x
image
მანანა თურმანიძე
სსრკ და მისი აყვავებული ხელოვნება
image


ხელოვნება ყვაოდა საბჭოთა ეპოქაშიო გაიგონებთ, ხშირად იმეორებენ მავანნი. მართალია, მაგრამ რის ხარჯზე, მოდით გავიხსენოთ.


image


საბჭოთა ხელოვნება მართლაც ყვაოდა. მე უფრო შორს წავალ და მეტსაც გეტყვით, თეატრებში და კონოშიც ხშირად დავდიოდით, ასევე გამოფენებზე და მუზეუმებში, არც კონცერტებს და ფესტივალებს ვაკლდებოდით. ერთი სიტყვით მშვიდად ვცხოვრობდით, არც საჭმელ-სასმელი გვაკლდა, ყველაფერი ძალიან იაფი იყო, ლამის უფასოდ გვქონდა. ცოცხალი (თევზის სახეობაა), ინდაური და გოჭი მაცივარში ყველა დღესასწაულზე ეყარა. მშობლები გვეჩხუბებოდნენ, რატომ არ ჭამთო. ხაჭო, არაჟანი და კვერცხი საუზმედ არ მიგვაჩნდა, ასევე კარაქი, რძე და თაფლი, მოსაბეზრებელი ყოველდღიურობა იყო, ხიზილალას და ორაგულის სათალსაც ხშირად მივირთმევდით საუზმეზე, შოკმანჟეებთად, ბლომანჟეებთან და პუდინგებთან ერთად. ტორტებსაც ხშირად ვაცხობდით და ხაჭაპური და ტარხუნის ღვეზელიც ხშირი ატრიბუტი იყო ყოველდღიური ცხოვრების.



image


რაც მთავარია, განათლება და მედიცინა უფასო იყო, საცხოვრებელიც ასევე, ბინა ყველას ჰქონდა, ქუჩაში არავინ ცხოვრობდა, არც მათხოვრები იყვნენ. აქა-იქ შეხვდებოდით ლოთებს, რომლებიც ქუჩაში ეყარნენ, მაგრამ ვინ გააჩერებდა, დილით აკრიფავდა მილიციის "ვარონკა" და მიაბრძანებდნენ "სადაც ჯერ არს". ბევრი სოციალური პრობლემა იყო ასე თუ ისე მოგვარებული, ეს ყველაფერი სიმართლეა და უნდა ითქვას, უსამართლობა ღმერთსაც არ უყვარს.


image


ვიღაც იფიქრებს - მაშ რა ჯანდაბა რა გინდოდათ, რით იყავით აბა უკმაყოფილოები, სამოთხეში თუ გიცხოვრიათო. თუმცა, არსებობდა არაერთი მაგრამ, რის გახსენებასაც ახლა ვაპირებ თქვენთან ერთად.

მთავარი მაინც ის იყო, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები იყო შეზღუდული. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო:

1. თავისუფალი არჩევანის უფლება - ერთპარტიულობა, რომელიც დიქტატურის ყველაზე მახინჯი ფორმაა. არავინ გეკითხებოდა გინდა შენ, მოგწონს თუ არ მოგწონს ერთადერთი მმართველი პარტია, ერთი იყო - კომუნისტური პარტია და მორჩა.

2. თავისუფალი გადაადგილების უფლება - საზღვარგარეთ შენი ნებით ვერ წახვიდოდი, შეზღუდული იყო რაოდენობა, პროფკავშირებთან უნდა ყოფილიყავი "კარგ ურთიერთობაში" და ჩაჯდებოდი ჯგუფში. სხვათაშორის არც ეგ გვიჭირდა, მე პირადად ეგ პრობლემა არ მქონია, მამიდა მუშაობდა პროფკავშირში, გარდა ამისა, ყველა ორგანიზაციას ჰქონდა თავისი პროფკავშირების სამსახური, რომელსაც კვოტები ჰქონდა, ანუ საგზურები შეზღუდული რაოდენობით. მამა მთლად უფროსი იყო ჩემი სამსახურის და ცხადია საგზური არც იქედან მიჭირდა, დავდიოდი როცა მინდოდა და სადაც მინდოდა. თუმცა, ჯგუფის ხელმძღვანელი გაკონტროლებდა "პაეზდკაში", რომელსაც თავის მხრივ კგბ აკონტროლებდა - რაპორტები უნდა ეწერათ ვინ სად წავიდა, როგორ იქცეოდა, უცხოელს ხომ არ დაელაპარაკა, რა ილაპარაკა და ა.შ.. გაუგებარია, რისი ეშინოდათ, ასეთი სამოთხე თუ ჰქონდათ სახლში.

