x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"სცენაზე უნდა ითამაშო და არა მოწოდებები აკეთო, ამისი ადგილი არ მგონია…" - გიორგი ყიფშიძე
image

.

მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სცენაზე სპექტაკლის შემდგომ მაყურებელს პოლიტიკური განცხადებით მიმართა.


"დაიჯესტი" მსახიობ გიორგი ყიფშიძეს დაუკავშირდა და კოლეგის „პერფორმანსის“ შეფასება სთხოვა.



როგორც მსახიობი აცხადებს, პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთს არ უნდა უკავშირდებოდეს.

.

„რევოლუციონერები იყვნენ ყოველთვის მსახიობები, მხატვრები, პოეტები და ამაში ახალი არაფერია. მიმაჩნია, რომ სცენაზე სპექტაკლი უნდა ითამაშო და არ უნდა აკეთო მოწოდებები, ეს ჩემი აზრია.

.

მე, მაგალითად, ეგეთ რაღაცას არ გავაკეთებდი სპექტაკლის თამაშისას, რადგან სულ სხვა გრძნობათა ბუნებაა იქ და ამის დრო არ არის. სპექტაკლის შემდეგ რომ გახვალ მაყურებელში, მაგის შემდეგ შეიძლება იმაზეც ვისაუბროთ, ვის რა აზრი გაგვაჩნია.

.

სცენა არ მგონია ადგილი იყოს პოზიციების დასაფიქსირებლად. ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში ნაღდად არ არის“, – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულებისას სიტყვით გამოვიდა. ბეშიტაიშვილმა კანონპროექტს რუსული უწოდა და მის საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

.

"რაში მაინტერესებს, რა წერია შიგნით? რა გამჭვირვალობაზე არის საუბარი, როდესაც თვითონ მათი საქმიანობაა გაუმჭვირვალე? კი, რა თქმა უნდა, ასეთი კანონი უნდა არსებობდეს ქვეყანაში - ოღონდ უნდა არსებობდეს ისეთი მთავრობის პირობებში, რომელსაც ვენდობი. მე ამ მთავრობას არ ვენდობი“, - ამის შესახებ მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა „TV პირველთან“ სატელეფონო ჩართვისას „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა.



"მთავარ არხთან" საუბრისას კი თქვა, რომ სკოლის მერხიდან რუსეთის იმპერიას ებრძვის.


“სკოლის მერხიდან რუსეთის იმპერიას ვებრძვი. კომუნისტების პერიოდიდან, მე-10 თუ მე-9 კლასში ვიყავი 9 აპრილი რომ მოხდა და მაგის მერე ვარ რუსეთის წინააღმდეგი და ყველაფრის, რაც ჰგავს რუსულს და მიშა სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლები უკვე გავდა რუსულს და ისიც უკვე ცოტათი პუტინი იყო თუ გახსოვთ, მე მშვენივრად მახსოვს ეს ყველაფერი. იგივე ხდება დღესაც და ამის წინააღმდეგ ამოვიღე ხმა.” - თქვა მსახიობმა.

.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა მეორედ დაიწყო. განხილვა ორშაბათიდან დაიწყება.

0
489
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0