x
image
Yoona
Mediator image
როგორ გამოიყურება სპორტსმენების სხეული სპორტის სხვადასხვა სახეობაში?
ადამიანის სხეულის იდეალური ფორმის კონცეფცია გაჩნდა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, მაგრამ იდეალური ფორმის პარამეტრები მუდმივად იცვლება. ამ საინტერესო ფოტოებზე შეგიძლიათ შეადაროთ და იგრძნოთ განსხვავება სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართული სპორტსმენების ფიგურებსა და სხეულებს შორის.



image



ჰოვარდ შატცი, ნიუ–იორკელი ფოტოგრაფი, ოლიმპიური სპორტსმენების სხეულის სხვადასხვა ტიპს. როცა ვსაუბრობთ სპორტულ აღნაგობაზე, ხშირად წარმოვიდგენთ რამდენიმე იდეალურ ფორმას კუნთების ლამაზი რელიეფით. აი, შატცის ფოტოები ავლენს სიმაღლეების, სიგანის და სხეულის ფორმების ფართო დიაპაზონს, ასევე კუნთების მასას, რომლებიც ოლიმპიური სპორტის ჩემპიონების აღნაგობას შეადგენს.



image




თუ ფოტოებს ერთ რიგში ჩავსვამთ, განსხვავება უფრო აშკარა ხდება. ათლეტები გამოკვეთილი კუნთებით, მორბენლები „წვრილი ძვლებით“, სიგრძეზე მხტომელების მაღალი სხეულები, ძალოსნების მასიური ფიგურები.



აი, მაგალითად, აქ არიან ბოდიბილდინგის, ძალოსნობის და რიტმული ტანვარჯიშის წარმომადგენლები.



image



შატცის სერია ნათლად აჩვენებს ზომის და ფორმის ფართო სპექტრს, რომელიც დამახასიათებელია იმ სპორტისთვის, რომელშიც სპორტსმენი სპეციალიზდება. სპორტსმენები, რომლებიც დიდ დისტანციაზე დარბიან, როგორც წესი, გამხდრები არიან. ეს ფიზიკური თავისებურება არასასურველია ძალოსნისთვის ან მოჭიდავესთვის, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა კუნთებს და წონას. ასევე მორბენალისთვის სასურველია გრძელი ფეხები, ხოლო გრძელი ტანი მოცურავეს უპირატესობას ანიჭებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული ოლიმპიელი გვთავაზობს ათლეტური სხეულის საკუთარ ვერსიას.



image



ასევე, ამ ადამიანების უმეტესობა პროფესიული განვითარების პიკზეა, წარმოადგენს ფიზიკურ იდეალს, რომელიც საჭიროა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის.



image



ფოტოებზე გამოსახული სპორტული სხეულები ნათელი მაგალითია, თუ როგორ იქმნება გენეტიკის და მრავალწლიანი ვარჯიშის შედეგად სხეულის იდეალური სტრუქტურა, რომელიც აუცილებელია სპორტის კონკრეტული სახეობისთვის.



image



მარცხნიდან მარჯვნივ: დიდ დისტანციაზე მორბენალი, მარათონელი, ათჭიდელი, მარათონელი, მორბენალი.

image


ბადროს ტყორცნა, უროს ტყორცნა, შუბის ტყორცნა, ბირთვის კვრა – ქალები და კაცები.

image


კრივი, კალათბურთი, გოლფი, ბეისბოლი, ხელბურთი.

image


პლაჟის ფრენბურთი, ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, კრივი.

image


ფეხბურთი, ცურვა, ველოსპორტი, კალათბურთი.

image


რიტმული ტანვარჯიში, სპორტული აერობიკა, ტანვარჯიში, ტანვარჯიში, სიმაღლეზე ხტომა, ტანვარჯიში.

image


სათხილამურო სპორტი, ფიგურული სრიალი, ჰოკეი, წყალბურთი, ქალთა წყალბურთი.

image


ჰოვარდ შატცის სერია მოიცავს ჩემპიონი სპორტსმენის 125 პორტრეტს. ფოტოები მოხვდა წიგნში Athlete, რომელიც გამოსცა მეუღლესთან, ბევერლი ორნშტეინთან თანამშრომლობით. მისი მეუღლე პროდიუსერი და მთავარი რედაქტორია.



ასევე დაგაინტერესებთ:

თავისუფლების და პროტესტის სიმბოლო - გორგოლაჭებიან ციგურებზე მოსრიალე გოგონების 22 ფოტო

8000 კალორია დღეში და ჟანგბადის ნიღაბში ძილი – სუმოს მებრძოლების ყოველდღიურობა

11 ფაქტი სინქრონულ ცურვაზე, რომლის გაგების შემდეგ უბრალო ხალხი კითხულობს: რაო, რაო?

8 ფაქტი პროფესიონალური სირბილის შესახებ – გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდებათ

სილამაზე საშინელი ძალაა: ცნობილმა სპორტსმენმა ქალებმა აჩვენეს, როგორ გამოიყურებიან კაბებში


0
695
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
695