x
image
cxvedo
Tony jaa ბიოგრაფია
imageTony jaa დაიბადა 1976 წლის 5 თებერვალს Surin-ის პროვინციაში (ჩრდილოეთ ტაილანდი). Tony jaa-ზე იმის თქმა, რომ ის Khmer Surin-ია (ტაილანდურ ეთნიკური Khmer-ი) არ იქნება მცდარი ნათქვამი, რადგან მთელი სამხრეთი და აღმოსავლეთი ტაილანდი Khmer იმპერიის Surin პროვინციაში შედიოდა მეოთხმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

15 წლის Tony jaa გახდა Panna Rittikrai-ის მოსწავლე Muay Thai-ს სახეობის ორთაბრძოლაში. იგი ამჟამადაც ჩართულია აქტიურ სპორტში. მისი საუცხოო ნიჭის გამო იგი თანამშრომლობს მრავალ ფირმასთან და საკმაოდ ცნობილია მისი ფილმები. იგი ყოველგვარი დამხმარის გარეშე იღებს ყველაზე რთულ საბრძოლო ეპიზოდებაც კი და სპეც ეფექტების გარეშეც საკმაოდ ეფექტური კადრები გამოდის. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებლებზე ფილმით Tom Yum Goong (The Protector). მისი თქმით მან თითქმის შეცვალა ჩინური საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები, ისეთები, როგორებიცაა Bruce Lee, Jet Li და Jackie Chan, თუმცა მისი სტილი აფსოლიტურად განსხვავებულია და მისი ფესვები ნამდვილად ტაილანდშია.

ფილმმა Ong-bak, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებზე და თაყვანისმცემლებიც გამუდმებით იმატებენ. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ მკვეთრად მოიმატა ამ სპორტის სახეობის მიმდევრებმა და ახალგაზრდებმაც უფრო უმატეს ამ ჟანრის ფილმების და ვიდეო თამაშების ყურება.

2010 წლსი 28 მაისს მან გადაწყვიტა წავიდეს მონასტერში, რომელიც მდებარეობს Surin-ის პროვინციაში. ტაილანდელი მამაკაცების ცხოვრების გზა ყოველთვის გადის მონასტერში ცხოვრებაზე (ვადით ან უვადოთ), ამიტო არ არის ცნობილი მის შესახებ ამ დროიდან არაფერი. არც ისაა ცნობილი როდის დაბრუნდება იგი ტელე ეკრანებზე და არც ისაა ცნობილი თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. 2011 წელს გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მას უთანხმოება მოუვიდა ერთერთ კომპანიასთან, რომელტანაც კონტრაქტის გამო მან სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მის კარიერაზე.


იმედი ვიქონიოთ, რომ მალე დაგვიბრუნდება თავისი ცნობილი ილეთებით.

3
134
7-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
134
  
2012, 14 ოქტომბერი, 22:13
საინტერესოაა+++
2012, 14 ოქტომბერი, 22:02
+++++ მაგარი ფიმია ონგ ბანკი!
2012, 14 ოქტომბერი, 22:01
++++++
0 1 3