x
image
ელენე გუმა
აი, ვინ არის მთავარი იღბლიანი ამ კვირაში - მიხეილ ცაგარელი ფავორიტ ნიშანზე და ზოგად პროგნოზზე
„მზე, რომელიც ახლა გადასული იყო თევზებში, ხვალიდან გადადის ვერძში და იქნება 16 მაისამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერძი ამ პერიოდში ძალიან წარმატებული იქნება, “ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.


ამ კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა.


მიხეილ ცაგარელის თქმით, კარგი იქნება თუ 22 დეკემბერს ილოცებთ და სურვილს ჩაუთქვამთ.


რაც შეეხება 23 დეკემბერს, არის ახალმთვარეობა - მზის და მთვარის შეხვედრა ხდება თხის რქის ზოდიაქოში. ასტროლოგი კი საზოგადოებას ურჩევს ეს დღე ფრთხილად გაიარონ.



ახლა კი ნახეთ, როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეულ ნიშნისთვის.

კურო - აქტიური და ენერგიულია, ემატებათ ენერგოტონუსი. ამ პერიოდში შესაძლებლობა ექნება კარიერულად განვითარდეს.


ტყუპები - იაქტიურეთ, დრო კარგია, ენერგიული და წარმატებული ხართ.


კირჩხიბი - ენერგოტონუსი მატულობს და ენერგიაც ემატებათ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დიდი შანსი აქვს.


ლომი - ქარიზმატული ენერგიული და მიმზიდველია, პრობლემა აქვს ფულის ხარჯვის.


ქალწული - ენერგია ემატებათ და შრომისმოყვარეობა მატულობს. საუკეთესო პერიოდია სახლში დიზაინის შესაცვლელად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


სასწორი - ეფექტური, შარმიანი და მიმზიდველია. საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის და მოლაპარაკებისთვის.


მორიელი - აქტიური და ენერგიულია. ძველი საქმეებიდან შესაძლებელია მიიღოთ მატერიალური დივიდენდები.


მშვილდოსანი - აი, ვინ არის მთავარი იღბლიანი ნიშანი ამ კვირაში, რასაც შემდეგ კვირას ვერ ვიტყვით. ახლა გაჩერების უფლება არ გაქვთ. მთავარი პრობლემა არის ნათესავებთან ურთიერთობა, ზედმეტად ხისტები იქნებით და ამ მხრივ იყავით ფრთხილად.


თხის რქა - ენერგოტონუსი მატულობს, უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან და სამსახურშიც. თუმცა გახსოვდეთ ენას კბილი დააჭირეთ.


მერწყული - კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისთვის, შესაძლებელია ბინა შეიცვალოთ და ახალი სამსახური დაიწყოთ. შანსები ყველა მხრივ პერსპექტიულია.


თევზები - ენერგოტონუსი და შარმი მატულობს, ამიტომ მოემზადეთ რომანტიკული და საქმიანი კონტაქტებისთვის.


image

0
806
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0