x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
კოცნიდან ფულამდე: უჩვეულო რამ, რაზეც ადამიანი ალერგიული შეიძლება იყოს
image



კითხვაზე, რამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ადამიანში, ბევრი უპასუხებს: ცხოველის ბეწვი, ყვავილის მტვერი, მტვერი სახლში. დიახ, ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ზოგჯერ ალერგენი მოულოდნელი და გასაოცარი რამ შეიძლება გახდეს. ამის ცოდნა ყოველი შემთხვევისთვის ღირს.



კოცნა

image



თავად მოქმედება ალერგიას არ იწვევს, არამედ ის, რომ თითოეულ ჩვენგანს პირის ღრუში მრავალი განსხვავებული ბაქტერია აქვს. კბილების გახეხვაც პირის ღრუს სრულყოფილად არ წმენდს. ნერწყვში შეიძლება დარჩეს მიღებული საკვების მიკრონაწილაკები.




image



მაგალითად, თუ მარწყვზე ალერგიული ხართ და პარტნიორმა ის რამდენიმე საათის წინ შეჭამა, კოცნამ სერიოზული შეტევა შეიძლება გამოიწვიოს.



მზის სინათლე

image



არიან ადამიანები, რომელთა კანი მზეზე ყოფნისას წითელი ლაქებით იფარება და საშინელ ტკივილს იწვევს. შენობაში შესვლისას უსიამოვნო სიმპტომები 1–2 საათში ქრება. ეს არის მზის ჭინჭრის ციება და საკმაოდ საშიში ტიპის ალერგიაა.



დესენსიბილიზაციის თერაპიის დახმარებით სიმპტომები ნაწილობრივ შეიძლება შემსუბუქდეს, მაგრამ 100%–ით ვერ დაგეხმარებათ. სხეულს უბრალოდ იძულებით აჩვევენ ულტრაიისფერ გამოსხივებას, სანამ სინათლეზე მწვავე რეაგირებას არ შეწყვეტს.



ხორციანი ბურგერი

image



ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ათასობით ადამიანს ხორცზე ალერგია აქვს, უბრალოდ ყველა არ ანიჭებს ამას მნიშვნელობას ან სიმპტომებს სხვა მიზეზებს უკავშირებს.



მთავარი უსიამოვნო სიმპტომი – გამონაყარი, ღებინება, გულისრევა, დიარეა, სუნთქვის გართულება. მსგავსი ალერგიის დროს რაციონიდან ხორცი სრულად უნდა ამოიღოთ, ზოგჯერ რძის პროდუქტებიც. შპრიცი–კალამი ადრენალინით ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ.



მონეტები

image



არიან ადამიანები, რომელთაც ნიკელზე ალერგია აქვთ. მათ მონეტების ხელში დაჭერა შეუძლიათ მხოლოდ ხელთათმანით, რადგან მონეტა ამ ლითონს შეიცავს. მათთვის უკუჩვენებულია პირსინგი. ნიკელს შეიცავს ზოგიერთი სამკაული, გასაღები და სხვა ყოველდღიური ნივთი. ლითონთან მცირე კონტაქტიც ალერგიული დერმატიტს იწვევს. სიმპტომები იხსნება კორტიკოსტეროიდებით.



კანთან ნებისმიერი შეხება

image



გასაკვირია, მაგრამ დერმატოგრაფიის მქონე ადამიანებს უვითარდებათ წითელი ლაქები კანზე მსუბუქი შეხებისას ან დაწოლისას. "შეხებაზე ალერგია" ადამიანს ნორმალურად ცხოვრებაში ხელს უშლის. ტანსაცმელთან, თეთრეულთან შეხება, უბრალოდ ჯდომაც ჭინჭრის ციებას იწვევს იმ ადგილებში, სადაც კონტაქტი იყო. შფოთვა და სითბო სიმპტომებს აძლიერებს. ანტიჰისტამინები დროებით დაგეხმარებათ.



ფიზიკური დატვირთვა

image



იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც ნებისმიერი გადატვირთვა იწვევს ღებინებას და ჭინჭრის ციებას, ზოგჯერ ანაფილაქსიას და სიკვდილს. ნებისმიერი მაღალი აქტივობისას გული სწორად მუშაობას წყვეტს. ასეთი ადამიანი შეიძლება მოკვდეს სირბილისას ან ეზოში მუშაობის დროს. ზოგიერთი ადამიანი განიცდის სიმპტომებს დატვირთვამდე გარკვეული საკვების მიღებისას.



გასაბერი ბუშტები

image



უცნაურია, მაგრამ გასაბერი ბუშტები ძლიერი ალერგიის და ანაფილაქსიური შოკის გამომწვევი შეიძლება გახდეს. საქმე ლატექსშია – მასალა, რომელიც გვხვდება ერთჯერად ხელთათმანებში, სათამაშოებსა და ბავშვების საწოვარაში. ამ ალერგიით ხშირად იტანჯებიან ექიმები, რადგან მუდმივად უწევთ ხელთათმანების ტარება.



მენსტრუაციის დღეები ქალებში

image



ზოგიერთ ქალს აქვს აუტოიმუნური პროგესტერონის დერმატიტი. ეს არის ალერგიის იშვიათი სახეობა საკუთარი ჰორმონის პროგესტერონის მიმართ. როცა მისი დონე იზრდება მენსტრუაციის დროს, ქალის სხეულზე ჩნდება გამონაყარი და წყლულები, რომლებიც ქრება ჰორმონების პროცენტის შემცირებისას. მსუბუქი ფორმის მკურნალობა შესაძლებელია ანტიჰისტამინებით, მაგრამ ჩვეულებრივ საჭიროა სერიოზული ჰორმონალური თერაპია.



ასევე დაგაინტერესებთ:

ალერგოლოგია 22 წლის ქალი ამბობს, რომ ალერგია აქვს შეყვარებულზე, სიახლოვის შემდეგ მისი სხეული წითელი ლაქებით იფარება

ლორენ ვასერის ტრაგიკული ისტორია, რომელმაც ტამპონის გამოყენების შემდეგ ფეხები დაკარგა

დაღლილობა და წონის მატება? - ნიშნები, რომ ორგანიზმს სასწრაფოდ სჭირდება უჯრედისი

8 ერთი შეხედვით უვნებელი პროდუქტი, რომელიც შეიძლება ტოქსიკური იყოს: სოიოს სოუსი და სხვა

რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები: საჭმლის და წამლის სახიფათო კომბინაციები

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
50