სასმელები კლასიკა და იმპროვიზაცია, როგორ მოვამზადოთ იდეალური სანგრია სახლში 30 აპრილი, 17:39 სანგრია ესპანური წარმოშობის კლასიკური კოქტეილია და ესპანეთის თითოეულ რეგიონში განსხვავებულად ამზადებენ. გამაგრილებელი სასმლის მოსამზადებლად საჭიროა ზაფხულის ხილი და ცოტა ფანტაზია. სცადეთ სხვადასხვა კომბინაციები, ვინაიდან შედეგი ყოველთვის შესანიშნავი გამოვა.
ცოტა რამ ისტორიის შესახებ სახელი „სანგრია“ მომდინარეობს ესპანური სიტყვიდან sangres, ითარგმნება, როგორც „სისხლდენა“. ღვინო, რომელიც სასმლის დასამზადებლად გამოიყენება, როგორც წესი, არის Sangre de toro, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „კაბერნე“ და „მერლო“. ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად, სანგრია დაიბადა ესპანელი გლეხების წყალობით, რომლებმაც დაიწყეს ამ სასმლის დამზადება ხელმისაწვდომი ხილის – ატმის, ვაშლის, ციტრუსის გამოყენებით. სხვა თეორიებიც არსებობს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ დღეს სანგრიის ბევრი სახეობა არსებობს და თითოეული ესპანელი თავის ორიგინალურ რეცეპტს იცავს. ბაზა ყოველთვის არის წითელი ღვინო, თუმცა კატალონიაში უპირატესობას თეთრ ღვინოს ანიჭებენ. ინგრედიენტები 1, 5 ლ სანგრიასთვის: წითელი ღვინო – 1 ლიტრი ფორთოხალი – 2–3 ცალი ატამი – 4 ცალი შაქარი – 5 სუფრის კოვზი ცედრა – 2 ლიმონის 1 ჩხირი დარიჩინი ან რამდენიმე ცალი მიხაკი როგორ მოვამზადოთ იდეალური სანგრია? ღვინო დიდ თასში ან დოქში ჩაასხით და შაქარი დაუმატეთ. შაქრის გახსნამდე აურიეთ. 2 ფორთოხლის წვენი და სურვილისამებრ ფორთოხლის რამდენიმე ნაჭერი დაუმატეთ. აურიეთ.
ატამი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ნარევს დაუმატეთ, აურიეთ. დარიჩინის ჩხირები, ლიმონის ცედრა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მაცივარში ჩააცივეთ და მხოლოდ სუფრაზე გატანისას გამოიღეთ. მომზადების დრო: 7 წუთი ატამი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვაშლით, მსხლით, კივით, ბანანით, ტროპიკული ხილით, მაგრამ არა ძალიან რბილი ხილით. რჩევა
ალკოჰოლის შემცველობის შესამცირებლად ყინულის რამდენიმე კუბი და ლიმონის ნაჭრები დაუმატეთ. თუ პირიქით, სასმლის გრადუსის გაზრდა გინდა, რამდენიმე გრამი რომი დაუმატეთ. დარიჩინის ფხვნილის გამოყენება არასასურველია, რადგან არ იხსნება და ზედაპირზე რჩება. თუ არ გაქვთ დარიჩინის ჩხირები, მიხაკით ჩაანაცვლეთ. ასევე დაგაინტერესებთ: ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი ბრინჯი და ფინიკი - მოამზადეთ საინტერესო სასმელი 6 გემრიელი და სასარგებლო სმუზი ბავშვებისთვის, რომლებიც თქვენც მოგეწონებათ როგორ მოვამზადოთ ბროწეულის სანგრია ფორთოხლით როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი თეთრი ღვინით და ხილით იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით 87 შეფასება არ არის |