სხვა იაფი და კარგი – როგორ გამოიყურება ყველაზე ბიუჯეტური სასტუმრო მთელ მსოფლიოში 2024, 30 აპრილი, 16:07 ისეთი ძვირადღირებული სასტუმროები, როგორიცაა Hyatt, Hilton და Marriott, ყველასთვის ცნობილია. მათი მარმარილოს კიბეები, ძვირფასი ხის პანელები, მოოქრული, საცურაო აუზები და კარგად მომზადებული პერსონალი ჩვენთვის ცნობილია ფილმებიდან და სატელევიზიო შოუებიდან. ზოგიერთ ადგილას ჟირაფებთან ერთად სადილსაც გვთავაზობენ. ძალიან ცოტამ იცის, როგორ გამოიყურება ყველაზე იაფფასიანი სასტუმრო მსოფლიოში. ის მდებარეობს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში და ჰქვია Faridpur Hotel.
მაშინაც კი, თუ Faridpur Hotel-თან ძალიან ახლოს აღმოჩნდებით, ვერ მიხვდებით, რომ ჭუჭყიანი მდინარე ბურიგანგას ნაპირებთან დამაგრებული ხუთი მახინჯი გემი სასტუმროა. სასტუმრომ პირველი სტუმრები ჯერ კიდევ 1951 წელს მიიღო. ისინი იყვნენ მცირე მოვაჭრეები, რომლებიც დედაქალაქის ბაზარში ჩამოვიდნენ. ერთი ღამის ღირებულება სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებულ ნომერში, შეიძლება ითქვას „ლუქსში“, არის 1, 5 დოლარი. ყველაზე იაფი ადგილისთვის, 18 ადგილიან საერთო ოთახში, სტუმარს მოუწევს 0, 39 დოლარის გადახდა. ამ შემთხვევაში, კეთილმოწყობა მოიცავს დაფებისგან დამზადებულ ტოპჩანს თხელი ბალიშით, დერეფნის ბოლოს ტუალეტს, ონკანიდან ცივ წყალს და რკინის ყუთს საკეტით ძვირფასი ნივთების შესანახად. კარადის ნაცვლად იყენებენ თოკებს, კაუჭებს კედლებზე და უბრალოდ ლურსმნებს. სასტუმრო ფარიდპურში 48 ნომერია. განკუთვნილია უპრეტენზიოა სტუმრებისთვის, რომლებიც იძულებული არიან დაზოგონ თითქმის ყველაფერზე. ამ დრომდე სასტუმროს მთავარი სტუმრები პროვინციებიდან ბაზრის მოვაჭრეები არიან. დაბალი ფასით მოზიდული ზოგიერთი სტუმარი აქ რამდენიმე თვე ცხოვრობს. ბატონი მუჰამედის აყვავებული ბიზნესი სასტუმროში საკმაოდ დემოკრატიული წესები აქვს. აკრძალულია მხოლოდ ალკოჰოლის დალევა, ხმამაღალი მუსიკა და ოჯახური ცხოვრება. ვიწრო პირობების გამო ცოლ–შვილიან სტუმრებს აქ უარს ეუბნებიან. უკვე 26 წელია მუჰამედ მიაანი Faridpur Hotel–ის უცვლელი მფლობელია. მამაკაცი ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ და თვლის, რომ მისი ბიზნესი აყვავდება. მისი სასტუმროს შემხედველი ვერ იტყვით, მაგრამ თავისუფალი ნომრები იშვიათად აქვს. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე ბიუჯეტური სასტუმრო Faridpur Hotel მარტო არ არის. მის გვერდით კიდევ რამდენიმე, დეპრესიული შენობა დგას. მართალია, იქ ღამისთევა რამდენიმე ცენტრით უფრო ძვირია, თან იმავე დონის მომსახურების პირობებში. ასევე დაგაინტერესებთ: სუსტი გულის ადამიანი აქ ვერ იცხოვრებს – კოტეჯი ლომების მეზობლად 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით წყვილი ორ ბავშვთან ერთად პატარა კარავში ცხოვრობს: ამ ოჯახის გამომგონებლობის შეიძლება შეგშურდეთ სახლი იაპონიაში - არ დაიჯერებთ, მაგრამ შიგნიდან უფრო დიდია, ვიდრე გარედან 14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ ამ ღამეს გავუძლოთ: როგორ სძინავთ მთამსვლელებს მთაში? 198 შეფასება არ არის |