x
image
თორ ნიკე
შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?
შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?


ცივი, მთვარიანი ღამეა, ჰაერში მძიმე ნისლით. საკუთარი სახლისკენ მიმავალ გზაზე ფეხით მოძრაობ და როდესაც გზის გადასაკვეთად შემოუხვევ, ნისლი შთანთქავს მომავალი მანქანის ხმასაც და ფარების შუქსაც. სწრაფად მომავალ მანქანას ძალიან გვიანღა ამჩნევ და საკუთარ თავს მოსალოდნელი კატასტროფისთვის ამზადებ. უცებ, თითქოს არსაიდან ჩნდება ხანშიშესული, უცხო ადამიანი გკრავს ხელს და გზიდან გაგდებს. თავად მას კი მანქანა ეჯახება და მისი სიცოცხლე იქვე სრულდება. მოგვიანებით, პოლიციელი გაძლევს გარდაცვლილის ჯიბეში ნაპოვნ კონვერტს, კონვერტში წერილი დევს, რომელზეც მცირე ტექსტი წერია, რომელიც შენ მოგმართავს მარტივი მოწოდებით და რჩევით: "ისწავლე ფიზიკა!". ვინც ეს შეტყობინება დაწერა, მან შენი სიცოცხლე იხსნა, გადაგარჩინა და თავად დაიღუპა. ფაქტობრივად თავი შემოგწირა, ამიტომ მორალურად სხვა არჩევანიც კი არ გაქვს და მის ბოლო თხოვნას ასრულებ, მით უმეტეს ფიზიკა ყოველთვის გაინტერესებდა. ათწლეულების შემდეგ ხდები ფიზიკის ცნობილი პროფესორი. შენი სპეციალობის საგანია ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიები. ყოველთვის გიტრიალებდა თავში აზრი, რომ დროში მოგზაურობა ნამდვილად შესაძლებელია. ამაზე იწყებ მუშაობას და ერთ დღესაც ყველაფერი წარმატებით გამოგდის. შენ წინ შენივე გამოგონებული მსოფლიოში პირველი დროის მანქანაა. და ამ დროსღა ხვდები თუ რა უნდა გააკეთო სასწრაფოდ - საკუთარი არსებობა უნდა გადაარჩინო. ამიტომ კედელზე ჩარჩოში ჩასმულ წერილს ხსნი, დებ კონვერტში, იდებ ჯიბეში, ჯდები დროის მანქანაში, ბრუნდები წარსულში, იმ ცივ, მთვარიან და ნისლიან საბედისწერო ღამეს და ჩადიხარ ადგილზე ზუსტად დროზე, ხედავ როგორ უახლოვდება შენს თინეიჯერ ვერსიას მანქანა და როგორ უნდა დაარტყას, მაგრამ ასწრებ, ხელს კრავ მას, გზიდან აგდებ, ხოლო მანქანა შენ გეჯახება და კვდები გზის პირას.


ეს საინტერესო ისტორიაა, მაგრამ უფრო საინტერესო მაშინ ხდება, როცა უფრო ღრმად უკვირდები და კითხვების დასმას იწყებ. პირველ რიგში - ვინ დაწერა ზემოთ მოხენიებული წერილი? შენი მოხუცი ვერსია უბრალოდ იღებს წერილს, რომელიც მას უკვე ადრე მიეცა, მოზარდობის პერიოდში, როცა გადაარჩინეს - თავად არ დაუწერია. ასეთ დროს ხვდები, რომ ეს წერილი თითქოს არის შემქმნელის გარეშე და ჩარჩენილია, გაჭედილია დროის მარყუჟში - ამას ჰქვია "თვითწარმოების პარადოქსი" (Bootstrap paradox).


მეორე კითხვა არის ეს - მეორდება თუ არა ეს დროის მარყუჟები? მაგალითად, შენ გადაარჩენ შენს თინეიჯერ "მე"-ს. ასე რომ, ის გაიზრდება, გახდება ფიზიკოსი, გამოიგონებს დროის მანქანას და დაბრუნდება წარსულ დროში რომ გადაარჩინოს საკუთარი თავი იმისთვის, რომ მან შეძლოს ცხოვრება, გაზრდა, სწავლა, ფიზიკოსად ჩამოყალიბება, დროის მანქანის გამოგონება და დაბრუნება წარსულ დროში რომ ისევ გადაარჩინოს საკუთარი თინეიჯერი თავი, რომ შემდეგ ისევ იგივე წრეზე დატრიალდეს მოვლენები. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ შენ ჩარჩენილი ხარ სიცოცხლისა და სიკვდილის დაუნდობელ დაწყევლილ წრეზე, რომელიც მუდამ მეორდება. მაგრამ წერილი არ არის ასეთ ციკლში ანუ ის ყოველი ციკლის შემდეგ უფრო და უფრო ძველდება, ცვდება, იცრიცება და კითხვა იმაში მდგომარეობს, ბოლოს რა მოსდის მას - იშლება და ნადგურდება? ეს არის ე.წ. "რესტორაციის პარადოქსი" ანუ "აღდგენის პარადოქსი" (Restoration paradox).



და მაინც, ვისი იდეა იყო ფიზიკის შესწავლა? როგორც ამბიდან ჩანს, ეს ცნება არსაიდან ჩნდება, ეს არის აზრი, რომელსაც წარმოშობა არ გააჩნია. ამას ჰქვია ე.წ. "არსაიდან წარმოშობის პარადოქსი", იგივე "ექს ნიჰილო პარადოქსი" (Ex nihilo paradox).


თუ ზემოთ აღწერილი მოვლენების მსგავსი შეიძლება რეალობაში მართლა მოხდეს, ეს ნიშნავს, რომ შენ არ გაგაჩნია თავისუფალი ნება. არ გაქვს არჩევანი ცხოვრებაში. შენ ყოველთვის გახდები ფიზიკოსი, გამოიგონებ დროის მანქანას, გადახვალ მისით საკუთარ წარსულში და გადაარჩენ შენს თინეიჯერ თავს. თავად მოხუცი შენ კი მოკვდები ავარიის შედეგად. არის რაღაც შენს მომავალში, რაც მტკიცედ არის დაფიქსირებული. ამას "წინასწარ განსაზღვრულობის პარადოქსი" ჰქვია (Pre-destination paradox).


და ბოლოს, რა მოხდება, თუ გადაიფიქრებ? რა მოხდება, თუ გადაწყვეტ, რომ გამოხვიდე ამ დაწყევლილი და ჩაკეტილი წრიდან? სამწუხაროდ, შენი მოხუცი ვარიანტისთვის ასეთი გამოსავალი არ არსებობს. არ შეგიძლია რომ არაფერი გააკეთო, საერთოდ არაფერი მოიმოქმედო და ნება მისცე მანქანას რომ დაარტყას და მოკლას შენი ახალგაზრდა თავი. არც ის შეგიძლია რომ თავად მოკლა შენი თავი თინეიჯერობაში იმიტომ, რომ თუ ასეთი ფიქრი გექნებოდა თავში, მაშინ საერთოდ ვერ იქნებოდი იქ. ამას ჰქვია ავტოინფანტიციდის პარადოქსი (Autoinfanticide paradox). როგორც ჩანს, ასეთ დროს შეუძლებელია შენი ახალგაზრდა ვერსიის მოკვლა.


ასე რომ, არც ისე მარტივი ამბავია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დროში მოგზაურობის უცნაურ და მშვენიერ სამყაროში. მაგრამ რა თქმა უნდა, დროში თავისუფლად მოგზაურობა თანამედროვე ტექნოლოგიებით შეუძლებელია - ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვეწვიოთ გუშინდელს ან წინ წავიდეთ მომავალში ათასწლეულებით. ეს არც ისე მარტივია. ჩნდება კითხვა - თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?


შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?




ლოდისებრი სამყარო, იგივე ბლოკური სამყარო


ლოდისებრი სამყაროს (Block Universe) თეორიის მიხედვით, ჩვენი სამყარო შეიძლება შევადაროთ გიგანტურ ლოდს, რომელიც მძიმედაა დაფიქსირებული და უცვლელია - შეიცავს ყველა მოვლენას და საგანს, რასაც კი ოდესმე უარსებია, არსებობს ან იარსებებს, ან რაც კი ოდესმე მომხდარა, ხდება და მოხდება - ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ამ თვალსაზრისით, წარსული, აწმყო და მომავალი ყველა არსებობს - და თანაბრად რეალურია (ამ თვალსაზრისის მიხედვით, როგორც ხელით ვერ დაძრავ და ვერც შეცვლი გიგანტურ ლოდს, ისე ვერ შეცვლი მასში არსებულ წარსულს, აწმყოს და მომავალს).


წარმოდგინეთ, ჰორიზონტზე მზე ჩადის, გაუვალ ჯუნგლში ხეებზე მყოფი აღელვებული მაიმუნების ჯგუფების გამორჩეული ყვირილის ხმები ნოტიო ჭაობებს ეხმიანება. თქვენ კი ამ უღრანი ტყით გარშემორტყმულ, დიდ, ფართო, ღრმა და ტალახიან, მიხვეულ-მოხვეულ მდინარეში მცურავ ნავში ზიხართ. დინება იმდენად ძლიერია, რომ ნავის მართვაც და ნიჩბების მოსმაც კი არაა საჭირო, უბრალოდ ზიხართ ამ ნავში, ათვალიერებთ თვალწარმტაც გარემოს და უსმენთ ტყის ხმებს. ჯეკ ფინიმ - დროში მოგზაურობის შესახებ მხატვრული ლიტერატურის ალბათ ერთ-ერთმა საუკეთესო შემოქმედმა ასეთ სურათს შეადარა ჩვენი, ადამიანების სვლა დროში. ხოლო დრო ამ სურათში მან მდინარეს შეადარა. როგორც ჩანს, ჩვენ, კაცობრიობა დაუნდობლად მივისწრაფვით მხოლოდ ერთი მიმართულებით - მდინარის დინების, დროის მდინარების ერთი კონკრეტული მიმართულებით - წარსულიდან მომავლისკენ. აქ ჩნდება კითხვა: რა ბედი ეწევა მდინარის იმ ნაწილებს, რომელიც უკვე გავცურეთ და უკან ჩამოვიტოვეთ? ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სად მიდის ჩვენი წარსული, რა ემართება მას? რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, ვინმე იტყვის, რომ ის უბრალოდ ქრება. თუმცა იგივე არგუმენტი მდინარის შესახებ სასაცილოდ გამოიყურება. არავინ დაეთანხმება იმ აზრს, რომ მდინარის კალაპოტი და მდინარის ის ნაწილი, რომელიც ჩვენ გავიარეთ და უკან მოვიტოვეთ, მხოლოდ იმიტომ ქრება, რომ ჩვენმა ნავმა ის გაიარა. ესეიგი ჩვენ უკან მდინარე აღარ არსებობს და მხოლოდ მდინარის ის ნაწილი არსებობს, რომლის ზედაპირზეც ამჟამად მივცურავთ და რომელიც წინ გველოდება? სინამდვილეში, მდინარის ზემო დინების ნაწილები, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ისევ იქაა, არსად გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ის ადგილები უკვე გამოვიარეთ.


ანალოგიურად, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი არ არსებობს, არარეალურია და თანდათან ჩნდება. ეს ემსგავსება ისეთ რამეს, ვინმემ რომ იფიქროს, რომ ჩვენ კი ვზივართ ნავში და მივცურავთ მდინარეში, მაგრამ მდინარე ჩვენ წინ არ არსებობს. ის მხოლოდ მას მერე ჩნდება, რაც ჩვენს ნავს დასჭირდება, რომ მის ქვეშ წყალი გაჩნდეს, რომ მასზე გაცურდეს. ასე რომ მეცნიერებმა წლების განმავლობაში გამოავლინეს, რომ დრო ნამდვილად ჰგავს მდინარეს და მისი სიგრძე უკვე მთლიანად არის გამოსახული - მისი დასაბამიდან (მწვერვალების მცირე წყაროებიდან) იქამდე, სანამ დიდ მდინარედ გარდაიქმნება და ბოლოს ზღვას შეუერთდება. იგივენაირად, დროც სრულადაა უკვე გამოსახული - დიდი აფეთქებიდან (მთის მწვერვალებიდან) ჩვენს სამყაროში ყველა სტრუქტურის საბოლოო დაშლამდე, მანამ მხოლოდ დრო-სივრცე არ დარჩება ჩვენი სამყაროსგან, იქამდე, სანამ წარმოუდგენლად უსასრულო მომავალში, დროის არსებობასაც კი აღარ ექნება აზრი, ვინაიდან აღარაფერი იარსებებს მასში, რომ დრო-სივრცის კონტინუუმში გადაადგილდეს (ჩვენი დროის მდინარე შეუერთდება უსასრულობის ზღვას).