3. განსხვავებული შეხედულების გამო ადამიანებს აპატიმრებდნენ, ან ფსიქიატრიულში იძულებითი მკურნალობით აწამებდნენ. ასე მოკლეს "მკურნალობით" ნაზი შამანაური, რომელიც ანტი-საბჭოთა რიტორიკით გამოირჩეოდა, შეურიგებელი ანტი-საბჭოთა ელენმენტი იყო და გიჟად შერაცხეს! ეროვნული მოძრაობის იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრებს ასევე, მუდმივად აპატიმრებდნენ, გადაასახლებდნენ ან/და გიჟებად შერაცხავდნენ. ბოლოს ამ ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელები -ზვიადი, მერაბი და ძმანი მათნი გაურკვეველ ვიტრებაში გარდაიცვალნენ! ეს უახლესი ისტორიაა და ბევრს ახსოვს.

4. ამაზე დაზუსტებით ვერავინ, ვერაფერს ამბობს, მაგრამ ცნობილი იყო მაშინაც და მას სემდეგაც "ჭორების ბიუროს" შესახებ. ამბობდნენ, რომ არსებობდა ჭორების განყოფილება (სავარაუდოდ უშიშროებაში), რომელიც სპეციალურად მუშობდა ჭორების დაყრაზე. საჭიროების შემთხვევაში, ვისაც უნდოდათ აუგორებდნენ ე.წ. შავ პიარს და "გააფუჭებდნენ". ანუ ეს იყო ერთგვარი ბულინგის ფორმა, რომელიც მგონი დღემდე ძალაშია.

5. ბავშვებს, პირველკლასელებს ოქტომბრელებში და უფროსკლასელებს კომკავშირის ორგანიზაციაში აწევრიანებდნენ, არავინ გეკითხებოდა მოგწონს ეს, თუ არა, სავალდებულო იყო. პარტიაშიც ასევე, ამის გარეშე ვერაფერს ეღირსებოდი ცხოვრებაში, ამიტომ, ის, ვისაც კარიერული წინსვლა ან ხელოვნების რომელიმე სფეროში წარმატება უნდოდა, უნდა გამხდარიყო კომ.პარტიის წევრი.

6. რელიგია ფაქტიურად აკრძალული იყო, ტაძარში რეიდები ეწყობოდა რელიგიურ დღესასწაულებზე, ბრალი იმის, ვისაც ლიტანიობაზე დაიჭერდნენ, მშობლები საყვედურს მიიღებდნენ სამსახურში, შესაძლოა პარტიიდანაც გაერიცხათ და სამუშოც დაეკარგათ, იგივე ეხებოდა ნათლობას, ესეც ჩუმად ხდებოდა. იმედია ნათლობის საიდუმლოს საიდუმლოდ ინახავდნენ მაშინდელი მღვდელმსახურები.

7. ალბათ ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ სსრკ-ში შემავალ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს არ ჰქონდათ ამ კავშირიდან გასვლის უფლება. სწორედ ამ მისწრაფებების გმო ისჯებოდა საქართველო 1989 წლიდან მოყოლებული. ეს რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მანამდე მშობლების თობას ახსოვს 1956 წ. და ისტორიკოსებს კი ისტორია. იყო '90 -ანების შიმშილობა, სამოქალაქო ომი, სიბნელე, სიცივე, კოპუფცია, კრიმინალი, განუკითხაობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია, ხალხის წამება, გაუგონარი საშინელებები და ხოცვა-ჟლეტა, მერე 2008 წლის ომი, რომელიც ვითომ 5 დღეში დასრულდა, არადა "მცოცავ" რეჟიმში გადავიდა და გრძელდება. რა სიმბოლურია მცოცავი რეჟიმი, მოცოცავს და ფრთხილად ახალგაზრდებო, ფრთილად, გველეშაპი ცოცხალი და საშიშია! ჩვენს წინაპარს უთქვამს -ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო, ამიტომ ყველაფერს გააზრებული მოქმედება უნდა, ჭკვიანური გეგმა. თუმცა, ძალიან ბევრ ხალხსაც ნუ ჩართავთ გეგმებში, აგენტურა არსებობდა და არსებობს, ყველა ხელისუფლებაში იყვნენ ამბის მიმტან-მომტანები და ახლაც არიან ალბათ.


