"17 ივლისს, 01:31 წუთზე, მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა, რითიც..."- ასტროლოგის გაფრთხილება
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 17 ივლისის მთვარის დაბნელების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს, თუ როგორ გავიაროთ აღნიშნული დღე.
მისი თქმით, ამით ის რთული დაბნელებების დერეფანი დასრულდება, რომელიც 2 ივლისს დაიწყო.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყება ეცადეთ 20 ივლისამდე, უფრო უკეთესი კი 1 აგვისტომდე გადადოთ.
"17 ივლისს, თბილისის დროით 01.31 წუთზე მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა, რითიც სრულდება დაბნელების დერეფნის რთული პერიოდი, რომელიც მზის დაბნელებით, 2 ივლისს დაიწყო
ამ დაბნელების ნახვა აფრიკისა და ევროპის დიდი ნაწილისთვის იქნება შესაძლებელი, ასევე სამხრეთ ამერიკის მოსახლეობასაც შეუძლია მისი ხილვა
დაბნელება და სავსემთვარეობა ხდება თხის რა კირჩხიბის ღერძზე, თხის რქის 24-ე გრადუსზე
ვინაიდან მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობისას ხდება, ენერგეტიკული თვალსაზრისით რთულ დღედ არის მიჩნეული (16-19 ივლისის პერიოდი მთლიანად), რაც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან
21-22 ივლისამდე მაინც სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს..იმატებს ტრავმულობა, გაღიზიანება, აგრესიულობა
ადამიანი მეტად მგრძნობიარე, ემოციური ხდება, მით უფრო, რომ მზე, ახლა ყველაზე ემოციურ ნიშანს, კირჩხიბს გადის
როგორც ყველა სავსემთვარეობას, ახლა მით უფრო განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვოვან სისტემას, ასევე, ხერხემალს, მუხლებს, კბილებს. მატულობს მოტეხილობებს ალბათობა
ახალი საქმის დაწყება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები და ზოგადად, მნიშვნელოვანი საქმეების წარმოება სჯობს 20 რიცხვიდან, თუ საშუალება გაქვთ, რომ 1 აგვისტომდე გადადოთ - კიდევ უკეთესი, ვინაიდან შეგახსენებთ, რომ გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, მერკური, ამჟამად ე.წ. რეტრომოძრაობაშია, რაც აფერხებს ურთიერთგაგებას, სარფიან გარიგებებს, მოლაპარაკებების პროცესს
კვლავ აქტუალური რჩება რეკომენდაცია ხალხმრავალ და შეკრების ადგილებში მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენის შესახებ!
ასევე, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ გზებზე ფეხით ან მანქანით გადაადგილებისას..
მთვარის დაბნელების დროს, რაღაც ეტაპი სრულდება. გადაავლეთ თვალი თქვენს ახლო წარსულს...ყველაფერი შეასრულეთ რასაც გეგმავდით? და იქნებ ის, რაც ჯერ კიდევ არ შესრულდა, აღარც არის თქვენთვის აქტუალური ან საჭირო?
ამ დაბნელების თემები დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, ზრუნვასთან, მშობლებთან, ბებია- ბაბუებთან, სამსახურსა და კარიერაში ცვლილებებთან
ბედნიერ დღეებს გისურვებთ! ცოტაც და დაბნელების დერეფანი იხურება! მალე ბევრად მსუბუქი, ნათელი ენერგეტიკა გავრცელდება სამყაროში!
წარმატებები ყველას! "- წერს ქეთი ვაწაძე.