვრების ეტაპებს.21. ზღვის რომელი არსებაა ცნობილია იმით, რომ მცირე ზომის მიუხედავად შეუძლია კიდურების ერთი დარტყმით გახვრიტოს თევზის სქელი ქერცლები? პასუხი: მანტის კიბორჩხალას შეუძლია გახვრიტოს არა მხოლოდ თევზის ქერცლები, არამედ მოლუსკების ნიჟარებიც.22. რომელ მწერს შეუძლია ინადიროს პატარა გველებზე და კუებზე? პასუხი: უზარმაზარი წყლისმზომელა ბაღლინჯო საკმარისად დიდია პატარა ქვეწარმავლებზე სანადიროდ და საჭმელად.23. რამდენი დრო სჭირდება ზღვის მარგალიტის შექმნას? პასუხი: ერთი პატარა მარგალიტის ზრდას დაახლოებით 20 წელი სჭირდება.24. რა თვისება, რომელიც თითქოს მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელია, აქვს კუზა ვეშაპებს? პასუხი: კუზა ვეშაპებს უყვარს ალტრუიზმის გამოვლენა.25. რომელ ფრინველს აქვს ხმის მიბაძვის უნარი? პასუხი: კუდქნარას შეუძლია გაიმეოროს ნებისმიერი ბგერა, რომელსაც მოისმენს.თუ ყველა კითხვას სწორად გაეცით პასუხი, გილოცავთ, ფაუნის ექსპერტი ხართ. დროა, შეამოწმოთ თქვენი მეგობრები! ასევე დაგაინტერესებთ: კვლევა: გაირკვა, რომელი ჯიშის ძაღლია ყველაზე პოპულარული სხვადასხვა ქვეყანაში 20 შემთხვევა, როცა ცხოველებმა კადრი თავისი ყოფნით გაალამაზეს (+ ბონუსი) მაკროფოტოებში აღბეჭდილი უხილავი ცოცხალი სამყარო Nikon Small World-ის მონაწილეებისგან ცხენების 20 თვალწარმტაცი სურათი ისლანდიის პეიზაჟებში, რომლებიც სუნთქვას შეგიკრავთ არამიწიერი სილამაზე: მედუზას დღისთვის ამ წყალქვეშა ცხოველის საუკეთესო ფოტოები შეაგროვეს 433 1-ს მოსწონს |