x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
როგორ შეცვალა ფორთოხლის ქერქმა ეკოსისტემა ცენტრალურ ამერიკაში
1996 წელს ეკოლოგებმა დანიელ იენსენმა და ვინი ჰოლვაკსმა მიმართეს ფორთოხლის წვენის მწარმოებელ კომპანიას Del Oro უჩვეულო თხოვნით: გაეჩუქებინათ წარმოების ნარჩენი. ასე უხარისხო ფორთოხლის რბილობი და ქერქი ჩამოტვირთეს ტერიტორიაზე, რომელიც იმ დროს უფრო ბრძოლის ველს ჰგავდა: ეს იყო ცენტრალური ამერიკის ეროვნული პარკის უკაცრიელი და გაჩეხილი ტერიტორია.



იმ ადგილას დაამონტაჟეს სპეციალური აბრა, შემდეგ კი 16 წელიწადი დაივიწყეს. თუმცა ბუნება მთელი ამ ხნის განმავლობაში „მუშაობდა“ და ფორთოხლის ქერქმა ეკოსისტემა შეცვალა.



image



ზემოთ მოცემული ფოტო გადაღებულია 12 ტონა ფორთოხლის კომპოსტის მიწოდებისთანავე. კოსტა–რიკაში გუანაკასტეს ეროვნულ პარკში ეკოლოგიური ექსპერიმენტი დაიწყო. პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები ასე ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ ნიადაგის მდგომარეობა პარკის იმ ნაწილში, რომელიც ხანძრის და გადაჭარბებული ძოვების შედეგად დაზიანდა.




image



თუმცა მალევე კომპანიამ TicoFruit, რომელიც Del Oro–ს კონკურენტი იყო, სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ ასეთი „ექსპერიმენტი“ პარკის დაბინძურებას იწვევდა. პროექტი დაიხურა. მხოლოდ 2013 წელს მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაეთვალიერებინათ თავიანთი ექსპერიმენტის შედეგები.



image



სტუდენტი ტიმოთე პირველი გააგზავნეს ქერქის გროვაზე. „იქ დაინახავ დიდ ყვითელ აბრას, – აუხსნეს ეკოლოგებმა, – მისი გამოტოვება ძნელი იქნება“. ადგილზე მისულმა ტიმოთემ ნიშანი ვერ იპოვა. ტელეფონით დეტალური ინსტრუქციის მიღების შემდეგ დარწმუნდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორ ადგილას იყო. უბრალოდ მისი ცნობა შეუძლებელი იყო.



„ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ ფორთოხლის ქერქის გროვამ ეკოსისტემა უბრალოდ შეცვალა“ – თქვა მან.



image



მეცნიერებმა საოცარი რამ აღმოაჩინეს: ერთ დროს უნაყოფო ნიადაგზე უღრანი ტყე გაიზარდა. ხაზის მარცხნივ არის ტერიტორია, სადაც ქერქები დაყარეს.



ქერქის გროვის ადგილზე უღრანი ტყე გაიზარდა. და თუ მეზობელ მინდვრებში მცენარეულობა პრაქტიკულად არ იყო, აქ ფაქტობრივად ტროპიკულ ბარდნარში უნდა გაგევლო.



image



როგორც მოგვიანებით გაირკვა, 1996 წელს ნარჩენების გადმოტვირთვის ადგილას 176%–ით მეტი ხე გაიზარდა, ვიდრე მეზობელ მინდორზე.



მომდევნო სამი წლის განმავლობაში პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს გარდაქმნილი ტერიტორია და შეადარეს ნიადაგი იმ ნიადაგს, რომელიც კომპოსტით დაფარული არ იყო. შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Restoration Ecology. მეზობელ ტერიტორიაზე, სადაც არ იყო დაყრილი ფორთოხლის ქერქი, მხოლოდ ერთი დომინანტური ტიპის ხე იყო. იქ, სადაც იყო ფორთოხლის ქერქი, ათასობით სახეობის მცენარე გაიზარდა. კვლევის შედეგები ასეთია: ტყის მეორადი აღმონაცენები გადამწყვეტია კლიმატის ცვლილებების შენელებისთვის.



image



ასე გამოიყურებოდა გუანაკასტეს ეროვნული პარკის ადგილი ექსპერიმენტამდე და მის შემდეგ.



ასე შემთხვევით იპოვეს სამრეწველო ნარჩენების გამოყენების მეთოდი ტროპიკული ტყეების დასაბრუნებლად.



ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის დაისუგი ან როგორ მივიღოთ ხის მასალა ტყის გაჩეხვის გარეშე

დღისით იტენება, ღამით რგავს: ავტონომიური რობოტი უდაბნოს გასამწვანებლად

ოდესღაც ასე აკეთებდა დოკი „უკან მომავალში“: შვეიცარიაში ბანანისგან ენერგიის მიღება ისწავლეს

რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

რატომ რგავენ მზესუმზირებს ბირთვული კატასტროფის ადგილებში?

ონკანის წყლის უსაფრთხოება არა მხოლოდ ქლორით, არამედ მტაცებელი ბაქტერიებით უზრუნველყოფილი შეიძლება იყოს

0
333
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
333