საზოგადოება "ყუთის ქექვა გრძელდება" - ნანიკო ხაზარაძე ძველ ფოტოებს აქვეყნებს 10 აპრილი, 16:04 როგორც ჩანს ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძე გადაწყვიტა ძველი ფოტოების ამოქექვა არქივიდან და სოციალურ ქსელში განთავსება.
"მე და ლევანიკო. ყუთის ქექვა გრძელდება" - ასეთი მინაწერი აქვს პირველ ფოტოს. შემდეგი ფოტო:"ლამაზად გვაცია ყველას, ყუთის ქექვა გრძელდება. დედა მამა მე"–წერს ნანიკო ხაზარაძე. "საქმემ მოითხივა დიდი ყუთის გახსნა და ქექვა … და აი ამ ქექვაში ეს აღმოვაჩინე. ეს მამაჩემია, სამწუხაროდ ასაკი არ ვიცი"-ასეთ მინაწერს უკეთებს ტელეწამყვანი მესამე ფოტოს. როგორც ცნობილია ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის მამას, ექიმს და პროფესორს დათო ხაზარაძეს დემენციის გამო მეხსიერების პრობლემები აქვს. სამწუხაროდ, როგორც ირკვევა ის არამარტო შვილს, არამედ თავის თავსაც ვეღარ ცნობს. ტელეწამაყვანს და მსახიობს საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებდა მამის გამო. "სინდისის ქენჯნა მქონდა, „მამა ჩააბარა, მამა გადააგდო“ - ეს სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა. ჩვენ მაინც დამოკიდებული ვართ საზოგადოების აზრზე, შესაძლებელია, იმდენად არა რომ გადაწყვეტილება შევცვალო, მაგრამ მაინც შეგრძნებაზე და ემოციაზე ძალიან მოქმედებს. ვცდილობდი თავი გამემართლებინა და ამეხსნა სხვისთვის, რომ მამა იქ თავს ბევრად კარგად გრძნობს. მეხსიერებაში, ალბათ, ჩარჩენილი აქვს რომ ფული არ მქონდა, იქ ლამინირებული ფული გავაკეთეთ და ექიმები თვის ბოლოს აძლევენ, ხელფასის სახით. ის კი როცა მივდივარ, ფულს მიკუჭავს, წადი ტანსაცმელი იყიდეო..." "მამამ ისევ დარეკა. იმ დღეს, ალბათ, მეასედ: „გაიყვანე გახარია!“ - დაჟინებით მოითხოვდა. კოვიდპანდემიის პერიოდი იყო, ტელევიზორში ყოველ მეორე დღეს ჩანდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია. მამას კი შიშები ჰქონდა და პანიკურად ითხოვდა მის სახლიდან გაყვანას“. „ჩემს ფოტოს დებდნენ მამა გაყიდაო, მამა გადააგდო, ჩვენ წამოვიყვანთ სასამართლოთი, არ დავუტოვებთო. მივმართე სასამართლოს და მამას ვერავინ წამართმევდა. მერე გავიდა დრო და ყველამ დაივიწყა ეს ამბავი, ახლა პანსიონატში მამასთან ერთად იმ ადამიანის ახლობლები არიან ვინც მე მლანძღავდა. მძიმედ გადავიტანე ეს, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“.(ნაწყვეტი რადიო თავისუფლების ინტერვიუდან) 400 2-ს მოსწონს
|