წარსული, აწმყო და მომავალი არსებობს ერთმანეთის გვერდით. თქვენი შვილთაშვილები ისეთივე რეალურია, როგორც ახლა თქვენ ხართ. თქვენი დიდი ბებია და ბაბუა ჯერ კიდევ ცოცხლები და კარგად არიან, ხარობენ დროის უზარმაზარი მდინარის ზემო წელში (წარსულში). ფილოსოფოსები ამ იდეას იცნობენ, როგორც "მარადისობიზმს" ანუ ეტერნალიზმს (Eternalism). ეს იდეა ეწინააღმდეგება "აწმყოიზმს" ანუ ფრეზენთიზმს (Presentism), რომლის აზრითაც მხოლოდ ახლანდელი დრო, მხოლოდ აწმყო არსებობს, წარსული წავიდა, გაქრა, აორთქლდა, გაუჩინარდა, არსებობიდან სრულად გავიდა, ხოლო მომავალი ჯერ კიდევ არ არსებობს და შესაბამისად გაჩნდება მომავალში. დებატები ეტერნალისტ და ფრეზენთისტ ფილოსოფოსებს შორის მძვინარებდა ძველი საბერძნეთის დროიდან. მე-4 საუკუნის ფილოსოფოსი წმინდა ავგუსტინე დანის პირს ადარებდა აწმყო დროს - მისი შედარების მიხედვით, ეს დანის პირი (აწმყო) ერთი მხრიდან ირეკლავდა აღქმულ და გასულ წარსულს და მეორე მხრიდან წარმოსახვით მომავალს. მაგრამ ფიზიკოსებისთვის ეტერნალიზმი ცნობილია, როგორც "ლოდი სამყაროს თეორია" (ბლოკი სამყაროს თეორია - Block Univers theory) და ის ეფუძნება აინშტაინის დიდებულ ფარდობითობის თეორიას - ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თეორიას ფიზიკის და საერთოდ მეცნიერების ისტორიაში.


1905 წელს აინშტაინმა გამოაქვეყნა ფარდობითობის სპეციალური თეორია. ის არღვევს ისააკ ნიუტონის მიერ შემოთავაზებულ და დანერგილ "აბსოლუტური დროის" ცნებას. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს უნივერსალური საათი, რომელზე შეთანხმებაც ყველას შეუძლია ამ სამყაროში. ამის საპირისპიროდ, როგორც აინშტაინის თეორიის სახელიდანაც ჩანს, დრო ფარდობითია, შედარებითია. იმის მიხედვით, თუ როგორ მოძრაობენ დამკვირვებლები სივრცეში, ერთმა დამკვირვებელმა A მოვლენა შეიძლება დაინახოს B მოვლენამდე. ხოლო მეორე დამკვირვებელი შეიძლება ხედავდეს B მოვლენას მანამ, სანამ დაინახავს A მოვლენას. ორივე დამკვირვებელი ზუსტად ერთნაირად და ობიექტურად მართალია. თქვენს წარსულში მომხდარი მოვლენა, შეიძლება სხვისი აწმყო ან მომავალი იყოს. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც თქვენი ყველა გუშინდელი დღე უბრალოდ ვერ გაქრება, შეუძლებელია რომ ქრებოდეს. როგორ შეიძლება წარსული გაქრეს და აღარ არსებობდეს, თუ ის ვინმესთვის აწმყო ან მომავალია? ფარდობითობის სპეციალურმა თეორიამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სივრცე და დრო სრულებით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. 1908 წელს ჰერმან მინკოვსკიმ განავითარა აინშტაინის შემოქმედება და სათანადოდ გააერთიანა სივრცე და დრო ერთხელ სამუდამოდ. მან განაცხადა, რომ სივრცეში მოძრაობა პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გაზომავთ დროს, ვინაიდან სივრცის სამი განზომილება და დამატებით მეოთხე - დრო, სინამდვილეში ნაქსოვია ერთ ქსოვილად, რომელსაც მან უწოდა სივრცე-დრო, დრო-სივრცე ანუ დრო-სივრცის კონტინუუმი. მაგრამ საიდან ვიცით, რომ სივრცე და დრო რეალურად შეფუთული და გაერთიანებულია, როგორც ერთიანი ქსოვილი - დრო-სივრცე? მტკიცებულება აღმოჩნდა აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ტესტირებებში. ეს თეორია აინშტაინმა მსოფლიოს 1915 წელს აჩუქა. ჯერ კიდევ 1840-იან წლებში ასტრონომებმა გამოიყენეს ნიუტონის გრავიტაცია, სრულიად ახალი პლანეტის აღმოსაჩენად. ნიუტონის განტოლებების გამოყენებით, ურანის გასავლელი გზის პროგნოზირებისთვის, მათ დაადგინეს, რომ მას, როგორც ჩანს, გადახვეული ჰქონდა თავისი გზიდან. ფრანგი ასტრონომი ურბენ ლე ვერიერი თვეების განმავლობაში ათვალიერებდა განტოლებებს და პასუხს ეძებდა, თუ რატომ მოხდა ეს.


ფარდობითობის თეორიის წინასწარმეტყველებები


ბოლოს და ბოლოს ნიუტონის გრავიტაცია არასწორი იყო? მთლად ასე არაა. ლე ვერიერმა თქვა, რომ უხილავი, უფრო შორეული პლანეტა იზიდავს ურანს და გავლენას ახდენს მის ორბიტაზე. თუ ეს მართალია, ნიუტონის გრავიტაციის კანონები გამართლებული იქნებოდა. 1846 წელს კი ნეპტუნი აღმოაჩინეს იმ პოზიციაში, რომელშიც ის გამოთვალეს რომ უნდა ყოფილიყო, დაახლოებით 2 მთვარის სიგანეში. მიუხედავად ამ წარმატებისა და მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერ არ იცოდა ეს - ლე ვერიერი აპირებდა პირველი ლურსმანი დაეჭედებინა ნიუტონური გრავიტაციის კუბოში. პლანეტებს არ გააჩნია წრიული ორბიტები, არამედ სინამდვილეში მათ ელიფსური ორბიტები აქვთ მზის ცენტრთან მიმართებაში. ნიუტონის განტოლებები სწორი იყო თავიანთ პროგნოზებში, გარდა ერთისა - მერკურისთან მიმართებაში. ლე ვერიერმა ეს გააცნობიერა 1859 წელს და დაიწყო სხვა, ახალი პლანეტის ძებნა - მაგრამ ასეთი პლანეტა ვერასოდეს იქნა აღმოჩენილი. ამის ნაცვლად, პასუხი აინშტაინისგან მოვიდა. 1915 წლის 18 ნოემბერს მან მისწერა წერილი გერმანელ მათემატიკოსს დევიდ ჰილბერტს: "დღეს მე წარმოგიდგენთ ნაშრომს, რომელშიც რაოდენობრივად გამოვიყვანე ლე ვერიერის მიერ აღმოჩენილი მერკურის პერიჰელიონური მოძრაობა ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან. გრავიტაციის შესახებ არსებულ არცერთ თეორიას აქამდე არ შეეძლო ამის მიღწევა."


წარმოიდგინეთ დრო-სივრცის ქსოვილი, როგორც ბატუტის ზედაპირი. თუ რაიმე მძიმეს მოათავსებთ მის ცენტრში, ის შუაში მოიხრება, ჩაღრმავდება. ანალოგიურად, მზის მსგავსი მასიური ობიექტის არსებობა ქმნის ჩაღრმავებულობას დრო-სივრცის ქსოვილში. ფიზიკოსები მას "გრავიტაციულ ჭას უწოდებენ". აინშტაინი ამტკიცებდა რომ ნიუტონისეული გრავიტაციული ძალა საერთოდ არ არსებობს. რომ ეს უბრალოდ მირაჟია. როგორც ყველაზე შიდა პლანეტა, მერკური უფრო ღმად მოძრაობს მზის გრავიტაციაში, ვიდრე მისი მეზობლები. რაც უფრო ღრმად მოძრაობს მასში, მით უფრო მრუდდება ადგილობრივი დრო-სივრცე. სწორედ ეს გაზრდილი გამრუდება იწვევს მერკურის პერიჰელიონურ სვლას. ყველა სხვა პლანეტისთვის მზის სისტემაში, მრუდი საკმარისად დახვეწილია რომ ნიუტონის გრავიტაციამ ერთი და იგივე პასუხი მოგვცეს. მხოლოდ ექსტრემალურ გრავიტაციულ გარემოში, სადაც მერკური მდებარეობს, ნიუტონის გრავიტაცია ისე იჩენს თავს, როგორიც სინამდვილეშია: "მიახლოებითად რეალური". გრავიტაცია არ არის მიზიდვა. ეს არის გამრუდებული სივრცის შედეგი. მას შემდეგ ასტრონომებმა ეს იდეა მრავალი გზით გამოსცადეს: მზის დაბნელებიდან დაწყებული, მოტრიალე შავი ხვრელებით გაგრძელებული და გრავიტაციული ტალღებით დამთავრებული, და ყოველ ჯერზე აინშტაინი მართალი აღმოჩნდა დრო-სივრცის და გრავიტაციის შესახებ. წარსულის, აწმყოსა და მომავლის მთელი ჩვენი კოსმოსი არის მოქნილი სივრცის ოთხგანზომილებიანი ლოდი (Block Universe).


ზებუნებრივი ან ჩვენი დროისა და სივრცის მიღმა არსებული, ან უფრო მაღალ განზომილებებში არსებული (თუ ასეთი არსებობს) არსება თუ შეხედავს ამ სამყაროს გარედან, ის დაინახავს წარსულს, აწმყოს და მომავალს (გუშინდელს, დღევანდელს, ხვალინდელს) ერთდროულად არსებულს, თანაარსებულს, ერთმანეთის გვერდში არსებულს. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი? როგორც ყველაფერში, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დიდმა აფეთქებამ წარმოქმნა მთელი სივრცე-დრო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მთელი სივრცე და მთელი დრო. დროის ის რეგიონები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ყველაფერი ერთად არის, ერთად არსებობს, ერთ მთლიანობაში. ზუსტად ისე, როგორც სივრცე არსებობს, როგორც ერთი დიდი მთლიანობა. ორი ადამიანის არსებობა "მაშინ" და "ახლა" ისევე რეალურია და მარტივია, როგორც ორი ადამიანის არსებობა "აქ" და "იქ". ისინი ერთმანეთისგან შეიძლება ისევე იყვნენ დაშორებულები კილომეტრებით, როგორც საუკუნეებით. ამ ბლოკის სამყაროს (ლოდის სამყაროს) ნებისმიერ ობიექტს შეიძლება მიეცეს ოთხი კოორდინატი: სამი სივრცითი - იმის სათქმელად თუ ზუსტად სად არის, და ერთი დროითი - იმის აღსაწერად თუ როდის არის, როდის არსებობს. წარმოიდგინეთ, რომ მდებარეობა ბლოკში აღინიშნება წერტილით. ფიზიკურად, სტაციონარული ობიექტის წერტილიც კი მოძრაობს, ვინაიდან მისი დროითი კოორდინატი გამუდმებით იცვლება, რამეთუ ყოველი წამი ყოველთვის გადის, დრო ყოველთვის მიედინება წინ და დღევანდელი დღე უწყვეტად გადაიქცევა ხოლმე ხვალინდელად. შეაერთეთ ყველა წერტილი, რომელიც ეკუთვნის ერთ ნაწილაკს და გექნებათ ხაზი, რომელიც ასახავს გზას ბლოკის სამყაროში, მსოფლიო-ხაზი (worldline). თქვენ სხვა არაფერი ხართ, თუ არა ერთად ნაქსოვი ნაწილაკების სამყაროს ერთობლიობა, კვანძი სივრცე-დროში, რომელიც შთანთქავს ახალ-ახალ მსოფლიო-ხაზებს იმ დღისკენ სვლისას, როდესაც კვანძი თავად იხსნის თავს ან ზოგადად იხსნება. ყველა ის ქმედება, რომელსაც თქვენ ოდესმე ჩაიდენთ, დაწყებული იმით, თუ რას მიირთმევთ ყოველდღე საუზმეზე, ან ვისზე დაქორწინდებით, ან რა სახლები და სამუშაოები გექნებათ, ყველაფერი გაწერილია და განსაზღვრულია თქვენთვის. არ შეგიძლიათ გადაუხვიოთ თქვენი გზიდან ისევე, როგორც მატარებელს არ შეუძლია გადავიდეს ლიანდაგებიდან და იაროს არა ლიანდაგებზე, არამედ სხვა გზებით. ამგვარად, ბლოკის სამყარო წიგნის მსგავსია, დასაწყისი, შუა და დასასრული უკვე დაწერილი და უცვალებელია. ყოველი არჩევანი, რომელსაც ფიქრობთ, რომ აკეთებთ, რეალურად წინასწარაა განსაზღვრული, ამიტომ ასეც და ისეც მაინც გააკეთებდით. ამ "წიგნში" მეასე გვერდზე, სასიყვარულო სამკუთხედში მოხვედრილმა პერსონაჟმა შეიძლება არ იცოდეს რომ 50 გვერდის შემდეგ ის ამ თამაშს გამოეთიშება, მაგალითად დაშორდება პარტნიორს, მას ეგონება რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ სინამდვილეში ეს უკვე გადაწყვეტილი იყო. ამიტომ იყო რომ ზემოთაღიშნული დროში მოგზაური ფიზიკოსის (რომელმაც თავისი თავი გადაარჩინა ახალგაზრდობაში), მისი მოხუცი ვერსია წარუშლელად გამოჩნდა წინა გვერდზე. მათი მსოფლიო-ხაზები საბოლოოდ შემოტრიალდა უკან, რათა გადაკვეთილიყო საკუთარ თავთან წინა წერტილში.

მაგრამ შეიძლება ეს მართლაც მოხდეს? შეგიძლიათ იმოგზაუროთ ერთი შეხედვით შორეულ წარსულში ან შორეულ მომავალში? თუ "მაშინ" არაფრით განსხვავდება "იქ"-ისგან, როგორც ჩანს, დროში მოგზაურობის კარი ნამდვილად ღიაა და ეს შესაძლებელია.


შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?



მოგზაურობა მომავალში


სამყაროს შორეულ კუთხეში უზარმაზარი სუპერმასიური შავი ხვრელი აფარებს თავს. მთელი ჩვენი გალაქტიკის ინტენსიური გრავიტაციის მსგავსი სიდიდის მისი გრავიტაცია იზიდავს, ჭიმავს და ანადგურებს სხვადასხვა ვარსკვლავურ სისტემებს. ცხელი აირი და მტვერი ტრიალებს მის ირგვლივ და ამ პროცესში მისი უზარმაზარი მაგნიტური ველი ატრიალებს და სიცარიელეში აფრქვევს ნამსხვრევებს. ნამსხვრევებს შორის არის პაწაწინა ქვეატომური "ტყვიები" - პროტონები - რომლებიც მოძრაობს კოსმოში სინათლის სიჩქარით, იმ ზღვრული სიჩქარით, რაც პრაქტიკულადაა შესაძლებელი. თითოეულ ამ პროტონს აქვს 100 კვინტილიონჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ჩვეულებრივი სინათლის ნაწილაკს, და მილიარდი სინათლის წლის მოგზაურობის შემდეგ ეჯახება დედამიწის ატმოსფეროს 21-მილიონჯერ უფრო დიდი ენერგიით, ვიდრე დიდ ადრონულ კოლაიდერში, ცერნში ნაწარმოებ შეჯახებებს გააჩნიათ. ის იმდენად ენერგიულია, რომ დღემდე ასტრონომები მას იცნობენ, როგოროც "ო, ღმერთო ჩემო"-ს ნაწილაკის სახელით (Oh-My-God particle). ულტრამაღალი ენერგიის კოსმოსური სხივების მაგალითი შეგვახსენებს იმას, რომ დედამიწა "ციურ სასროლ გალერეაში" მდებარეობს - და როდესაც ასეთი სხივები ჩვენს ატმოსფეროს ეცემა კოსმოსიდან, ზემოქმედება იმდენად ძლიერია, რომ ის ატომური ნაწილაკების უხილავ ფეიერვერკად ფეთქდება. პიონები, მუონები და ნეიტრინოები ამოიფქვევიან და კასკადურად ეშვებიან დედამიწის ზედაპირამდე. სინამდვილეში, კოსმოსური გამოსხივება იმდენად დიდია, რომ რაიდაციის წლიურ იმდენად დიდ დოზას გვაძლევენ, რომელიც ექვივალენტურია გულმკერდის რენტგენის სამჯერადი დასხივების. ამგვარად, ერთი იტალიელი ფიზიკოსისთვის კოსმოსური სხივები აკვიატებად იქცა. მისი ინოვაციური ნამუშევარი კოსმოსური სხივებით წარმოქმნილ მუონებზე წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომ დროში მოგზაურობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ჩვეულებრივი მოვლენაა. მას ბრუნო როსი ერქვა. როსი ავტობუსის საჭესთან იჯდა, რომელიც მიემართებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი წერტილისკენ, სადაც ფიჭვნარი ეჯიბრება დათოვლილ მთებს ცას რომ მიაწვდინონ წვერი. საბოლოოდ ის მივიდა დანიშნულების ადგილას, სადამდეც გაიარა ჩიკაგოდან ათასი მილი რომ მიეღწია ეხოს ტბამდე. აღნიშნული ტბა კოლორადოს მთა ევანსის უდაბნოში მდებარეობს, მსოფლიოში ცნობილი კლდოვანი მთების ნაწილია, ზღვის დონიდან თითქმის 2300 მეტრზე. ამ კლდოვან მთებში როსიმ გაზომა კოსმოსური სხივების მიერ წარმოქმნილი მუონები. ზოგადად, მუონები არასტაბილური ნაწილაკებია და ამიტომ სწრაფად იშლებიან - დროს, რომელიც სჭირდება მუონების ჯგუფის ნახევარს ამ ცვლილებებისთვის, ფიზიკოსები უწოდებენ მათი ნახევარგამოყოფის პერიოდს - ეს მუონების შემთხვევაში არის არის წამის 1, 56 მემილიონედი. მაგრამ როსის გაზომვებმა რაღაც საინტერესო გამოავლინა. გაცილებით მეტი მუონი აღწევდა დედამიწის ზედაპირს, ვიდრე უნდა მოეღწია. მიუხედავად იმისა, რომ მუონები მოძრაობენ სინათლის სიჩქარის 98%-ზე მეტით, 15 ნახევარგამოყოფის პერიოდი მაინც უნდა გაიარონ, მანამ, სანამ ექოს ტბის ზედაპირამდე ჩამოაღწევენ. ყოველი თანმიმდევრული ნახევარგამოყოფის პერიოდის შემდეგ მუონების საერთო პოპულაციას აკლდება 50% - ნახევრდება. ამგვარად, ატმოსფეროსთან ზემოთაღნიშნული კოსმოსური სხივების შეჯახების შემდეგ წარმოქმნილი მუონების მთელი პოპულაციის მხოლოდ 0, 1%-მა უნდა ჩამოაღწიოს ექოს ტბის ზედაპირთან მდგარ მეცნიერამდე. მაშინ, როგორ მოახერხა როსიმ დაეფიქსირებინა ამაზე გაცილებით დიდი რაოდენობის მუონი? გასაოცარი პასუხი ისაა, რომ მუონები დროში მოგზაურობენ - ჩვენს მომავალში. აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია ამბობს, რომ თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ყველაფერი, რაც მოძრაობს სივრცე-დროში, როგორც სინათლის სიჩქარის ტოლი ბიუჯეტის მქონე. რაც უფრო მეტს ხარჯავთ ამ ბიუჯეტიდან სივრცეში სწრაფად გადასაადგილებლად, მით უფრო ნაკლებს ხარჯავთ დროს. რამდენადაც მუონები მოძრაობენ სინათლის სიჩქარესთან ძალიან მიახლოებული სიჩქარით, მათთვის გაცილებით ნაკლები დრო გადის, ვიდრე ჩვენთვის - ამ შემთხვევაში მეცნიერ როსისთვის.


მათი (მუონების) გადმოსახედიდან, ნაკლები ნახევარგამოყოფის პერიოდი გავიდა, და ამიტომ უბრალოდ არ იყო საკმარისი დრო მათი 99, 9 პროცენტის დაშლისთვის. ამ ეფექტს ეწოდება "დროის რელატივისტური გაფართოება" . როდესაც მას აფასებთ და ითვალისწინებთ, მერე უკვე მიხვდებით, რომ მუონების ზუსტი რაოდენობა აღწევს მიწას. როსიმ წარმოადგინა პირველი ექსპერიმენტული მტკიცებულება იმისა, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია. მაგრამ ნამდვილად ითვლება ეს დროში მოგზაურობად? პირველი რაც უნდა გააკეთო ესაა - წარმოიდგინე, რომ შენ ხარ მუონი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ატმოსფეროს ზედა ფენიდან ექოს ტბამდე იმოგზაურო, შენ მოგზაურობ ღია კოსმოსში დიდ მანძილებზე იმავე სინათლის სიჩქარის 98%-ის სიჩქარით მათთან შედარებით, ვინც დედამიწაზეა და ბრუნდები 25 წლის შემდეგ, შესაბამისად 25 წლით უფროსი. ასეთ შემთხვევაში შენთვის 25 წელი კი გავიდა სანამ დედამიწაზე არ ყოფილხარ, მაგრამ 125 წელი გავიდა დედამიწაზე. მთელი საუკუნით წინ გადახვედი მომავალში. ასეთი მოგზაურობა ცხადია გააფუჭებს ნორმალურ ოჯახურ ურთიერთობებს თაობებს შორის. როგორც ეს მწვავედ არის შესწავლილი და განხილული კენ ლუის მოთხრობაში "დედაჩემის მოგონებები". ასე რომ დროში მოგზაურობა მომავლისკენ უფრო მეტია, ვიდრე "შესაძლებელი" - ეს 100%-იანი რეალობაა. ჩვენ უბრალოდ უნდა ავაჩქაროთ ადამიანები სინათლის სიჩქარესთან მიახლოებით. უბრალოდ დღევანდელი ტექნოლოგიები ჯერჯერობით შორსაა ამხელა სიჩქარის განვითარებისგან. რაც უფრო სწრაფად გადაადგილდებით კოსმოსში, მით უფრო მეტი ენერგია გაქვთ. აინშტაინის ცნობილი ფორმულა E=MC^2-ს გვეუბნება, რომ ენერგია და მასა ურთიერთშემცვლელნი არიან. ასე რომ, თუ ენერგიას იმატებთ და მოიპოვებთ, ამით მასასაც იმატებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო სწრაფად მოგზაურობთ კოსმოსში, მით უფრო მძიმე ხდებით გარე დამკვირვებლისთვის. ადამიანი, რომელიც მოგზაურობს სინათლის სიჩქარის 99, 9%-ით, იწონის თითქმის ორ ტონას, ანუ დაახლოებით იგივეს, რასაც იწონის მარტორქა. ადამიანის ამ სიჩქარემდე აჩქარება იმხელა ენერგიას მოითხოვს, რამდენსაც დედამიწაზე კაცობრიობა იყენებდა ყოველ სამ თვეში 2023 წელს. გასაგებია, რომ ჩვენი ცივილიზაცია ჯერჯერობით საკმაოდ შორსაა ამის განხორციელებისგან, მაგრამ დღესაც კი ე.წ. "დროის გაფართოება" (Time dilation) იწვევს უცნაურ ოჯახურ შედეგებს. მაგალითად მოვიყვანოთ მარკ და სკოტ კელი, NASA-ს ყოფილი ასტრონავტები, რომლებიც ტყუპები არიან. მარკი ძმაზე 6 წუთით ადრე დაიბადა, თუმცა სკოტმა დაახლოებით ათჯერ მეტი გაატარა კოსმოსში (მან 520 დღე, მარკმა კი 54). იმ დამატებით დღეებში სკოტი უფრო სწრაფად მოძრაობდა სივრცეში, ვიდრე მისი ძმა. აქედან გამომდინარე, ხარჯავდა თავისი ენერგიის ბიუჯეტიდან მეტს სიჩქარეზე და ნაკლებს - დროზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარკისთვის უფრო მეტი დრო გავიდა, ვიდრე სკოტისთვის. მარკი მოევლინა ამ ქვეყანას თავის ტყუპ ძმაზე 6 წუთით ადრე, მაგრამ ახლა ის 6 წუთით და 5 მილიწამით უფროსია თავის ძმაზე. სკოტს რომ მუონივით სწრაფად ემოგზაურა, აქ უკვე საუბარი მილიწამებზე კი არ იქნებოდა, არამედ მათი ასაკობრივი სხვაობა თითქმის 6, 5 წლამდე გაიზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ დღეს და პრაქტიკულად ერთდროულად იყვნენ დაბადებულები.


თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, არსებობს ექსპერიმენტულად დადასტურებული დროის გაფართოების კიდევ ერთი სრულიად ცალკეული ფორმა, დროში მოგზაურობის მეორე გზა მომავალში. წარმოიდგინეთ საათი. ეს საათი მოძრაობს განსხვავებულად, ვიდრე კედლის საათი. ის უბრალოდ ორი ჰორიზონტალურად განლაგებული სარკისგან შედგება. ორ სარკეს შორის მოძრაობს სინათლის სხივი და ყოველ ჯერზე, როცა შუქი სარკეს ეცემა, საათი წიკწიკებს. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ გაქვთ ამ საათის ორი იდენტური ასლი. თქვენ მათ აამუშავებთ და ერთ-ერთ მათგანს ღრმად ჩაუშვებთ გრავიტაციულ ჭაბურღილში, რომელიც ზემოთ იყო ნახსენები (რომელსაც წარმოქმნის მასიური კოსმოსური ობიექტი, მაგალითად მზე დრო-სივრცის კონტინუუმში თავისი დიდი მასის წყალობით). დრო-სივრცე უფრო გამრუდებულია გრავიტაციული ჭაბურღილის შიგნით და შესაბამისად დრო-სივრცეც საათის შიგნით გამრუდდება. სინათლის სხივს სხვა გზა არ ექნება, გარდა ამ გრძელი, მრუდი ბილიკის გავლისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საათი ამ შემთხვევაში უფრო იშვიათად იწიკწიკებს, ვიდრე ის საათი, რომელიც დატოვეთ გრავიტაციული ჭაბურღილის გარეთ. თუ იქიდან ამოიღებთ საათს, ნახავთ, რომ მეტი დრო იქნება გასული იმ საათზე, რომელსაც დიდი შეხება არ ჰქონდა გრავიტაციასთან. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ცოდნა მომავალ დროში მოგზაურობისთვის? წადი და შედი ღრმა გრავიტაციულ ველში, შემდეგ დაბრუნდი დედამიწაზე. დედამიწაზე მეტი დრო იქნება გასული, ვიდრე შენთვის. ასეთი გზით შეგიძლიათ ერთი საუკუნით წინაც კი გადახტეთ, ისევე, როგორც სინათლის სიჩქარესთან ახლოს მოგზაურობით შეგიძლიათ გააკეთოთ. თუმცა ამ გზით, დროში მოგზაურობის მართლაც მნიშვნელოვანი რაოდენობის მისაღწევად ნამდვილად დაგჭირდებათ ძალიან ღრმა გრავიტაცია, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე მზეს შეუძლია წარმოქმნას. ამისთვის კარგი იქნება სუპერმასიური შავი ხვრელი, ოღონდ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მასში არ ჩავარდეთ ძალიან დიდი გრავიტაციის გამო. სწორედ ასეთი სცენარი გათამაშდა ფილმში "ინტერსტელარი", რომელიც შემოთავაზებული იყო ცნობილი ფიზიკოსის კიპ თორნის მიერ. მაგრამ დედამიწა ასევე ქმნის საკუთარ გრავიტაციას დრო-სივრცეში. როდესაც როსი თავისი ავტობუსით ავიდა ევანსის მთაზე მიხვეულ-მოხვეული გზით, ის ამ დედამიწის გრავიაციული ჭისგან უფრო და უფრო შორს გადაადგილდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის გავიდა რეგიონიდან, სადაც სივრცე-დრო იყო უფრო გამრუდებული და გავიდა იმ არეალში, სადაც სივრცე-დრო ნაკლებად იყო გამრუდებული. მისთვის დრო უფრო სწრაფად გადიოდა მთაზე, ვიდრე მთის ძირში. მაგრამ განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ამას ადამიანი ვერასოდეს შეამჩნევს. მაგრამ ამას ატომური საათები, უზუსტესი საათები ამჩნევს. ისინი იმდენად ზუსტია, რომ მათი ცდომილება წელიწადში მხოლოდ წამის მეთხუთმეტმილიონედია. თუ უზუსტესად სინქრონიზებულ ატომურ საათს მოათავსებთ ერთსა და იმავე თაროზე, და შემდეგ მათ მოათავსებთ სხვადასხვა სიმაღლის თაროებზე, ისინი (მათთვის) შესამჩნევად აცდებიან ერთმანეთს დროში. 2022 წელს ფიზიკოსებმა გაზომეს ეს გრავიტაციული დროის გაფართოება ულტრა ზუსტი ატომური საათების გამოყენებით, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ მილიმეტრით იყო დაშორებული.

