x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაუჯერებელი ფაქტები ცნობილი მსახიობების შესახებ

image


ჯეკ ნიკოლსონი 37 წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ და ჯუნა, სინამდვილეში, მისი დედა იყო. ის ბებია–ბაბუამ აღზარდა და მსახიობი მშობლებად სწორედ მათ თვლიდა... და ეს 1973 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე მას ერთ–ერთმა ჟურნალისტმა "თვალი არ აუხილა". სამწუხაროდ, იმ დროისთვის, არც ბებია და არც დედა ცოცხალი აღარ იყო.

***

მილენა "მილა" კუნისს სხვადასხვა ფერის თვალები აქვს: მარცხენა – ყავისფერი, მარჯვენა – მწვანე. ასეთ გენეტიკურ მუტაციას ჰეტეროქრომია ჰქვია.

***


image


"მებრძოლთა კლუბში" როლის შესრულების წინ, ბრედ პიტი სტომატოლოგთან მივიდა და წინა კბილებიდან ბჟენები მოიხსნა, რადგან თვლიდა, რომ მის გმირს ცუდი კბილები უნდა ჰქონოდა. გადაღების დასრულების შემდეგ კი, "ჰოლივიდის ღიმილი" დაიბრუნა.

***

აგენტი 007–ის როლის შესრულების შემდეგ, დენიელ კრეიგს Aston Martin–ის მარკის ნებისმიერი ავტომობილით, სრულიად უფასოდ შეუძლია სარგებლობა.

***

ბრიუს უილისმა «მოჩვენებაში» სემის როლის შესრულებაზე უარი თქვა, რადგან არ ესმოდა, «თუ როგორ უნდა ემუშავა ფილმს, რომლის მთავარი გმირი, ეკრანული დროის უმეტესი ნაწილი მკვდარი იყო». ცხრა წლის შემდეგ, მან – «მეექვსე გრძნობაში» ითამაშა.

***


image


ელიზაბეთ ტეილორმა საკუთარ დაკრძალვაზე დაიგვიანა. მან წინასწარ შეადგინა თავისი დაკრძალვის ინსტრუქცია და აგენტს გადასცა. ტეილორის დაკრძალვა, დანიშნულ დროზე, 15 წუთით გვიან დაიწყო. ამასთან, გამოაცხადეს, რომ მსახიობმა «საკუთარ დაკრძალვაზეც კი, დაგვიანებით "მისვლა" ისურვა» (როგორც ცნობილია, ის ყველგან და ყოველთვის იგვიანებდა).

***

«ოსკარის» მფლობელი და Mavel–ის ვარსკვლავი ნატალი პორტმანი ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობდა და სწავლას და სამსახიობო კარიერას ერთმანეთს უთავსებდა. მან უმაღლესი სასწავლებელი 2003 წელს დაამთავრა. ცნობილია, რომ მსახიობმა არაერთ გახმაურებულ როლზე თქვა უარი, რადგან იმ პერიოდში, მთლიანად განათლებაზე იყო ორიენტირებული. ნატალის ძალიან უყვარს მეცნიერება და საკუთარი წვლილი მეხსიერების კვლევაშიც შეიტანა. მან სამეცნიერო ნაშრომი დაწერა, ამ სფეროდან შორს მყოფი ადამიანებისთვის, მეტად გაუგებარი სახელით: «შუბლის წილების გააქტიურება, ობიექტის მუდმივობის დროს: სპექტროსკოპიის მონაცემები მახლობელ ინფრაწითელ დიაპაზონთან».

***


image


ტომ ჰენქსმა «გარიყულებში» (2000) როლის შესრულებისას, წონაში ჯერ 25 კგ. მოიმატა. ხოლო შემდეგ, 22 კგ. დაიკლო... და ეს 1 წელში მოახერხა.

***

ჯეკი ჩანის მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ საავადმყოფოს ხარჯების გადასახდელად, მისი გაყიდვაც კი გადაწყვიტეს. თუმცა, საბედნიეროდ, თანხა იშოვეს და მომავალი ვარსკვლავი მშობლებთან დარჩა.

