x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რომელია ყველაზე საშიში მწერი, რომელიც ოდესმე არსებობდა?
image

კოღოებს ასზე მეტი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადება გადააქვთ, მათ შორის მალარია, ყვითელი ციება, დენგეს ცხელება, ენცეფალიტი, ფილარიატოზი და ელეფანტიაზი.


დაღუპულ ადამიანთა ნახევარი, სავარაუდოდ, 45 მილიარდამდე, მდედრმა კოღოებმა შეიწირეს (მამრები მხოლოდ მცენარეებს კბენენ).


კოღოებს ასზე მეტი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადება გადააქვთ, მათ შორის მალარია, ყვითელი ციება, დენგეს ცხელება, ენცეფალიტი, ფილარიატოზი და ელეფანტიაზი. დღესაც ისინი ყოველ 12 წამში ერთ ადამიანს კლავენ.



საოცარია, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლომდე არავის მოსვლია აზრად, რომ კოღო სახიფათოა. 1877 წელს ბრიტანელმა ექიმმა სერ პატრიკ მენსონმა, რომელსაც „კოღო“ მენსონს უწოდებდნენ, დაამტკიცა, რომ ელეფანტიაზს კოღოს ნაკბენი იწვევდა.


17 წლის შემდეგ, 1894 წელს კი იფიქრა, მალარიის გამომწვევიც კოღო ხომ არ იყო და საკუთარ შეგირდს, ახალგაზრდა ექიმ რონალდ რისს (მაშინ ინდოეთში მუშაობდა) სთხოვა ეს ჰიპოთეზა შეემოწმებინა.


როსი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ გადააქვთ მდედრ კოღოებს პარაზიტი პლაზმოდიუმი ნერწყვით. თავისი თეორიის შესამოწმებლად მენსონმა ფრინველები გამოიყენა. ის კიდევ უფრო შორს წავიდა, იმის საჩვენებლად, რომ ეს თეორია ადამიანების შემთხვევაშიც მუშაობდა. მან საკუთარი ვაჟი დააინფიცირა რომიდან დიპლომატური ჩანთით ჩამოტანილი კოღოების მეშვეობით. (საბედნიეროდ, დაუყოვნებლივ ქინაქინის მიღებით, ბიჭუნა გამოჯანმრთელდა).


როსმა 1902 წელს ნობელის პრემია მიიღო მედიცინის დარგში. მენსონი სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს და რაინდის ტიტული მიანიჭეს. ლონდონში მან ტროპიკული მედიცინის სკოლა დააარსა.


კოღოს 2500 სახეობაა ცნობილი, მათგან 400 ანოფელესის ოჯახის წარმომადგენელია, რომელთაგან 40 სახეობა მალარიის გადამტანია.


მდედრი კოღოები გამოწოვილ სისხლს კვერცხების მოსამწიფებლად იყენებენ, რომლებსაც წყალზე დებენ. კვერცხებიდან წყლის მატლები იჩეკებიან. მწერების უმრავლესობისგან განსხვავებით, კოღოს ჭუპრები, რომლებსაც „აკრობატებს“ უწოდებენ, აქტიურები არიან და ცურავენ.


მამრი კოღო მდედრზე უფრო მაღალი ტონალობით წუის: სექსუალურად ის, შესაძლოა, ნოტი „სი-ბეკარის“ დიაპაზონმა აღაგზნოს.


მდედრ კოღოებს იზიდავს ტენი, რძე, ნახშირორჟანგი, სხეულის სითბო და მოძრაობა. ოფლიან ადამიანებს და ორსულ ქალებს კოღოსგან დაკბენის მეტი შანსი აქვთ.


ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე კოღო „პატარა ბუზს“ ნიშნავს.


წყარო: nationalgeographic.ge

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0