სავარაუდოდ, დროის გაფართოებასთან თავადაც გქონიათ შეხება, ამის გაცნობიერების გარეშე. GPS ბევრი ჩვენგანისთვის თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენს ტელეფონებსა და მანქანებს შეუძლიათ თქვან, სად არიან ისინი დედამიწაზე, ჩვენი პლანეტის ირგვლივ მოძრავი თანამგზავრების არმადას წყალობით. სატელიტები აგზავნიან დროში მონიშნულ სიგნალებს და რაც უფრო სწრაფად მიიღებთ, მით უფრო ახლოს უნდა იყოთ ამ თანამგზავრთან. ამის მისაღწევად, თანამგზავრები ატარებენ ატომურ საათებს, რომლებიც ექვემდებარება დროის გაფართოების ორივე ფორმას. ისინი ჩვენზე სწრაფად მოძრაობენ დრო-სივრცეში, და იმყოფებიან დედამიწის მიზიდულობის მიერ შექმნილი გრავიტაციული ჭაბურღილიდან მეტად მოშორებით. საათებზე დრო ხელოვნურად უნდა შეიცვალოს, რათა გათვალისწინებული იქნას ის ფაქტი, რომ ისინი დროში ჩვენგან განსხვავებული ტემპით მოგზაურობენ. ეს ექსპერიმენტები ფიზიკოსებში ეჭვს აღარ ტოვებს იმის შესახებ, რომ დროში მოგზაურობა მომავალში ნამდვილად შესაძლებელია. დადასტურებული მეცნიერული ფაქტია. მაგრამ რაც შეეხება სხვა მიმართულებით წასვლას? შესაძლებელია თუ არა დროის მდინარის დინების საწინააღმდეგოდ სვლა და წარსულის მონახულება?


შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?




მოგზაურობა წარსულში


2011 წელს, როცა ბარაკ ობამა პრეზიდენტი იყო, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ახალდაქორწინებულები იყვნენ და NASA-ს საკულტო კოსმოსური შატლი ბოლოჯერ დაეშვა, სექტემბერში ფიზიკოსებმა გააკეთეს შოკისმომგვრელი განცხადება, რომელმაც შეძრა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება. როგორც ჩანდა, მათ დააფიქსირეს ნაწილაკები, რომელსაც ნეიტრინო ეწოდება და რომლებიც სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობდნენ. თუ ეს სიმართლე აღმოჩნდებოდა, ის დაამსხვრევდა ფიზიკის ერთ-ერთ უწმინდეს დოქტრინას, და გაუხნიდა კარს წარსულ დროში მოგზაურობას. თამამი პრეტენზია მომდინარეობდა OPERA-ს ექსპერიმენტიდან, რომელიც ღრმად იყო ჩაფლული იტალიაში მდებარე გრან სასოს მთის ქვეშ. შექმნილი იყო შვეიცარიაში, ჟენევის მახლობლად არსებული CERN-იდან დედამიწაზე 730 კილომეტრის მანძილზე გასროლილი ნეიტრინოების აღმოსაჩენად. ამ მანძილის გავლას სინათლით სიჩქარით მოძრაობისას დასჭირდება 2, 4 მილიწამი. თუმცა, ზოგიერთი ნეიტრინო აღმოჩნდა, რომ მოძრაობდა ამაზე სწრაფად და ამ მანძილს გადიოდა 60 ნანოწამზე ნაკლებ დროში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მოძრაობდნენ სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად. აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია ამბობს, რომ სინათლის სიჩქარე ამ სამყაროში არის გადაულახავი ბარიერი. რაც უფრო სწრაფად მოძრაობთ, მით უფრო მძიმდებით, და რაც უფრო მძიმდებით, მით უფრო მეტი ენერგიაა საჭირო თქვენი სიჩქარის კიდევ უფრო გაზრდისთვის. საბოლოოდ, დგება მომენტი, როცა ამას უსასრულოდ დიდი ენერგია ესაჭიროება, ასე რომ ეს შეუძლებელი ხდება. და ეს შეუძლებლობის წერტილი არის სინათლის სიჩქარე. მიუხედავად იმისა, რომ სინათლის ნაწილაკს, რომელსაც მასა არ გააჩნია, შეუძლია ამ სიჩქარით გადაადგილება, ნებისმიერი რამ, რასაც აქვს მასა, ვერ მიაღწევს ამავე სიჩქარეს ანუ სინათლის სიჩქარეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გადაჭარბებაზე. ასე რომ, ზემოთაღნიშნული ექსპერიმენტის შედეგებიდან 1 წლის გასვლის შემდგეგ, მისი საიდუმლოც ამოიხსნა და აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტული მოწყობილობა გაუმართავი იყო - ნეიტრინოები არ იყვნენ სუპერლუმინალური. თავდაპირველმა დასკვნამ იმიტომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, რომ სინათლეზე უფრო სწრაფად მოგზაურობა მოგვცემდა საშუალებას, დროში უკან გვემოგზაურა. და ისტორია თუ რატომაა ასე, იწყება ახალგაზრდა ჰოლანდიელი მეცნიერით - იაჯობ ფონ შტოკუმით. 1937 წელს ფონ შტოკუმმა გამოაქვეყნა ნაშრომი ერთი შეხედვით მოსაწყენი სათაურით - "სიმეტრიის ღერძის გარშემო მბრუნავი ნაწილაკების განაწილების გრავიტაციული ველი". მიუხედავად ასეთი სათაურისა, ის შინაარსობრივად რევოლუციური ხასიათის იყო - ვინაიდან მან აჩვენა, რომ აინშტაინის განტოლებები საშუალებას იძლევა სივრცეში წარმოიქმნას დახურული დროის მსგავსი მრუდები. ჩვენი მსოფლიო-ხაზები (worldlines) ჩვეულებრივ, გადაჭიმულია წარსულიდან მომავლისკენ, მაგრამ დახურული დროის მსგავსი მრუდი არის მსოფლიო-ხაზი, რომელიც ორმაგდება, ჩაბრუნდება თავის თავში და ხურავს როდესაც ის კვეთს ხაზს წინა წერტილში. ასე რომ პენსიონერს, რომელიც მიჰყვება ასეთ მსოფლიო-ხაზს, შეუძლია გადახედოს თავისი დაბადების მომენტს, ან თუნდაც გადაარჩინოს თავისი მოზარდი თავი ავტოსაგზაო შემთხვევისგან. ფონ სკოტუმმა აჩვენა, რომ როგორც მინიმუმ ქაღალდზე მაინც, ფარდობითობის ზოგად თეორიაში არაფერი კრძალავს და არაფერი უშლის ხელს დროში უკან, წარსულში მოგზაურობას. აქ პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასეთ მოგზაურობას დასჭირდება თქვენი მომავალი მსოფლიო-ხაზის მოღუნვა და შეერთება დახურულ დროის მსგავს მრუდში, რაც მოითხოვს სინათლეზე უფრო სწრაფად მოგზაურობის შესაძლებლობას. ანუ საჭიროა იმოგზაუროთ იმის გარეთ, რასაც თქვენი სინათლის კონუსი ეწოდება.


თუ თქვენი მსოფლიო-ხაზი არის უნიკალური გზა, რომელსაც გადიხართ "ბლოკის სამყაროში", მაშინ თქვენი სინათლის კონუსი წარმოადგენს ყველა იმ გზას, რომლის გავლა მაინც, როგორც მინიმუმ შესაძლებელი იქნებოდა თქვენთვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სტაციონარული ანუ უძრავი ხართ სივრცეში - ამ შემთხვევაში თქვენი მსოფლიო-ხაზი მიიწევს წინ სწორი ხაზით მხოლოდ დროში (და არა სივრცეში, ვინაიდან სივრცეში უძრავი ხართ). რა ვარიანტები გაქვთ, სად შეიძლება წახვიდეთ მომავალში? თუ ვივარაუდებთ, რომ ჩვენ ვიცავთ ფარდობითობის სპეციალურ თეორიას, მაშინ შემოიფარგლებით იმით, რომ ვერაფერი მოძრაობს სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად, რაც არის დაახლოებით 300, 000 კილომეტრი წამში. ერთი წამის შემდეგ თქვენ ვერ იქნებით 300 ათას კილომეტრზე მეტი დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც ამჟამად იმყოფებით. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ 600 ათას კილომეტრზე გადაადგილდეთ 2 წამში და 900 ათას კილომეტრამდე - 3 წამში. რაც უფრო წინ მიდიხართ დროში, მით უფრო დიდი ხდება სივრცე-დროის ის რეგიონი, რომელშიც თქვენი მომავალი მსოფლიო-ხაზის გავრცელება იქნება ნებადართული. ამიტომაც ეძახიან მას სინათლის კონუსს - კონუსის კიდეები წარმოადგენს უშორეს მანძილს თუ სადამდე შეიძლება გრძელდებოდეს სინათლის სხივი თავისი საწყისი ნებისმიერი წერტილიდან დრო-სივრცეში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ იმოგზაუროთ სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად, მაშინ თქვენ ხაფანგში ხართ იმავე სინათლის კონუსში. ასე რომ, იმისთვის, რომ თქვენი მომავალი მსოფლიო-ხაზი შემოიფარგლოს ისე, რომ ის საკუთარ თავთან გადაიკვეთოს ადრინდელ ეტაპზე, თქვენ უნდა დატოვოთ თქვენი სინათლის კონუსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დროში მოგზაურობა წარსულში შეუძლებელი ჩანს, თუ თქვენ ვერ შეძლებთ სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობას.


მაგრამ არსებობს ამის გაკეთების კიდევ ერთი გზა - თუ თქვენ გამუდმებით გადახრით თქვენი სინათლის კონუსს ისე, რომ თქვენი დახურული დროის მსგავსი მრუდი გუშინდელის მიმართ ყოველთვის მასში იქნება. ამისთვის დაგჭირდებათ წარმოუდგენლად მაღალი დონის გამრუდება. 1974 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა ფრენკ ტაიპლერმა სწორედ ეს სიტუაცია გამოიკვლია - კონკრეტულად რა მოუვიდოდა ცილინდრს, რომელიც შეიცავს მზის მასაზე ათჯერ მეტ მასას და ბრუნავს თავისი ღერძის გასწვრივ. მან აჩვენა, რომ ამ ცილინდრის ირგვლივ ზუსტი სპირალური ტრაექტორიის გატარება თქვენს ლოკალურ სივრცე-დროს ისე გაამრუდებს, რომ თქვენი სინათლის კონუსი თანდათან უკან დაიხრება. იმის გამო, რომ თქვენი მსოფლიო-ხაზი უნდა იყოს სადღაც კონუსში, თქვენ გადაყვანილნი იქნებით აწმყოდან წარსულში.