image


გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ალბათ ესეც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ - ადამიანის უფლებების და თვისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა ყოფილიყო ეს "აყვავებული ხელოვნება".

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ამბობს: "ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. ... ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება, არავის შეიძლება აღეკვეთოს თვისუფლება ... ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია... ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება... ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება..."

ბოლოსდაბოლოს ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მიანიჭა, მან არა მონობის, არამედ ქრისტესმიერი თავისუფლებისთვის შეგვქმნა „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგვააზნაურნა…“(გალ. 5, 1)

16
180
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
180
  
3 მაისი, 7:18
პირველ მაისს კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტებს და პროფესორებს ცხვირ პირი დაანგრიეს, პარიზის ქუჩებში ქალებს სულ "დუბინკები" ურტყეს გვერდებში, იმ დღესვე სორბონაში სტუდენტებს დაანგრიეს თავ პირი ამ დროს ეს დედამეძავი დასავლური დემოკრატიული სამყარო შეშფოთებას გამოთქვამს თბილისში ხაბეს ჩალურჯებული თვალის გამო, წადით თქვე ფარისევლებო საკუთარ ქვეყნებში მიხედეთ ადამიანის უფლებებს. სიტყვის თავისუფლება არ არსებობს, ეს არის დასავლური ბლეფი, რატომ ზის მაშინ ჯულიან ასანჟი ციხეში, თავისუფალი სიტყვის გამო ხომ არა. კეძოდ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს, აქ რაც არის ეგ არის ბოდვის თავისუფლება, მაგ ბოდვის თავისუფლებამ გამოაჩინა რამდენი ნაგავი და ნაძირალა ცხოვრობს საქართველოში.
3 მაისი, 7:04
ბრავო ბატონო ყარამან.
26 აპრილი, 23:09
მოდი დავამთავროთ:) ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება იმის გასარკვევად, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივემართებით, ისევ ლოზუნგების იმედად დარჩენილები მივდივართ მირაჟისკენ......
სსრკ-ს დროს დასავლეთისკენ, მგონი ზესტაფონთან ორი ლოზუნგი გვხვდებოდა.
პირველზე ეწერა---კაპიტალიზმი მიისწრაფვის უფსკრულისაკენ.
მეორეზე ეწერა-----დავეწიოთ და გავუსწროთ კაპიტალიზმს.
ორივე შესრულებულია, ერთი ეგაა ძალიან უძირო აღმოჩნდა:) :)
არც ის დავივიწყოთ, რომ გორბაჩოვისეული ,, პერესტროიკა'' ქართული თარგმანით გადაშენება გამოდის---- პერე_გადა+სტროიკა_შენება....