***

"კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა" (2003) გადაღების დაწყების წინ, ჯონი დეპმა გადაწყვიტა, რომ ჯეკ ბეღურას ოქროს კბილები უნდა ჰქონოდა. მაგრამ, ეს იდეა არ მოეწონათ ფილმის შემქმნელებს. ამიტომ, ამ საკითხზე მოლაპარაკებაზე მისვლამდე, მსახიობმა სტომატოლოგთან შეიარა და ოქროს რამდენიმე ინპლანტი გაიკეთა, რამაც მწარმოებლები შოკში ჩააგდო... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს კბილები მას, 2007 წლამდე არ მოუხსნია, ვიდრე ფილმის III ეპიზოდის — "კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული"–ს გადაღება არ დასრულდა.

***

ფილმში «დიდი გასეირნება» (1966) ლუი დე ფიუნესის გმირი პიანისტია და პარიზის ოპერაში უკრავს. ომის წლებში, მსახიობი თავს სწორედ ფორტეპიანოზე დაკვრით ირჩენდა.

***


image


მერილინ მონროს, «ქერის» იმიჯის მიუხედავად, კითხვა ძალიან უყვარდა და მის ბიბლიოთეკაში 400–ზე მეტი წიგნი იყო.

***

დოლფ ლუნდგრენი, რომელიც ჰოლივუდში თავისი ათლეტური გარეგნობით გამოირჩევა — უბრალოდ ლამაზი კაცი არ არის. მან 7 ენა იცის — მშობლიური შვედური, გერმანული, ინგლისური, ფრანგული, ესპანური, ცოტა იტალიური და იაპონური. გარდა ამისა, 4 უმაღლესი განათლების დიპლომი აქვს. არის ფიზიკოსი (სამეფო ტექნოლოგიების ინსტიტუტი, შვედეთი), ქიმიკოსი (მეცნიერების მაგისტრი სიდნეის უნივერსიტეტში), ქიმიური წარმოების ინჟინერ ტექნოლოგი (კემბრიჯი, აშშ) და მსახიობი (დრამატული ხელოვნების სკოლა, აშშ)

***

სტალონემ «როკის» სცენარი 3, 5 დღეში დაწერა. ხოლო, ფილმი 28 დღეში გადაიღეს. «პირველ სისხლი» კი, რომლის სცენარის თანაავტორი და ასევე, მთავარი როლის შემსრულებელი სტალონეა, წარმოებაში 10 წელი იყო. მისი გადაღება 1972 წ. დაიწყეს და პრემიერა 1982 წლის 22 ოქტომბერს შედგა

***


image


«ფრანკენშტაინის» ავტორი მერი შელი, გარდაცვლილი ქმრის გულს საწერი მაგიდის უჯრაში ინახავდა.

***

«რომეო და ჯულიეტას» ცალკეული სცენების გადაღებისას, რომელშიც ოლივია მონაწილეობდა, სპეციალურ ნებართვას იღებდნენ, რადგან ფილმის გადაღების მომენტისთვის, გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო.
სწორედ ამ სცენების გამო, მას ლონდონში, ფილმის პრემიერაზე დასწრების უფლება არ მისცეს – ფილმზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა 18+ იყო.

***

ბენედიქტ კამბერბეჩი, რომელმაც სერიალში, შერლოკ ჰოლმსის როლი შეასრულა — არტურ კონან დოილის ნათესავია. გარდა ამისა, ის რიჩარდ III ნათესავიც არის, რომლის როლი, მან სერიალში — «ცარიელი გვირგვინი» ითამაშა.

***

კიანუ რივზი, ბეირუთში (ლიბანი) დაიბადა. მას აქვს ჩინური, ინგლისური, ირლანდიური, ჰავაიური და პორტუგალიური ფესვები. ბავშვობაში სიდნეიში (ავსტრალია), ნიუ-იორკში (აშშ) და ტორონტოში (კანადა) ცხოვრობდა. მიუხედავად რივზის ჰოლივუდში მოპოვებული წარმატებისა და აშშ-ში ხანგრძლივი კარიერისა, მას ამერიკის მოქალაქეობა არ მიუღია. ამჟამად, კანადის მოქალაქეა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა გვთავაზობენ და რას ვიღებთ?! – ტურისტული სააგენტოების სარეკლამო ფოტოები და რეალური სიტუაციები

* იუმორით ნათქვამი სრული ჭეშმარიტება

* სურათები რუბრიკიდან – "ამოიცანი საკუთარი თავი"

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
196
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0