ტაიპლერის ცილინდრი


ტაიპლერის ცილინდრში მოგზაურობა და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნება გარეშე თვალისთვის გამოჩნდება ისე, რომ უკან დაბუნდებით მანამ, სანამ შიგნით შეხვალთ. თუმცა რთული მათემატიკის დასაძლევად ტაიპლერმა იფიქრა, რომ ეს ცილინდრი უსასრულოდ გრძელი უნდა ყოფილიყო. მან ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მოკლე ცილინდრი ნამდვილად შეასრულებდა ამ ამოცანას. ცილინდრს ასევე მოუწევს მილიარდობით ბრუნვის განხორციელება წუთში, რათა შეძლოს საკმარისად გაამრუდოს დრო-სივრცე. პრაქტიკულად გამოყენებადი დროის მანქანისთვის ეს მახასიათებლები არასახარბიელოა. შემდეგ, 1990-იან წლებში სტივენ ჰოკინგმა სირთულის კიდევ ერთი ფენა დაამატა ამ ისედაც რთულ კონსტრუქციას. ის ამტკიცებდა, რომ ტაიპლერის ცილინდრის მიღებისთვის, რომელიც დროის მანქანად პრაქტიკული გამოყენებისთვის არ იქნება ძალიან გრძელი (და მით უმეტეს უსასრულოდ გრძელი), საჭირო იქნება უარყოფითი ენერგია. და სწორად აქ შემოდის თამაშში კვანტური მექანიკა - თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი საყრდენი აინშტაინის ფარდობითობის თეორიასთან ერთად, რომელიც ეხება სუბატომურ სამყაროს. კვანტური ფიზიკის თანახმად, ცარიელი სივრცეც კი სინამდვილეში არ არის ცარიელი. ეგრეთ წოდებული ვირტუალური ნაწილაკები მუდმივად შემოდის არსებობაში და კვლავ გადის არსებობიდან (მუდმივად ჩნდება და ქრება). ენერგიის სესხება ხდება ვაკუუმიდან, რომ წარმოიქმნას ისინი, რაც ადგილობრივ ენერგიას ნულს ქვემოთ აყენებს ისევე, როგორც თქვენი საბანკო ბალანსი ეცემა ნეგატიურამდე, როდესაც გადადიხართ დავალიანებაში და სესხულობთ ფულს ბანკისგან. თუმცა ბანკის მსგავსად, სამყაროსაც სურს თავისი ენერგიის დაბრუნება. ასე რომ, ნეგატიური ენერგია არსებობს, მაგრამ შემოიფარგლება სივრცის პაწაწინა რეგიონებით მოკლე დროში. შედეგად, დახურული დროის მსგავსი მრუდები შეიძლება არსებობდეს სუბ-ატომურ სფეროში, მაგრამ საკმარისად დიდი დროის მარყუჟის შექმნა, რომელიც გამოყენებადი იქნება ადამიანის წარსულში მოგზაურობისთვის, სრულიად სხვა საქმეა.


თუმცა შეიძლება არსებობდეს სხვა გზა ამავე მიზნის მისაღწევად. სინათლის სიჩქარის, როგორც კოსმოსური ლიმიტის "წმინდა წესის" მოტყუების გზა - ე.წ. "ჭიის ხვრელი". 1985 წელს ცნობილმა ასტრონომმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა კარლ სეიგანმა გამოაქვეყნა რომანი სახელწოდებით "კონტაქტი". ამ რომანში განვითარებულია სიუჟეტი, სადაც მოწინავე უცხოპლანეტური ცივილიზაცია აღწევს კაცობრიობამდე და მათ გააჩნიათ ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია თითო ადამიანი წაიყვანოს კოსმოსში უდიდეს მანძილზე - ვარსკვლავ ვეგამდე. იმის გათვალისწინებით, რომ სინათლეზე სწრაფად ვერაფერი იმოძრავებს, ამ 25 სინათლის წლის მანძილზე მოგზაურობას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. ასე რომ სეიგანს უნდოდა ეპოვა გზა, მისი რომანის გმირი იქ ბევრად უფრო სწრაფად გადაეყვანა როგორმე. სეიგანმა რჩევისთვის თავის მეგობარს, კიპ თორნს დაურეკა.


ჭიის ხვრელი


სეიგანმა ღამით ხელნაწერი გადასცა თორნს, რომელიც გაეცნო მას მეორე დღეს. რამდენიმე სწრაფი გამოთვლა დასჭირდა და თორნს უკვე ჰქონდა პასუხი. ის, რისი დამატებაც სეიგანს სჭირდებოდა თავის ისტორიაში, იყო ჭიის ხვრელი. წარმოიდგინეთ სივრცე-დრო, როგორც ფურცელი, რომლის ერთ ბოლოშიც დახატულია დედამიწა, ხოლო მეორე ბოლოში - ვეგა. ახლა ამ ორ ნახატს შორის არსებული ქაღალდის სივრცის გავლის ნაცვლად (როგორც კოსმოსური სივრცეა დედამიწასა და ვეგას შორის), გადავკეცოთ ქაღალდი შუაში - ჩვენ ხომ ვიცით, რომ სივრცე-დრო შეიძლება მოიხაროს... დედამიწა და ვეგა ამ შემთხვევაში უკვე ერთმანეთის პირისპირ, ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდებიან. ერთადერთი, რაც ამ დროს საჭირო იქნება, ეს არის ხვრელის გაკეთება მათ შორის, და ამ ხვრელში გავლით შეძლებთ მიხვიდეთ ერთი ადგილიდან მეორეში უმოკლეს დროში. გარედან დამკვირვებელს მოეჩვენება, თითქოს იქ თქვენ მიხვედით სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად აჩქარების შედეგად, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილად არ დაგირღვევიათ ეს "წმინდა ბარიერი". აქედან გამომდინარეობს, რომ ჭიის ხვრელს შეუძლია გადაგაგზავნოთ არა მხოლოდ სივრცის სხვადასხვა ნაწილში, არამედ მას შეუძლია გამოგზაუროთ დროში უკან, წარსულში.


დავუშვათ, ჭიის ხვრელი ვეგასთვის უკვე შექმნილია. პირველ რიგში, თქვენ უნდა მიამაგროთ ჭიის ხვრელის დედამიწისკენა პირი რაკეტაზე და გადაათრიოთ ის მარყუჟით სამყაროში სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული აჩქარებით. რადგანაც ჭიის ხვრელი ხარჯავს თავისი სივრცე-დროის ბიუჯეტის მეტ ნაწილს სიჩქარეზე, მისი პერსპექტივიდან ნაკლები დრო გავა. ასე რომ თუ დედამიწაზე დაბრუნებისთანავე ჭიის ხვრელში გადახტები, წარსულის მეორე ბოლოში აღმოჩნდები. თუმცა მთავარია ის, რომ თქვენ ასევე აღმოჩნდებით ვეგას ვარსკვლავურ სისტემაში - ასე რომ, ეს არის დროში მოგზაურობაც, არა მხოლოდ სივრცეში. მაგრამ ამ შემთხვევაში, არა დედამიწის წარსულ ისტორიაში დაბრუნება, არამედ ვეგას ისტორიაში. თუმცა, თუ ეს არ გინდათ, ამის გამოსწორების გზაც არსებობს - დააყენეთ ჭიის ხვრელი სწორად, და დროთა სხვაობა მის პირებს შორის იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ის დრო, რაც დაგჭირდებოდათ დედამიწაზე დასაბრუნებლად, ჩვეულებრივი მარშრუტით რომ გემოგზაურათ. თქვენ ჩამოხვალთ დედამიწაზე მანამ, სანამ ჭიის ხვრელში შეხვალთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია თეორია. პრაქტიკაში ეს ცოტა უფრო რთულდება. თორნი მიხვდა, რომ ჭიის ხვრელში მოძრავი ნებისმიერი ნივთის გრავიტაციული ძალა იმოქმედებს მის დახურვაზე. დაგჭირდებათ რაღაც, რაც დაგეხმარებათ გახსნაში და გახსნილის მდგომარეობის შენარჩუნებაში. ეს შეიძლება ისევ იყოს უარყოფითი ენერგია. მაგრამ ფიზიკოსებმა ასევე გამოიკვლიეს ყველაფრის გამოყენების შესაძლებლობა - კვანტური ჩახლართულობიდან მაგნიტურ ველებამდე. 1985 წელს ჯ. რიჩარდ გოტმა და უილიამ ჰისკოკმა ამოხსნას აინშტაინის განტოლებები კოსმოსური სიმებისთვის. 6 წლის შემდეგ, გოტი მიხვდა, რომ მათი გამოყენება დროის მანქანადაც შეიძლებოდა. ისევე, როგორც ტაიპლერის ცილინდრის სპირალურად ტრიალით, აირჩიეთ სწორი გზა კოსმოსური სიმების გასწვრივ და ამით შეიძლება გამოიწვიოთ თქვენი სინათლის კონუსის უკან გადახრა. კვანტური ჩახლართულობაც განიხილება ალტერნატიულ ვარიანტად. ფიზიკოსებმა იციან როგორ დააკავშირონ ორი ნაწილაკი ერთმანეთს ისე, რომ ერთის შეცვლა მყისიერად ცვლის მეორესაც. მაშინაც კი, თუ ამ ორ ნაწილაკს ერთმანეთისგან დააშორებთ წარმოუდგენლად დიდი კოსმოსური მანძილებით. თითქოს თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციამ ნაწილაკებს შორის გაიარა სინათლის სიჩქარეზე ბევრად უფრო სწრაფად. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი იყო ამ მეთოდის გამოყენებით მონაცემების გადაცემა. ასე რომ, როგორც ჩანს, არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგვეძლება დროში უკან გადაადგილება, სინათლის სიჩქარის ბარიერის გარღვევის გარეშე. ეს შეგვეძლება დიდი ალბათობით საკმაოდ შორეულ მომავალში, როდესაც ცივილიზაცია ბევრად უფრო განვითარდება, ვიდრე ახლაა. მაგრამ თუ ეს მართლაც ოდესმე პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, რა შეიძლება გავაკეთოთ პარადოქსებთან დაკავშირებით? რა მოვუხერხოთ პარადოქსების პრობლემას? კვანტურმა თეორიამ შესაძლოა აქაც შემოგვთავაზოს გამოსავალი.


შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?




დროის ნაკადები


წარმოიდგინე, ხელბორკილები მაჯებს უფრო და უფრო გტკენს და სახეზე ოფლი ჩამოგდის. შენ წინ მდგარ მაგიდას ნერვიულად უყურებ იმიტომ, რომ ამ მაგიდაზე მომაკვდინებელი აირით სავსე მინის ფლაკონი დევს. მის გვერდით კი რობოტულ მკლავს ჩაქუჩი უჭირავს - ეს რობოტული მკლავი დაკავშირებულია მანქანასთან, რომელიც მუდმივად ზომავს სუბატომურ ნაწილაკებს. ეს ნაწილაკები შეიძლება იყოს ორიდან ერთ მდგომარეობაში - A-ში ან B-ში - და თითოეული შედეგის გაზომვის შანსი არის 50/50-ზე. ეს არის ფაქტობრივად მონეტის აგდების მსგავსი. თუ გაზომვის შედეგი არის A - მაშინ არაფერი მოხდება. მაგრამ თუ გაზომვის შედეგი იქნება B - მაშინ რობოტული ხელი გაეშვება ჩაქუჩს, ის მაგიდაზე დადებულ მინის ფლაკონზე დავარდება, ფლაკონი დაიმსხვრევა, მომაკვდინებელი აირი ოთახში დატრიალდება და შენ დაიღუპები. მანქანამ ასი გაზომვა უნდა გააკეთოს თანმიმდევრულად. თუ ასივე A-ზე დაჯდა, და ამდენად იღბლიანი აღმოჩნდი, მაშინ მეორე ოთახში მჯდომი მაყურებელი, რომელმაც დაგატყვევა, გაგათავისუფლებს და წასვლის საშუალებას მოგცემს. ასეთ დროს თქვენი გადარჩენის შანსი არის მილიონჯერ ტრილიონჯერ ტრილიონში ერთი. ამას იაზრებთ და საკუთარი გულისცემის სიხშირე და სიმძლავრე შეგიძლიათ იგრძნოთ მკერდში, როდესაც მანქანა თავის პირველ გაზომვას აკეთებს - და შედეგი არის A. ამჯერად გადარჩით, სულ ოდნავი შვება იგრძენით, სულ ოდნავ მოდუნდით, მაგრამ უცებ მანქანა შემდეგ გაზომვას იწყებს და კვლავ იძაბებით. რამდენიმე წამის შემდეგ - ისევ A. ზედიზედ მე-10 A-ს შემდეგ გულში იმედის ნაპერწკალი გესახებათ - ნუთუ მართლა შესაძლებელია, რომ ამ ჯოჯოხეთურ ექსპერიმენტს გადაურჩეთ? ზედიზედ 99 A-ს შემდეგ, თავბრუსხვევა გაქვთ და გულის წასვლამდე ხართ მისული. ეს ყველაფერი ერთ საბოლოო, მე-100 გაზომვამდე მიდის. მანქანა აწკაპუნებს პასუხს და არის - A. შენი გამტაცებლები საკუთარი სიტყვის ერთგული ხალხი აღმოჩნდა და ხელბორკილებს გხსნიან. თავისუფლად შეგიძლია წახვიდე. მიუხედავად იმისა, რომ შენ ჯერ ეს არ იცი, შენი უკიდურესად მცირედ სავარაუდო გადარჩენა ერთი შეხედვით შეუძლებელი შანსების წინააღმდეგ, მხოლოდ კვანტური თეორიის მრავალი მსოფლიოს ინტერპრეტაციის (მულტისამყაროს ერთ-ერთი თეორიის) შესაძლო მტკიცებულება შეიძლება იყოს, რომელსაც პოტენციურად მნიშვნელოვანი შედეგები აქვს დროში მოგზაურობის პარადოქსების გადასაჭრელად.


