x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"ხომ არ გეცნობათ სიტუაცია? "ოღონდ მე ვიყო კარგად და ხალხისაც ერთიო" - ორსკის მერმა ოჯახი დუბაიში გაამგზავრა საკუთარ ბინაში
image
როცა ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა, ის სიკეთეს ნუ ელით. ოლიგარქი ოლიგარქი არ იქნებოდა "ჩრდილოვანი ეკონომიკით" და კანონდარღვევით, რომ არ შოულობდეს მილიონებს თუ მილიარდებს.


სწორედ ასეთი ოლიგარქია რუსეთში ქალაქ ორსკის მერი, რომელმაც იმდენი მოიპარა ხალხის ჯიბეებიდან შვილს 33 მილიონ რუბლად დუბაიში 91-მეტრიანი ბინა უყიდა ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც აღჭურვილია მაღალი კლასის აუზით და სავარჯიშო დარბაზით.


ფაქტი ცნობილი არ გახდებოდა, მაგრამ მისმა რძალმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ატვირთა სურათი წარწერით: "საჩუქარი 8 მარტისათვის".

როგორც იცით 5 აპრილს მომატებული წყლის ზეწოკას ვერ გაუძლო ურალში დამბაბ, რამაც ქალაქ ორსკის სრული დატბორვა გამოიწვია, მეორე დღეს გასკდა მეორე დამბა რომელიც ორსკის ახლადაშენებული მიკრორაიონებს იცავდა დატბორვისაგან.


უხარისხოდ გაკეთებულმა კონსტრუქციამ ბუნებრივია ვერ გაუძლო ჭარბი რაოდენობის წყლის მმიწოლას და გაირღვა, რუსეთს საშენი მასალების დეფიციტი ნამდვილად არა აქვს, მაგრამ მშენებლობებიდან იპარავენ ფულს სამშენებლო მასალის გაყიდვით, შესაბამისად დამბა აშენდა ტექნიკურად გაუმართავი, რამაც საკმაოდ დიდი ქალაქის სრული პარალიზება გამოიწვია.



სწორედ ასეთი დატორილი ქალაქის მერმა თავისი ოჯახი ვერტმფრენით გაიყვანა დატბორილი ქალაქიდან და დუბაიში გაამგზავრა დუბაის რეისით რუსეთიდან.

ახლა საგამომძიებლო ორგანოები იკვლევენ სამშენებლო დარგის ექსპერტებთან ერთად, შეესაბამებოდა თუ არა დამბების კონსტრუქცია პროექტით გათვალისწინებულ სტანდარტებს, მაგრამ მეეჭვება ვინმემ დააკავოს ორსკის ოლიგარქი მერი, რომელიც მილიონებს ცხადია მარტო არ ითვისებდა და ზემდგომებსაც უნაწილებდა "ხელი-ხელს ბანს" პრინციპით.

როცა ბიზნესმენი ხარ და მაღალი შემოსავლებიც გაქვს სრული უფლება გაქვს, ბინა იყიდო, სადაც გაგიხარდება და ამაში ვერავინ შეგედავება თუ ქონებრივი დეკლარაციაც სწორად და ზუსტად გაქვს შევსებული.


ქალაქის მერს, საიდან უნდა ჰქონოდა მილიონები იმისათვის, რომ დუბაის ელიტურ საცხოვრებელ კორპუსში ეყიდა 91 მეტრიანი საცხოვრებელი ფართი, მით უფრო მაშინ როცა მისი შვილიც ჩინოვნიკია და არა ბიზნესმენი.

სურათი, სადაც ოლიგარქის რძალმა "დათვური სამსახური" გაუწია მამამთილს.

image
ორსკის მერის ოჯახის წევრების პასპორტები დუბაიში ყოფნა-ცხოვრების ნებართვით.

image


0
238
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
238