ასტროლოგია "დღეს, 19 ნოემბერს, დაძაბულობა მოიმატებს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ..." 2019, 19 ნოემბერი, 0:21 ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში 19 ნოემბრის მნიშვნელობაზე წერს. მისი თქმით, 19 ნოემბერს, მოქმედების, აგრესიისა და ომის პლანეტა, მარსი, თავისი თანამმართველობის, - ფარული ძალაუფლების, ექსტრიმის, ტრანსფორმაციის ნიშანში, მორიელში, გადადის, სადაც 2020 წლის 3 იანვრამდე დარჩება, რაც დაძაბულობას გააძლიერებს. "დღეს , 19 ნოემბერს, მოქმედების, აგრესიისა და ომის პლანეტა, მარსი, თავისი თანამმართველობის, - ფარული ძალაუფლების, ექსტრიმის, ტრანსფორმაციის ნიშანში, მორიელში, გადადის, სადაც 2020 წლის 3 იანვრამდე დარჩება. შესაბამისად, ატმოსფეროში, უკვე 18 ნოემბრიდან, იგრძნობა საერთო დაძაბული ფონი. ასეთ დროს ადამიანებში მატულობს იმპულსურობა, ბრძოლის ჟინი, ფეთქებადობა, იმპულსურობა, აგრესია. ემოციები პიკზეა. რასაკვირველია, მარსის მორიელში ინგრესიის ბოლომდე (3 იანვრამდე) ყოველთვის არ იქნება ასეთი დაძაბულობა, მაგრამ 30 ნოემბრამდე განსაკუთრებული სიფრთხილე და თავშეკავება მართებს ყველას! მით უფრო, რომ ამ დღეებში მარსი ურანის ოპოზიცია დგება მორიელი-კუროს ღერძზე, რაც თავისთავად დაძაბულ, კრიზისულ ასპექტადაა მიჩნეული. ურანი - არეულობას, ბუნტს, ზოგჯერ რევოლოციას, დაუმორჩილობას, მოულოდნელობებს განასახიერებს, ეს ასპექტი ასევე ეხება სოციალურ პროცესებს, საზოგადოებაში საპროტესტო- რევოლუციურ განწყობებს. ის ითხოვს რადიკალურ ცვლილებებსა და საკითხიებს გადაწყვეტის გზებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც რუკაში აქვთ მარსი ურანის დისჰარმონიული ასპეტი - შეერთება, კვადრატი, ან ოპოზიცია აქვთ მაქსიმალური ყურაღება გამოიჩინეთ გზებზე, არ გადააჭარბოთ სიჩარეს. ასევე, ყურადღება მართებთ, ქვეითად მოსიარულეებს..მატულობს ავარიულობის, უეცარი მოულოდნელობების ალბათობა. სიფრთხილეა საჭირო ასევე ელექტროობასთან, გაზთან, აირებთან დაკავშირებულ სფეროებთან მიმართებით! ასევე, ამ დროს აქტუალური ხდება ბიზნესთან, ბანკებთან, კრედიტებთან, ფინანსურ უსაფრთხოებასთან და ზოგადად, ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები და საკითხები. თუმცა, ამ ასპეტის გამოყენება სასიკეთო მხრივაც შეგვიძლია - დაძაბული ასპეტების დროს მატულობს ბრძოლისუნარიანობა, სიმამაცე, სიმტკიცე, მიზნების მიღწევის ჟინი. დაძაბული ასპეტები გვაძლევს ძალას ცვლილებებისა და ტრანსფორმაციისთვის, რასაც მანამდე თავს ვერ ვუყრიდით, ვერ ვპოულობდით მათთვის საჭირო შინაგან რესურსს საკუთარ თავში მოერიდეთ ურთიერთობებში მოუთმენლობას და სიჩქარეს, რასაც დაუფიქრებელი ქმედებების გამოწვევა შეუძლია, შეეცადეთ მეტი თავდაჭერა, დიპლომატიურობა გამოიჩინოთ ნებისმიერი სახის ურთიერთობებში და პრობლემებიც ნაკლებად იქნება."- წერს ვაწაძე. 743 2-ს მოსწონს
|