ეს არის ცნობილი "შროდინგერის კატის" სააზროვნო ექსპერიმენტის ვერსია, ოღონდ ამჯერად ადამიანის შესახებ. წარმოსახვითი ექსპერიმენტის თავდაპირველი მსხვერპლი იყო კატა, რომელიც იჯდა ყუთში, სადაც მასთან ერთად მოთავსებული იყო ზემოთაღწერილი მომწამვლელი აირის ფლაკონი და ჩაქუჩი. კვანტური ფიზიკა ამბობს, რომ A ან B მდგომარეობაში ყოფნის ნაცვლად, ნაწილაკი თავდაპირველად არის ერთდროულად ორივე - A და B მდგომარეობაში, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ მდგომარეობათა სუპერპოზიციას. ამას გარდა, ეს ნიშნავს, რომ ფლაკონი ერთდროულად არის მთელიც (გაუტეხავიც) და გატეხილიც. და რომ კატა (და თქვენც - ზემოთ მოყვანილ ექსპერიმენტში) - ერთდროულად ცოცხალიც იყავით და მკვდარიც - მომდევნო გაზომვის მომენტამდე.


არსებობს თუ არა რაიმე რეალურად გაზომვადი, რაც აიძულებს სამყაროს საბოლოოდ აირჩიოს ერთი გზა ან სხვა გზა? კვანტური თეორიის მრავალი მსოფლიოს (თუ მრავალი სამყაროს) ინტერპრეტაციის მიხედვით, ამაზე პასუხია - არა. როგორც ფიზიკოსმა ჰიუ ევერეტ III უმცროსმა განაცხადა, ყოველ ჯერზე, როცა კვანტურ სამყაროში ხდება რაიმე მოვლენა, რომელსაც აქვს (უფრო სწორად, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს) ერთზე მეტი შედეგი, ყველა შედეგი ხდება. ამ დროს სამყარო (ჩვენი რეალობა) იშლება (განიშლება, განიტოტება) თავის ორ ან მეტ ეგზემპლარად - შედეგი A ხდება ერთში, ხოლო შედეგი B - მეორეში. და ასე შემდეგ. რეალობა გამუდმებით იტოტება, განიშლება, რათა შექმნას შესაძლებლობათა ხე. დროის დიდი მდინარე ორ ან მეტ განტოტებად იშლება და შემდეგ უსასრულოდ მრავალ ცალკეულ ნაკადად. არის ისეთი რეალობები (სამყაროები, მსოფლიოები თუ რეალობის ვარიანტები), რომლებშიც არასოდეს დაბადებულხარ. და ზოგი ისეთიც, სადაც დედამიწის პრეზიდენტი ხარ. თუ ეს სიმართლეა, მომწამვლელი აირის ფლაკონისა და ჩაქუჩის მოწყობილობით 100 გაზომვა შექმნიდა რეალობის 100 განსხვავებულ განშტოებას. თქვენ დაიღუპეთ 99 მათგანში და გადარჩით ერთში. როგორც საკუთარი თავის ერთადერთი შემორჩენილი ასლი, თქვენ გაოცებული იქნებით საკუთარი იღბლიანობით, თუმცა რეალობის სხვა ფილიალებში თქვენი 99 ეგზემპლარი მოიცავს ისეთებს, ვინც გარდაიცვალა პირველივე გაზომვის შემდეგ. ასევე ისეთს, ვინც გაიარა წარმატებით მთელი პროცესი, მივიდა მე-100 გაზომვამდე და მხოლოდ ამ ბოლო ცდაზე გარდაიცვალა. ეს ცნობილია, როგორც კვანტური უკვდავების ექსპერიმენტი. ყოველთვის იარსებებს თქვენი ისეთი ვერსია, რომელიც "უარს იტყვის" სიკვდილზე ჯიუტად, რამდენჯერაც არ უნდა გაზომოს მანქანამ. ეს ჰგავს რუსული რულეტის თამაშს, რომელსაც ვერასოდეს წააგებ. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკოსებმა არ იციან სწორია თუ არა კვანტური ფიზიკის ეს ინტერპრეტაცია, მრავალ-მსოფლიოს თეორია (Many worlds theory) სინამდვილეში გვეხმარება მრავალი პარადოქსის გადაჭრაში, რომელიც ხშირად დაკავშირებულია დროში მოგზაურობასთან წარსულში.


ავიღოთ ყველაზე ცნობილი პარადოქსი - "ბაბუის პარადოქსი". ამ პარადოქსში მოვლენები ამგვარად ვითარდება: შენ იყენებ დროის მანქანას იმისთვის, რომ დაბრუნდე წარსულ დროში და მოკლა საკუთარი ბაბუა მისი ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ის ვერასოდეს მიაღწევს სრულწლოვანებას, შესაბამისად არასოდეს შეხვდება შენს ბებიას. აქედან გამომდინარე, დედაშენიც ვეღარ დაიბადება. თუ დედაშენი არასოდეს დაბადებულა, მაშინ არც შენ არსებობ. და მაშინ როგორ დაბრუნდი დროში უკან, რომ ბავშვობაშივე მოგეკლა ბაბუაშენი?

მეცნიერებმა, ფილოსოფოსებმა და მწერლებმა მრავალი სხვადასხვა გზა მოიგონეს ამ საკითხისთვის გვერდის ასავლელად. სტივენ ჰოკინგმა წამოაყენა იდეა, რასაც მან უწოდა "ქრონოლოგიის დაცვის ვარაუდი". მასში ნათქვამია, რომ დროში უკან (წარსულში) მოგზაურობა შესაძლოა, რომ იყოს უბრალოდ შეუძლებელი (მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მეცნიერება ვერაფერს პოულობს ისეთ კანონს, რაც ამას შეუძლებელს გახდის). მისი ვარაუდით სამყარო შესაძლოა მოქმედებდეს ისე, რომ წაგართვას დროში დაბრუნების ნებისმიერი შესაძლებლობა. თითქოს მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპი უბრალოდ წმინდაა და მკაცრად დაცულია ჩვენს სამყაროში.

არსებობს სხვა საინტერესო აზრიც, რომელიც ეკუთვნის იგორ ნოვიკოვს - მან წამოაყენა ვარაუდი, რომელსაც "თვითშეთანხმების პრინციპი" უწოდა - ეს იდეა შემდეგნაირად ჟღერს - დროში უკან, წარსულში დაბრუნება შესაძლებელია, და მომავალში პრაქტიკულადაც შეიძლება ადამიანები დაბრუნდნენ დროში უკან, მაგრამ წარსულში მომხდარს ვეღარავინ შეცვლის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ხელახლა გადახედავთ "ბლოკი სამყაროს წიგნის" უფრო ადრეულ გვერდებს, თქვენ არ შეგეძლებათ გადაწეროთ იქ უკვე დაწერილი ტექსტი. მაგალითად თუ ეცდებით საკუთარი თავის მოკვლას თქვენს ბავშვობაში (თუ ეცდებით თქვენი უმცროსი თავის მოკვლას), მხოლოდ წარუმატებლობას მიაღწევთ - ამის მიზეზები კი მრავალნაირი შეიძლება იყოს: შეიძლება იარაღი ჩაგეკეტოთ, როცა სროლას დააპირებთ ვინმემ ხელი აგიკრათ იარაღზე, მას წინ გადაეღობონ და სხვას მოხვდეს ტყვია, ან ისეთ ადგილას მოხვდეს თქვენი ბავშვობის ვერსიას ტყვია, რომ არ მოკლას და ასე შემდეგ. ნოვიკოვის აზრით, შესაძლოა ეს თვითმარეგულირებელი პრინციპი ისეთი იყოს, რომ რაც არ უნდა სცადოთ ვერასოდეს მიაღწევთ თქვენთვის სასურველ შედეგს - რომ ამდენად ფუნდამენტურად შეცვალოთ წარსული.


4 სხვადასხვა შესაძლო მეთოდი დროში სამოგზაუროდ


მაგრამ ეს რა თქმა უნდა, აჩენს სხვა პრობლემებს: არის თუ არა თქვენს მომავალში (და ყველას მომავალში, ზოგადად ამ სამყაროს მომავალში) მოვლენები წინასწარ განსაზღვრული და რეალურად არსებობს თუ არა თავისუფალი ნება? არც ნოვიკოვის თვითშეთანხმებულობის პრინციპი იმუშავებს ყველა შემთხვევაში, როგორც ბარაკ შოშანი, ჯარედ ვოგანი და ჯეიკობ ჰაუზერი აჩვენებენ ნაშრომების სერიაში, რომელიც გამოქვეყნდა 2020-2022 წლებში.


წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ნამდვილად, პრაქტიკულად მომუშავე დროის მანქანა. და ასევე გაქვთ ბურთების ნაკრები, რომლებიც მხოლოდ ორი ფერისაა - ან შავია ან თეთრი. მაგრამ ამ ბურთებს გააჩნია ერთი საინტერესო მახასიათებელი - როცა რომელიმე ბურთი მეორე ბურთს ეჯახება, ეს დატაკება ორივე მათგანზე ახდენს ისეთ გავლენას რომ აუცილებლად ორივე მათგანს ეცვლება ფერი - რომელი ბურთიც შავი იყო, ხდება თეთრი, ხოლო რომელიც თეთრი იყო - ხდება შავი. თუ ორი თეთრი შეეჯახა ერთმანეთს, ორივე შავდება, თუ ორი შავი შეეჯახა ერთმანეთს - ორივე თეთრდება. თუ თეთრი და შავი ბურთები შეეჯახა ერთმანეთს - მაშინ ცვლიან ფერებს შესაბამისად.


ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შავი ბურთი მოგზაურობს დროის მანქანაში და ამ მოგზაურობისას, როდესაც გადავა წარსულში, შეეჯახება თავისივე თავს წარსულში (ანუ თავისნაირად შავ ბურთს). ეს დაჯახება ორივე მათგანს გადააქცევს თეთრ ბურთად (იმ წესის თანახმად რაც ზემოთაც აღვნიშნეთ - თითოეული შეჯახება ისე მოქმედებს თითოეულ ბურთზე, რომ ფერს უცვლის). ამგვარი შეჯახება გავლენას ახდენს ბურთზე, რომელიც უკვე განვლილ დროშია - და აღნიშნული შეჯახების ძალა საბოლოოდ აგზავნის მას დროის მანქანაში მეორედ. ამ სცენარში, ზუსტად ერთი და იგივე ბურთი გამოდის ზუსტად ერთი და იგივე დროის მანქანიდან წარსულის ზუსტად ერთსა და იმავე მომენტში და შედეგად, როგორც ჩანს, ამის შემდეგ არიან მაინც ორი განსხვავებული ფერის - ერთი თეთრია და მეორე შავი. ამ თავისებური პარადოქსის ახსნა შეუძლებელია ნოვიკოვის თვითშეთანხმებულობის პრინციპის გამოყენებით. მაგრამ შოშანის, ვოგანისა და ჰაუზერის აზრით, ეს შეიძლება აიხსნას პარალელური დროის ნაკადების არსებობით. ეს არის ისევ და ისევ კვანტური მექანიკის მრავალი მსოფლიო - კვანტური მულტიმსოფლიო (The many worlds of quantum mechanics). ისინი ამტკიცებენ, რომ დროში მოგზაურობა წარსულში, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოხვალთ სხვა ნაკადში (სხვა დროის ნაკადში, პარალელური დროის ნაკადში), იმისგან განსხვავებულში, რომელიც დატოვეთ. ასე რომ, შავი ბურთი დაიწყებდა მოქმედებას დროის ნაკადში A, მაგრამ გამოჩნდებოდა დროის მანქანიდან დროის ნაკადში B. დროის ამ ალტერნატიულ ნაკადში, ეს იქნებოდა მეორე ბურთი, რომელიც შეჯახების შემდეგ დროის მანქანაში გაივლიდა, და არა ის, რომელსაც ერთხელ უკვე ჰქონდა გავლილი დროის მანქანაში. ბურთი, რომელიც პირველად გამოდის დროის მანქანიდან, განსხვავებული ფერისაა მეორედ გამოსული ბურთისგან, მაგრამ ახლა ეს უკვე გასაგები ხდება რატომაცაა ასე, ვინაიდან ის აღარ არის იგივე ბურთი.


ამ სახის ექსტრემალურ გონებრივ ტანვარჯიშიდან აზრის გამოტანას გარკვეული დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ის გვთავაზობს პოტენციურ გადაწყვეტას ბაბუის პარადოქსისთვის. თუ თქვენ შეხვალთ დროის ცალკეულ ნაკადში, როდესაც დაბრუნდებით დროში უკან წარსულში, მაშინ შეგიძლიათ მოკლათ თქვენი ბაბუის ბავშვი ვერსია იქ, იმის გათვალისწინებით, რომ ბაბუათქვენის ვერსია, რომელიც გადამწყვეტია თქვენი ლოგიკური არსებობისთვის, ცოცხალი და საღ-სალამათი რჩება თქვენ მიერ დატოვებულ დროის ნაკადში. იმ ნაკადში, სადაც იქამდე იმყოფებოდით, სანამ წარსულში გადახვიდოდით. თქვენი თავისუფალი ნების კონცეფცია და იდეა ამ შემთხვევაში ხელშეუხებელი რჩება, ის არსებობს. რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ და რაც შესაძლებელია - თქვენი ნება-სურვილის მიხედვით. და ეს ნიშნავს, რომ არაა გაწერილი უკვე მომავალი და შენ არ მოქმედებ როგორც უკვე დაწერილი წიგნის ან უკვე გადაღებული ფილმის პერსონაჟი, რომელიც რეალურად ვერაფერს ცვლის თავის მოქმედებაში თავისი ნება-სურვილით.


