x
image
ელენე გუმა
„დიდი სიფრთხილით გავიაროთ ეს პერიოდი...“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
image

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს 8 აპრილის მზის დაბნელების და ახალმთვარეობის შესახებ აფრთხილებს და ამ პერიოდის მშვიდად გავლას ურჩევს.


როგორც ის წერს, სასურველი იქნება მნიშვნელოვანი ამბების გადადება და ასევე, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება.


მისივე თქმით, ეს პერიოდი 11-12 აპრილამდე გასტანს და სწორედ მაგ დრომდე გვმართებს სიფრთხილე.



„ჩემო მეგობრებო, მშვიდობა თქვენს სულებს, ოჯახებს, პოზიტივი, მხიარულება, სიყვარული და გამრავლება, დღეგრძელობა უფლის ნებითა და მფარველობით. შეგახსენებთ, რომ დღეს 8 აპრილს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა.


დიდი სიფრთხილით გავიაროთ ეს პერიოდი, 11-12 აპრილამდე მაინც…
ილოცეთ, სიყვარული გაიძლიერეთ თქვენში…
დაისვენეთ შეძლებისდაგვარად, თუ სახლში მოახერხებთ ყოფნას და მზის სხივებს თავს აარიდებთ მთლად უკეთესი, თუ მაინც გიწევთ გარეთ გასვლა მზის მუქი სათვალეები დაიხმარეთ. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა…
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში დიდხანს გაჩერებას,
გამორიცხეთ ნეგატიური ინფორმაციები.. ალკოჰოლი, თამბაქო!
მშვიდად და სასიამოვნოდ განეწყვეთ, კომფორტულად,
საკვები რაც მსუბუქი და მარტივი მით უკეთესი.
გადადეთ შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვანი საქმეები.
დაისვენეთ
დალოცეთ ყვეელაა!…
ეს მნიშვნელოვანია!…
სიყვარული გაგზავნეთ სამყაროში,
სიკეთე და ბედნიერება უსურვეთ ყველას… მადლიერება უფალს ყველაფრისათვის
ყველაფერი საუკეთესოდ არის და იქნება“, - წერს ცაგარელი.
ცნობისთვის, 2024 წლის 8 აპრილი მზის სრული დაბნელებაა, რომელიც თითქმის ყოველ 18 თვეში ერთხელ ხდება. ამ პერიოდულობით მთვარე მზის დისკოს გარკვეული ნაწილიდან მომავალ სინათლეს ბლოკავს. აღსანიშნავია, რომ მზის დაბნელებების დიდი ნაწილი დედამიწის დაუსახლებელი ნაწილიდან ჩანს (მათ შორის, ოკეანეებიდან). მზის სრული დაბნელების ხილვა კი დედამიწის მოსახლეობისთვის შედარებით იშვიათი შესაძლებლობაა.
1
211
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
211
  
8 აპრილი, 22:25
არ მჯერა ამ კატეგორიის ადამიანების, მაგრამ სიკეთის და სიყვარულის მჯერა.
სიკეთეს გისურვებთ ქართველებო და საქართველოს მოყვარულო საქართველოს მოქალაქეებო.
0 1 1