ერთი ანეგდოტით დავამთავრებ. ვანგას ქართველები მიადგნენ კითხვით---საქართველოს რა ელისო?!
რა და 3-4 წელი ძალიან გაგიჭირდებათო....
და მერე?!
მერე მიეჩვევითო..... :)
ნახვამდის, სასიამოვნო იყო,, საუბარი'' :)
26 აპრილი, 22:55
რაც შეეხება კომუნისტების მიერ მოწყობილ რეპრესიებს, ერთს ვიტყვი, რაც ხდებოდა მსოფლიოს 1/6-ზე ის ნაც. მოძრაობამ მოაწყო ამ პატარა ქვეყანაში და ის გვიკვირს, თუ რა ხდებოდა მაშინ? ან რატომ გვგონია, რომ მარტო კომუნისტები აკეთებდნენ შავ საქმეს?! ბებიაჩემის ძმას, ნოე რამიშვილის ხალხმა დაშინებით აიძულეს, ბებიაჩემის ცოცხლად დაწვით დაემუქრნენ, ერთ-ერთი რაზმის მეთაურობა, რომელიც ოსური მოსახლეობის დაწიოკება-დაყაჩაღებით იყო,, დასაქმებული''... ბებიაჩემს ის მუქარის სიტყვებიც კარგად ახსოვდა და ნაძარცვით სავსე ურმებიც, რომლებიც რაზმელებმა მის ძმას ჭიშკართან მიუყვანეს, რის გამოც გინება არ დაჰკლებიათ..... და იცით მერე რა მოხდა?! რამიშვილის ის ორი კაცი, ერთი გვარის მატარებელნი, ძმები თუ არა ბიძაშვილები მაინც, გასაბჭოების მერე ბოლშევიკებში აღმოჩნდნენ, ბებიაჩემის ძმა მესამე მცდელობაზე მაინც გაუშვეს გადასახლებაში, მეორე რაზმის მეთაური კი სოფლის ცენტრში დახვრიტეს.... ვის დავაბრალო, ბოლშევიკებს თუ მენშევიკებს?! იქნებ, დევნილობაში მყოფ რამიშვილს, რომელზეც დღემდე ჩუმად ვართ ქართველები და ხმას არ ვიღებთ, რის გამო დაახალეს ტყვია საფრანგეთში?! იმის გამო ხომ არა, რომ ექვთიმეს ხელით შეეხო, როდესაც საგანძურის მიღებაზე უარი მიიღო?!
26 აპრილი, 22:34
დემოკრატია, ადამიანის უფლებები.... რატომ აქვს დემოკრატიულ სამყაროს, რომლი
სკენაც მივისწრაფვით, ქვეყნების, ერების, ხალხების კატეგორიებაფ დაყოფის პრინციპი?!
რატომ ყოფენ ბავშვებს კატეგორიებად? ერთი ერის ბავშვების ხოცვა შეიძლება, ხმა არ უნდა ამოიღოს არავინ და მეორე ერის ბავშვებზე ყველა ერთად უნდა აყვირდეს?! პალესტინელი, ერაყელი, ლიბიელი, ავღანელი ბავშვები რამით განსხვავდებიან სხვა ქვეყნის ბავშვებისგან? ან სერბი ბავშვები რამით განსხვავდებიან უკრაინელი ბავშვებისგან? იცით, რომ იმ 78 დღეში, რომელთა განმავლობაშიც ნატოს ეგიდით 19 ქვეყანა ბომბავდა სერბეთს ე. წ. თავისუფალი მედიის მიერ, გაპიარებული, გამოგონილი მიზეზებით, თითქმის იმდენივე ბავშვი დაიღუპა, რამდენიც 2 წლის განმავლობაში უკრაინაში?! რამდენიმე დღის წინ ღაზას სექტორში, 2 საავადმყოფოს ტერიტორიაზე მინ. 310 გვამი ამოთხარეს, რომლებსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ, გარწნიდან გამომდინარე, ექსპერტიზის გარეშე არ ჩანდა, დახვრიტეს თუ ცოცხლად დამარხეს(ორივე დანაშაულია) და რატომ არ ატყდა ქარიშხალი თავისუფალ მედიაში?!
აბა, ეხლა მითხარ, რა განსხვავებაა რუსეთსა და ე. წ. დემოკრატიას შორის?! არც არაფერი, პრინციპი ერთია---- ვინც ჩემთან არაა, ის ჩემი მტერია....
26 აპრილი, 22:14