ასევე შესაძლებელია მრავალ-მსოფლიოს აღნიშნული კონცეფციის გამოყენება "თვითწარმოების პარადოქსის" ამოხსნისთვისაც. ჩვენს ამბავში, რომელიც მოვყევით დროში მოგზაური ფიზიკოსის მიერ თავისი ახალგაზრდა თავის გადარჩენის შესახებ, წერილის წარმოშობა არ იყო ნათელი. ისე ჩანდა, თითქოს ის არავის დაეწერა, მაგრამ ლოგიკა მიგვითითებს, რომ ასე არ უნდა ყოფილიყო და ესეიგი ჩვენი მსჯელობა არ იყო სრულყოფილი. თქვენს ვერსიას დროის ნაკად A-ში შეუძლია დაწეროს წერილი... შემდეგ იმოგზაუროს დროში წარსულში დროის ნაკად B-ში, და გადასცეს იგი თავის ახალგაზრდა ვერსიას. ეს მოზარდი შემდეგ აირჩევს ფიზიკას, როგორც თავის კარიერას, გახდება წარმატებული ამ დარგში, იმდენად, რომ გამოიგონებს დროის მანქანას - და იმოგზაურებს დროში წარსულში დროის ნაკად C-ში იმისთვის, რომ თავისი თავის მოზარდ ვერსიას მისცეს ერთი შეხედვით "უავტორო" წერილი.


ამგვარად, ჩვენ უკვე შეგვიძლია ავხსნათ თვითწარმოების პარადოქსი (Bootstrap Paradox), უბალოდ ამ შემთხვევაში გვჭირდება თქვენი სამი ვერსია, რომელიც არსებობს სამ ცალკეულ დროის ნაკადში. განაყოფი ტოტების რაოდენობა, ანუ დროის ნაკადების რაოდენობა (რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიშნავს "პარალელურ სამყაროებს") შეიძლება იყოს უსასრულო. როგორც ფიზიკოსმა ბრაის დევიტმა თქვა, "ყოველი კვანტური გადასვლა, რომელიც ხდება ყველა და თითოეულ ვარსკვლავში, ყველა გალაქტიკაში, სამყაროს ყველა უშორეს თუ უახლოეს კუთხეში, ყოფს ჩვენს ადგილობრივ სამყაროს (ადგილობრივ რეალობას) თავის უამრავ ეგზემპლარად (სხვადასხვა ვერსიად)."

მაგრამ ჯონ უილერი, სწორედ ის ადამიანი, ვინც თავდაპირველად გამოიგონა ფრაზა "ჭიის ხვრელი", - აღარ იზიარებს ამ იდეას. მან თქვა: "საბოლოოდ, უხალისოდ მომიწია ამ თვალსაზრისის მხარდაჭერაზე უარის თქმა, ვინაიდან ვშიშობ, თავის თავში ის ძალიან დიდ მეტაფიზიკურ ტვირთს ატარებს."

და მაინც, წლების განმავლობაში, მრავალ-მსოფლიოს (პარალელური სამყაროების იდეამ - The many worlds interpretation) დაიმსახურა ფიზიკოსების დიდი ყურადღება და ახლა მზარდი რაოდენობის ერთგული მიმდევრები გააჩნია. თქვენი თავის ვერსიათა გაუთავებელი წყებები, თითოეული ოდნავ განსხვავებული მეორისგან, რომელთაც თავს გადახდებათ ყოველი შესაძლო მოვლენის ყოველი შესაძლო შედეგი დროის დიდი მდინარის გასწვრივ გამუდმებით განტოტებად დროის ნაკადებში.

ამგვარად, როდესაც ჩვენ ვმოგზაურობთ ჩვენი სამყაროს გასწვრივ სხვადასხვა სიჩქარით, ჩვენ ირგლივ მდებარე ბლოკის დიდ სამყაროში, დროში მოგზაურობა მომავალში არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ ჩვეულებრივი მოვლენაა - ყოველდღიურად ხდება. ხოლო რაც შეეხება უკან, წარსულში მოგზაურობას, ეს უფრო მეტად დამაბნეველია, ნაკლებად კარგადაა გასაგები და მეტად რთულია- მაგრამ დამაჯერებელი ჩანს, ყოველ შემთხვევაში თეორიულად მაინც, ქაღალდზე მაინც - კვანტური მექანიკის კონტრინტუიციური სამყაროს მცირედი დახმარებით. ახლა კი, ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს შევეგუოთ წარსულის მოგონებებს, ვინაიდან უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში წარსული სამუდამოდ არსებობს და ის არსად ქრება.


ავტორი: კოლინ სტიუარტი. 2023 წ. ასტრონომი და ასტრონომიის პოპულარიზატორი, მწერალი.


შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?



შეჯამება


როგორც ჩანს, დროში უკან, წარსულში მოგზაურობა შესაძლებელია ჩვენს სამყაროში. ასევე დადასტურებულია ისიც, რომ ჩვენი სამყაროს ფორმა ბრტყელია, ესეიგი პრაქტიკულად უსასრულოა, გაფართოვდება მუდამ და იარსებებს მუდამ. ეს ყველაფერი აღნიშნულია NASA-ს განცხადებაშიც (WMAP - Fate of the Universe - NASA), სადაც წერია შემდეგი: "სამყაროს გეომეტრია ბრტყელია და ის სამუდამოდ გაფართოვდება". უბრალოდ გაურკვეველია ბნელი ენერგიის ბუნება, ამიტომ რთულია ზუსტად განვსაზღვროთ და ვიცოდეთ, თუ როგორი იქნება მომავალში სამყაროს გაფართოების სიჩქარის ცვლილებები. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაემართოს ჩვენს სამყაროს, ეს არის ე.წ. "სითბური სიკვდილი", რომელიც შეიძლება დადგეს ტრილიონობით ტრილიონი წლის შემდეგ. "სითბური სიკვდილის" დროს სივრცე-დრო და ენერგია მაინც იარსებებს - ამ მხრივ, ჩვენი სამყარო მაინც გააგრძელებს არსებობას სამუდამოდ, მაგრამ მოსაწყენად. მოსაწყენად იმიტომ, რომ ამ დროს, "სითბური სიკვდილის" შემთხვევაში მთელი სასარგებლო ენერგია გადანაწილდება დრო-სივრცის კონტინუუმში თანაბრად, ასევე აღარ მოხდება რაიმე ახალი პროცესები, ვინაიდან დაიშლება ყველა ატომი სუბატომურ ნაწილაკებად და შემდეგ ისინიც დაიშლება, შავი ხვრელებიც აორთქლდება. აქედან გამომდინარე, აღარ მოხდება არაფერი, რაც საინტერესო იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დრო-სივრცე კი იარსებებს, მაგრამ მის წიაღში აღარ მოხდება არაფერი ისეთი, რაც მის არსებობას აზრს შესძენს. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ წარსული არსად ქრება, არამედ არსებობს მუდამ, მანამ, სანამ არსებობს დრო-სივრცე. ჩვენი დრო-სივრცე კი, როგორც ჩანს, მუდამ იარსებებს. ამგვარად, მუდამ იარსებებს ჩვენი წარსულიც. აქედან გამომდინარე, თუ წარსულში, დროში მოგზაურობა ნამდვილად, პრაქტიკულად შესაძლებელი გახდება მომავალში ჩვენი (ან ნებისმიერი სხვა) ცივილიზაციისთვის, მაშინ ასეთი ცივილიზაცია იარსებებს მუდამ. როგორ? წარმოიდგინეთ, რომ 100 ტრილიონი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი სამყარო დაბერებული იქნება, სადაც აღარ დაიბადებიან ახალი ვარსკვლავები და ყველაფერი უკვე იმ დროისთვის არსებული და წარმოქმნილი წავა მხოლოდ და მხოლოდ დაბერებისა და ნელ-ნელა დაშლისკენ... თუ მაგ პერიოდამდე მიაღწევს და იარსებებს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც ექნება წარსულში მოგზაურობის ტექნოლოგია, მაშინ მას არ მოუწევს ასეთ მომაკვდავ სამყაროში არსებობის გაგრძელება და თავისი აღსასრულის ლოდინი. ასეთი ცივილიზაცია უბრალოდ გადავა ჩვენი სამყაროს ახალგაზრდობის, აყვავების ხანაში და განაგრძობს არსებობას, განვითარებას და წინსვლას სამუდამოდ, ვინაიდან შეეძლება წარსულ დროში გადავიდეს ხოლმე სამყაროს ყოველი დაბერებისას და ყოველი გადასვლისას უფრო და უფრო მაღალ დონეზე იყოს განვითარებული.

ეს ოპტიმისტური ხედვაა, თუმცა შეიძლება ვიყოთ უკიდურესად პესიმისტები და დავუშვათ ყველაზე ცუდი ვარიანტიც, მაგალითად ის, რომ ჩვენი სამყარო არ არის ისეთი, სადაც საერთოდ ფიზიკურად შესაძლებელია წარსულში მოგზაურობა, არა მხოლოდ პრაქტიკულად და არა მხოლოდ ჩვენი ცივილიზაციისთვის, არამედ ზოგადად, შეიძლება დავუშვათ, რომ ჩვენი სამყაროს ფიზიკური მოწყობა, მისი ფუნდამენტური კანონები უბრალოდ არ ითვალისწინებს და არ უშვებს იმას, რომ შესაძლებელი გახდეს "დროის მდინარის დინების საწინააღმდეგო სვლა". შეიძლება დავუშვათ მეორე უკიდურესად პესიმისტური ხედვაც, რომ ჩვენი სამყარო თითქოს არ აპირებს რომ იარსებოს მუდმივად და მოხდება არა ე.წ. "სითბური სიკვდილი", არამედ დრო-სივრცის გახლეჩა და ჩვენი სამყაროს ფუნდამენტური განადგურება, სრული აორთქლება, რაც "დიდი გახლეჩის" (Big Rip) სახელითაა ცნობილი. თუმცა ეს რომ არ მოხდება უკვე თითქმის 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ. სანამ გაირკვეოდა ჩვენი სამყაროს გეომეტრია დიდი სიზუსტით, იქამდე არსებობდა ეს ვარაუდი, რომ დიდი გახლეჩა მოხდებოდა 20 მილიარდზე მეტი წლის შემდეგ. თუმცა მას მერე, რაც, როგორც ზევით აღვნიშნეთ, გაირკვა ჩვენი სამყაროს გეომეტრია და ისიც, რომ მისი დრო-სივრცის კონტინუუმი მუდამ იარსებებს და მუდამ გაფართოვდება, ამ პესიმისტური ხედვის საფუძველიც აღარ გვაქვს. დიდი გახლეჩის თეორია მართალიც რომ გამომდგარიყო, გასათვალისწინებელია, რომ ეს არ ნიშნავს ყველაფრის განადგურებას - არსებობის სრულ მოსპობას. ჩვენი სამყაროს სრული განადგურება არ იქნებოდა იგივე, რაც ზოგადად, არსებობის განადგურება, ვინაიდან, როგორც ჩანს, არსებობს ჩვენ გარდა კიდევ უამრავი სხვა სამყარო - მულტისამყარო, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფიზიკური თვისებებით, გეომეტრიით, წარმოქმნის გზებით, გაფართოების სიჩქარით, დასასრულის სცენარებით და ასე შემდეგ. ასეთ სამყაროთა უსასრულოდ დიდ მრავალფეროვნებაში არსებობს ისეთებიც, რომელთა ფიზიკური თვისებებიც საშუალებას მისცემს მის წიაღში განვითარებულ მოაზროვნე, მაღალტექნოლოგიურ ცივილიზაციას (ან ცივილიზაციებს) საკუთარი სამყაროს წარსულში გადაადგილების და შესაბამისად სამუდამოდ არსებობის. ასეთ სამყაროთა დრო-სივრცეებში წარმოუდგენლად მაღალგანვითარებული ცივილიზაციები მუდმივად იარსებებენ, იმოგზაურებენ და უფრო და უფრო განვითარდებიან.

და აქ არ იგულისხმება კოლინ სტიუარტის მიერ ზემოთ განხილული "მრავალ-მსოფლიოს ინტერპრეტაცია" თუ "მრავალ-სამყაროს ინტერპრეტაცია" (Many World Interpretation), აქ იგულისხმება ტეგმარკის ოთხ-დონიანი მულტისამყაროს კლასიფაციიდან დანარჩენი სამი ვარიანტი. მოკლედ ჩამოვთვალოთ მულტისამყაროთა კლასიფიკაციის მაქს ტეგმარკისეული 4 დონე:

1. პირველი დონე - ჩვენივე სამყარო, რომელიც ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს მიღმა ვრცელდება (შესაძლოა უსასრულოდ) და წარმოშობს ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს მსგავს სხვა დაკვირვებად სამყაროებს უსასრულოდ დიდი რაოდენობით, თუმცა მათში ყველგან ერთნაირი ფიზიკური კანონებია.

