ადმინისტრაციული ამერიკელმა ქალმა უხარისხო ნარკოტიკის გამო პოლიციაში იჩივლა და რა თქმა უნდა დააკავეს 30 აპრილი, 13:41 ამერიკელმა ქალმა პოლიციასთან უხარისხო ნარკოტიკის გამო იჩივლა და კარგი ჩიტიც დაიჭირა, დააკავეს და სასამართლოს გადასცეს. შეერთებულ შტატებში ქალს გაასამართლეს მას შემდეგ, რაც მან თავის ნარკორეალიზატორს პოლიციასთან უჩივლა უხარისხო ნარკოტიკის გამო. ამის შესახებ FOX 59 წერს. იანვარში, 34 წლის სარა ჰარისმა დარეკა 911-ში და შეატყობინა, რომ მისმა დილერმა უხარისხო მეტამფეტამინის პარტია მიყიდა. ამერიკელმა ქალმა ნარკორეალიზატორის დაკავება მოითხოვა, რადგან მისმა პროდუქტმა მას გულის შეტევის ზღვარზე მიიყვანა. პოლიციამ სარა ჰარისს სახლში მიაკითხა. ქალმა სამართალდამცავებს ნივთიერების გასინჯვა მოსთხოვა და დასძინა, რომ მათ ბრალი უნდა წაუყენონ იმ პირს, ვინც მას უხარისხო ნარკოტიკი მიჰყიდა. სარამ ასევე უთხრა ოფიცრებს, რომ მან და მისმა მეგობარმა ჯერ მეტამფეტამინის "ჩვეულებრივი დოზა" გამოიყენეს და იმავე ღამეს იყიდეს კიდევ ერთი დოზა. წამლის ახალმა პარტიამ მისი თქმით, თავბრუსხვევა და ჰალუცინაციები გამოიწვია. შემდეგ ჰარისმა პოლიციას მისცა პატარა პაკეტი, რომელიც შეიცავდა კრისტალის მსგავს ნივთიერებას, რომელიც მართლაც მეტამფეტამინი იყო. ამის შემდეგ ჰარისი დააპატიმრეს და გადაიყვანეს ლოურენსის ოლქის ციხეში, სადაც მას წინასწარი ბრალი წაუყენეს მეტამფეტამინის შენახვა-გასაღებაში. გამოცემა დუმს იმის შესახებ, პარალელურად დააკავეს თუ არა თავად ნარკორეალიზატორიც. ადრე ვწერდით ინდოელ პოლიცილებზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ 200 კილო მარიხუანა, რომელიც ნარკორეალიზატორებს ჩამოართვეს და საცავში ინახებდა, როგორც ნივთმტკიცება ვირთხებმა შეჭამეს.(მიყევი ბმულს) 100 3-ს მოსწონს
|