სხვა პროფესიონალური კრივის ორი ცოცხალი ლეგენდის "ჯახი" ქუჩაში, რასაც უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა 24 აპრილი, 15:23 ეს შენონ ბრიგსია, ლეგენდარული მოკრივე, რომელმაც ჯერ სამოყვარულო კრივში გაითქვა სახელი, შემდეგ კი პროფესიონალთა შორის გაითქვა სახელი. მართალია ტაისონის სიმაღლემდე ვერ მივიდა, მაგრამ უდაოდ ნიჭიერი და ძლიერი პროფესიონალი მოკრივის იმიჯი დაიმკვიდრა, რისი წყალობითაც ჩაეწერა "ლეგენდების" სიაში. შენონ ბრიგსი დაიბადა 1971 წლის 4 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, ბრუკლინში, სადაც ცხოვრობს დღემდე. გამოდიოდა პროფესიონალებს შორის რინგზე, მძიმე წონით კატეგორიაში. ვერცხლის პრიზიორი "პანამერიკულ" თამაშებში 1991 წელს, აშშ-ს ჩემპიონი მოყვარულ მოკრივეთა შორის 1992 წელს. მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის 1997-1998 წლებში, მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში WBO -ს ვერსიით 2006-2007 წლებში. შენონ ბრიგსი დღემდე გახლავთ მსოფლიო რეკორდსმენი პირველ რაუნდში ნოკაუტებით გამარჯვებით. შენონმა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა 38 მეტოქე, აქედან 7 მოწინააღმდეგე შეხვედრის დაწყებიდან 30 წამის გასვლამდე. ასე, რომ ამ მოკრივემ ნამდვილად დაიმსახურა სიცოცხლეშივე, "დიდების კედელზე" იყოს მისი სურათი. 68 შეხვედრა, 60 გამარჯვება, აქედან 38 პირველივე რაუნდში, ერთი საეჭვო ფრე (ექსპერტების აზრით ბრიგსმა შეხვედრა მოიგო), 6 წაგება და 1 შეხვედრა ვერ შედგა მოწინააღმდეგის გამოუცხადებლობის გამო. თუმცა ამ მოკრივის კარიერას შავი ლაქაც ახლავს თან, საქმე ეხება დოპინგის გამოყენების ფაქტს. ამ მოკრივეს ჰქონდა პატივი მსოფლიო ჩემპიონის სატიტულო შეხვედრაში პროფესიონალთა შორის შეხვედროდა, ყველა დროის ერთერთ ყველაზე "დიად" მოკრივეს-ჯორჯ ფორმენს. 1997 წლის 22 ნოემბერს შენონი რინგზე შეხვდა პროფესიონალური კრივის ლეგენდას-ჯორჯ ფორმენს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის გამართულ შეხვედრაში. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფორმენი ამ შეხვედრისს 48 წლის იყო და მთელი 23 წლით უფროსი გახლდათ ბრიგსზე. მიუხედავად ამისა ფორმენი მთელი შეხვედრის მანძილზე არ გაქცევია მოწინააღმდეგეს, აგრესიულად უტევდა მთელი შეხვედრის მანძილზე ბრიგსს და ბევრად მეტი ზუსტი დარტყმაც განახორციელა მეტოქის წინააღმდეგ ვიდრე ბრიგსმა ფორმენის წინააღმდეგ. მსაჯების გადაწყვეტილებით მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა ბრიგსმა, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმნენ დამოუკიდებელი მსაჯები, არ დაეთანხმნენ კრივის ექსპერტები და არ დაეთანხმა ფორმენის გუნდი, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვლილა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს დავამატოთ, რომ იმ შეხვედრაზე მყოფი მსაჯებიდან ყველას, გარდა ერთისა ჩამოერთვა პროფესიონალური კრივის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ლიცენზია. შევეშვათ ყოველივე ამას და გადავიდეთ ძირითად თემაზე, კრივის ცოცხალი ლეგენდა "დიადების" სიაში შესული მაიკ ტაისონი ქუჩაში შეხვდა შენონ ბიგსს და მათ შორის მოხდა "ჯახი", თუმცა ეს არ იყო რეალური საბრძოლო შერკინება, ორმა ლეგენდამ "შეხვედრა" მხიარულ ნოტაზე დაამთავრა, მეტოქეები ერთმანეთს მოეხვივნენ. არაოფიციალურ შეხვედრას უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, სწორედ მათ გაავრცელეს ინტერნეტში ეს ფოტო და ვიდეო მასალა. 201 5-ს მოსწონს |