და ცილისწამება არაა ადამიანის უფლებების დარღვევა?! :) ან რას ეძახით თავისუფალ მედიას?! გჯერავთ, რომ ვიღაც საქართველოში მილიონებს აბანდებს ტელევიზიებში, რომლებსაც ყოველთვის მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანებები გააჩნიათ ანუ წამგებიანია, მხოლოდ იმისთვის რომ ქართველ ხალხს მართალი სიტყვა მოასმენინოს?! :) :) ეს ხომ აბსურდია.... მინიმუმ 3 ტელევიზიასთან მქონდა ახლო კონტაქტი და კარგად ვიცი მოქმედების პრინციპი.... თავისუფალი სიტყვაო, ამბობთ, ყველას უფლება აქვს გამოთქვას აზრი და მოისმინოს რაც უნდაო და მაშინ მითხარით, რატომ გაანთავისუფლა რ. მერდოკმა ,, ფოქს ნიუსი'' - დან ტ. კარლსონი, რომელიც წლების მანძილზე რეიტინგის სათავეში იდგა, განსხვავებული აზრისთვის?! სად გაქრა სიტყვის თავისუფლება?! :)
თავისუფალი მედია მაინც უნდა არსებობდეს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ადამიანის უფლებების დარღვევაა. ყველას აქვს უფლება თავად აირჩიოს რას მოუსმინოს, წაიკითხოს ან უყუროს. აკრძალვა და შევიწროვება მიურებელია. რაც შეეხება დემოკრატიას - გეთანხმებით, არაა იდეალური, მაგრამ უკეთესი არ გამოუგონია ჯერ კაცობრიობას. ყველაფერი შეფარდებითია სამყაროში, კომუნისტებისგან განსხვავებით რეპრესიები მაინც არ მოუწყვიათ თავიანთი მოსახლეობისთვის დემოკრატებს და ხელოვანები და ზოგადად ინტელიგენცია არ გაუნადგურებიათ განსხვავებული აზრის ან ასეთის დაბადების შიშის გამო. ბრიტანეთთან დაკავშირებითაც გეთანხმებით, ყველას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენც მათ შორის და სწორედ ჩვენს ინტერესებშია ევროკავშირში გაერთიანება, ესაა ერთადერთი ხსნა ჩვენთვის. გარდა ამისა, არ მგონია მათი, ანუ ევროკავშირის ინტერესები რაიმეთი გვემუქრებოდეს, ან უფრო საფრთხილო და სარისკო იყოს, ვიდრე რფ-ს ინტერესები. ეს ხომ დანამდვილებით ვიცით რა საფრთხეც არის.
24 აპრილი, 1:31
იმ,, ჭორების ბიუროს'' საზოგადოებრივი აზრის გავრცელების სამმართველო ერქვა, მე-5 სამმართველო, რომელიც დღეს საჭირო აღარაა, მისი ფუნქცია ე. წ. თავისუფალ მედიას აქვს დაკისრებული და ის მე-5 სამმართველო ამათთან მონაგონია.... დააბრალე ოპონენტს რაც გინდა, აიძულე გადაიყვანო თავისმართლების რეჟიმში, გამოიგონე ჭორი, რომ სიმართლე უკანა პლანზე დარჩეს, აქცენტები აბსურდულ თემაზე აკეთე, რათა რეალური პრობლემები გადაიფაროს და საქმე გაკეთებულია.... ვინმეს პასუხისგებას მოსთხოვს?! ეს ხომ თავდასხმაა თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე..... :) :)
როგორც უ. ჩერჩილი ამბობდა---დემოკრატიაზე უარესი წყობა არ არსებობს, სამწუხაროდ სხვა არ გაგვაჩნია....
სახელმწიფოებრიობა გაქვთ ნახსენები და ერთხელაც გავიხსენებ ჩერჩილს----- დიდ ბრიტანეთს პოლიტიკაში არ ჰყავს არც მუდმივი მტრები და არც მუდმივი მეგობრები. დიდ ბრიტანეთს პოლიტიკაში გააჩნია მხოლოდ სახელმწიფო ინტერესები.....
24 აპრილი, 1:04
თქვენს მიერ ნახსენებმა,, ლეჩკომბინატმა'' და სხვა პრივილეგიებმა დუმბაძის,, თეთრი ბაირაღები'' გამახსენა... გოგოლი და მებურიშვილი.... ერთი ალალი გლეხი, მეორე კი პარტიული თანამდებობის პირი, რომლისთვისაც პარტიის მანდატი პურის წიგნაკთან ასოცირდებოდა....
24 აპრილი, 0:58
ხელოვნებაა თავათ უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი, ათასწლეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოელი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი"
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10