საქართველო
"არადა 30 წამში გადავიყვანდი ჭკუიდან ყოველგვარი ნა @უის გარეშე" - ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი
2022, 27 აგვისტო, 12:37
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში იმის შესახებ წერს თუ როგორ ურეკავდა ის რუსს პროპაგანდისტს, ვლადიმერ სოლოვიოვს გადაცემაში პირდაპირ ეთერში მოსახვედრად, თუმცა მისი ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. ოქრუაშვილის თქმით, ის პუტინის პროპაგანდისტის საავტორო გადაცემაში მოხვედრის შემთხვევაში მას 30 წამშივე ჭკუიდან ყოველგვარი "ნა**ი" - ს გარეშე გადაიყვანდა:
"სალავიოვის გადაცემაში ხუთჯერ დავრეკე. ჯერ ვუთხარი რომ აფხაზი ვიყავი, მერე ჩეჩენი, მერე ვუთხარი ვინც ვიყავი მაგრამ მაინც არ შემიშვეს ეთერში. არადა ზუსტად 30 წამში გადავიყვანდი ჭკუიდან სრულიად ზრდილობიანად, ყოველგვარი ნა ხუის გარეშე." - წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.