2. მეორე დონე - ჩვენი სამყაროს მიღმა არსებული სხვა სამყაროები განსხვავებული ფიზიკური კანონებით. მეორე დონე შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ტიპებს:

ბუშტისებრ სამყაროთა მულტისამყარო (The Bubble Multiverse)

ციკლური მულტისამყარო (Cyclical Multiverse)

კონფორმული ციკლური კოსმოლოგია (Conformal Cyclic cosmology)

ეკრიპტიკური სამყარო (Ekryptic Universe)

3. მესამე დონე - კვანტური მექანიკის "მრავალ-სამყაროს ინტერპრეტაცია".

4. მათემატიკური მულტისამყარო - მულტისამყაროთა მულტისამყარო, სადაც ყველა შესაძლო სახის და ყველა შესაძლო დონის მულტისამყარო არსებობს უსასრულო რაოდენობით.


იხ. ასევე: What is time? - Physics of Time;


შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?



სამეცნიერო სტატიები:

1. შესაძლებელია არსებობდეს ღმერთი აკადემიური მეცნიერების მიხედვით?

2. რამდენიმე საინტერესო მითი და ფაქტი კოსმოსის შესახებ

3. საინტერესო ფაქტები ანტიმატერიის შესახებ მოკლედ

4. საინტერესო ფაქტები სამყაროს გაფართოების შესახებ მოკლედ

5. საინტერესო ფაქტები შავ ხვრელებზე

6. საინტერესო მეცნიერული ფაქტები

7. ადამიანის უჯრედების ტიპები

8. კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა ქვემო ქართლში

9. ძვ.წ. 4200 წლის დიდი დასახლება ქვემო ქართლში

10. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი სტალინის შესახებ

11. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი რუსების გენეტიკური წარმოშობის შესახებ

12. რუსების და რუსეთის ისტორია მოკლედ

13. ვინ და რატომ გაჰყო ერთიანი ევრაზიის კონტინენტი ორად?

14. და მაინც, რა არის სინათლე?

15. ქართველების როლი ბიზანტიის იმპერიაში

16. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები

17. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეორე

18. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მესამე

19. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეოთხე

20. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეხუთე

21. ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია

22. საქართველოს რეგიონები სიდიდის მიხედვით

23. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი პირველი

24. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეორე

25. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მესამე

26. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეოთხე

27. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეხუთე

28. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეექვსე

29. რუსეთის 1917 წლის დროებითი მთავრობის ქართველი გენერლები

30. საბჭოთა კავშირის ქართველი გენერლები

31. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერლები 1918-21 წლებში

32. რამდენად დიდია სამყარო და სად არის ღმერთი?


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


8
209
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
209
  
25 აგვისტო, 14:02
ზოგი ამბობს ისტორია უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ყველა ერისთვის ის მნიშვნელოვანია მხოლოდ აწმყოსთვის, მაგრამ წარსულს მნიშვნელობა არა აქვს, თუ წარსულის აჩრდილი აღარ ხარო. ამ ლოგიკას გავყვეთ: აწმყო ერთ წამში იქცევა წარსულად. ესეიგი აწმყოს არ ჰქონია მნიშვნელობა. მომავალი იქცევა წარსულად. ესეიგი არც მომავალს აქვს მნიშვნელობა. ეგ ნიჰილიზმამდე მიდის. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კარგი მოწოდებაა, ამ სიტყვების მოსმენა სასოწარკვეთის გრძნობას აღძრავს იმიტომ, რომ თავის თავში ტყუილს შეიცავს სიმართლესთან ერთად. სწორი მიდგომა ასეთია - უბრალოდ ფიზიკაა: წარსული დრო-სივრცეშია შენახული ზუსტად და უცვლელად. აწმყო მთლიანად მასზეა დაშენებული, ყველაფერი რაც ახლა ხდება წარსულიდან გამომდინარეობს და მისით არსებობს და ვერაფერი გააქრობს გარდა ამ სამყაროს გაქრობისა. რომელიც, როგორც ჩანს სულაც არ აპირებს გაქრობას. ისტორიას უნდა უყურო როგორც კოლექციონერი უყურებს თავის კოლექციას და მისი სიდიდით კიდევ უფრო მეტის შეძენის და შეგროვების სტიმული ეძლევა. ასე მუშაობს ადამიანის გონება. როცა ერმა იცის რომ წინაპრები ძლიერი ყავდა და ისიც იცის რას მიაღწიეს, მათი გზის გაგრძელების და მიღწევების სიის გაზრდის მოტივაცია ქვეცნობიერადაც და ცნობიერადაც იმატებს. თუ არასწორად ჩავთვლით რომ წარსულს არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ არაფერს აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ყველაფერი წარსულია ან წარსული იქნება. მუდმივი აწმყოს ცნება პირუტყვისთვისაა დამახასიათებელი, არც წარსულზე ფიქრობს, არც მომავალზე (და ესიც მხოლოდ დაბალგანვითარებული სიცოცხლის ფორმებისვისაა დამახასიათებელი, ჭკვიანი ცხოველებიც კი გამოირჩევიან წარსულის და მომავლის ცნების გაჩენით, მასზე ფიქრით და გააზრებით). ინტელექტუალური არსებების ცივილიზაცია ასეთ უწარსულო და წარსულის უმნიშვნელობის ქადაგების იდეოლოგიაზე ვერ აწყობა.
23 აგვისტო, 20:28
"Time travel used to taught of as just science fiction, but Einstein's general theory of relativity allows for the possibility that we could warp space-time so much, that you could go off in a rocket and return before you set out." - Stephen Hawking.

10 technologies and methods for time control and time travel

1. Quantum tunneling: is an evanescent wave coupling effect that occurs in quantum mechanics. the correct wavelength combined with the proper tunneling barrier makes it possible to pass signals faster than light, backwards in time.

2. Near-Lightspeed travel: has an ability to significantly dilate time, sending an accelerated traveler rapidly forward in time relative to those, left behind before her travel. the closer to the speed of light, the further into the future the travel.

3. Alcubierre Warp Drive: stretches space-time in a wave causing the fabric of space ahead of the space-craft to contract and the space behind it to expand. the ship can ride the wave to accelerate to high speeds and time travel.

4. Faster-than-Light travel: is a controversial subject. According to special relativity, anything, that could travel faster-than-light would move backward in time. As the same time, special relativity states, this would require infinite energy.

5. Time-warped fields: use energy within curvatures of space-time around a rotating mass or energy field to generate containable and controllable fields of closed-timelike curves, that can move matter and information forward or backward in time.
23 აგვისტო, 20:27
6. Circulating light beams: can be created using Gamma and magnetic fields to warp time. the approach can twist space that causes time to be twisted, meaning you could theoretically walk through time, as you walk through space.

7. Wormholes: are hypothetical areas of warped space-time with great energy that can create tunnels through spacetime. If traversable, they would allow traveler to quickly move through great distances in space and also travel through time.

8. Cosmic strings: are a hypothetical 1-dimensional (spatially) topological defect in the fabric space-time left over from the formation of the Universe. Interaction could create fields of closed time-like curves permitting backwards time travel.

9. Tipler Cylinder: uses a massive and long cylinder spinning around its longitudinal axis. The rotation creates a frame-dragging effect and fields of closed time-like curves traversable in a way to achieve subluminal time travel to the past.

10. Casimir effect: a physical force arising from a quantized field, for example, between two uncharged plates. This can produce a locally mass-negative region of space-time, that could stabilize a wormhole to allow faster-than-light travel.
14 ივნისი, 18:40
ჩვენი სამყაროს გეომეტრია ბრტყელია ან თითქმის ბრტყელი და ამიტომ ის მუდმივად გაფართოვდება და მუდმივად იარსებებს, მისი დრო-სივრცე არასოდეს დეზიტეგრირდება, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა მომავალი უკვე (რაც ნაკლებად სავარაუდოა. როგორც ჩანს წარსული და აწმყო ნამდვილად არსებობს ერთდროულად და მუდმივად იარსებებს, მაგრამ მომავლის განსაზღვრულობა სადავო რჩება. მაგრამ მაინც, რომ დავუშვათ, რომ ბლოკის სამყაროს თეორია მართებულია და სამყაროს მომავალი ისევე არსებობს, როგორც წარსული და აწმყო, მაშინ როგორც ჩანს, ესეც ამტკიცებს რომ ჩვენი სამყარო მუდმივად იარსებებს, ვინაიდან თუ ჩვენი დრო-სივრცე მომავლის ნებისმიერ უშორეს მომენტში დეზინტეგრირდება ჩვენც ახლა, აწმყოში უკვე ვეღარ ვცხოვრებდით დეზინტეგრირებული, დაშლილი, არარსებული, გამქრალი სამყაროს წარსულში, ვინაიდან თავად მთელი ამ სამყაროს ფუნდამენტი და სტრუქტურა აღარ იარსებებდა იმისთვის, რომ თავისი წარსული თავისივე დრო-სივრცის კონტინუუმში შეენახა. ამიტომ აქ ორი ვარიანტია: ან ბლოკის სამყარო არ არის მართებული. ან თუ მართებულია, ჩვენი სამყაროს დრო-სივრცე მუდმივად იარსებებს.
15 აპრილი, 23:07
It seems that going back in time, traveling to the past is possible in our Universe. It is also proven that the shape of our universe is flat, that it is practically infinite, will expand forever and will exist forever. All this is also mentioned in the announcement of NASA (WMAP - Fate of the Universe - NASA), where the following is written: "The geometry of the universe is flat and it will expand forever". The nature of dark energy is simply not clear, so it is difficult to accurately determine and know what the changes in the expansion rate of the universe will be in the future. The worst thing that can happen to our Universe, is the so-called "Heat Death", which could occur in trillions upon trillions of years. When this "heat death" occurs, space-time and energy will still exist - in this sense, our universe will continue to exist forever, but boringly. I say "boring", because at that time, when "heat death" occurs, all the useful energy will be distributed evenly in the time-space continuum, and no new processes will occur, since all atoms will be broken into subatomic particles, and then they will also disintegrate, black holes will also evaporate. Therefore, nothing interesting will happen. In other words, space and time will exist, but nothing will happen inside it that would add meaning to its existence. However, it should be noted here, that the past does not disappear anywhere, but always exists, as long as time and space exist. And our time-space, it seems, will always exist. Thus, our past will always exist. Therefore, if time travel to the past is truly, practically possible in the future for our (or for any other) civilization, then such a civilization will always exist. how? Imagine that after 100 trillion years, when our universe will be old, where no new stars will be born, and everything already existing and formed at that time will only go to aging and slowly disintegrating...
15 აპრილი, 23:06
if a highly developed civilization reaches that period and exists, which will have the technology to travel to the past, then this civilization will not have to continue to exist in such a dying Universe and wait for its end (Heat Death). Such a civilization will simply go back in time of the youth and prosperity of our Universe and continue to exist, develop and advance forever, since it will be able to pass into the past multiple times, when Universe will become old, again and again and will be developed to a higher and higher level with each transition.

This is an optimistic view, although we can be extremely pessimistic and assume the worst case scenario, such as that our universe is not one where time travel is physically possible at all, not only practically, and not only for our civilization, but in general, we can assume that our universe's physical arrangement, its fundamental laws, simply do not provide for and do not allow it to be possible to "move against the flow of the river of time". We can also assume the second extremely pessimistic view that our Universe is not going to exist forever and will not happen so called "Heat Death", but there will be another process - the tearing apart of time-space and the fundamental destruction of our universe, complete vaporization, known as the "Big Rip". However, we can say with almost 100% certainty that this will not happen. Before the geometry of our universe was known with great precision, it was assumed that the "Big Rip" would occur more than 20 billion years from now. However, after, as we mentioned above, the geometry of our universe became clear and also that its time-space continuum will always exist and will always expand, we no longer have a reason for this pessimistic view. Even if the "Big Rip" theory turns out to be true, it should be noted that, this does not mean the destruction of everything - the complete annihilation of existence.
15 აპრილი, 23:06
The total destruction of our universe would not be the same as the destruction of existence in general, since there seem to be many other universes besides us - multiverses, which differ from each other in physical properties, geometries, ways of formation, expansion rates, end scenarios, and so on. Among the infinitely large variety of such Universes, there are those, whose physical properties would allow a high-tech civilization (or civilizations) developed within it, to move in the past of its own Universe and thus exist forever. In the time-spaces of such Universe, incredibly highly developed civilizations will constantly exist, travel and develop more and more.

Let's briefly list the 4 levels of Max Tegmarkian classification of Multiverses:

1. The first level - our own Universe, which extends beyond our observable Universe (perhaps infinitely) and gives rise to an infinitely large number of other observable Universes similar to our observable Universe, although they all have the same physical laws.
2. The second level - other Universes beyond our Universe, with different physical laws. The second level may include the following types:
The Bubble Multiverse
Cyclical Multiverse
Conformal cyclic cosmology
Ekryptic Universe
3. The third level - the Many Worlds Interpretation of quantum mechanics.
4. Mathematical Multiverse - a Multiverse of Multiverses, where Multiverses of all possible types and all possible levels exist in an infinite number.
12 აპრილი, 16:36
დროში მოგზაყრობას რა უნდა? საქართველოში თუ ცხოვრობ ესეიგი უკვე წარსულში ხახ, კორუფცია ისევე ყვავის 2024 წელს როგორც შევარდნაძის პერიოდში. მთავრობის წევრები გასიებულები დადიან და ყველა ბიზნესს წილში უზიან. კიდე რომელი ერთი ჩამოვთვალო? ახლა მაინცდა მაინც დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის პერიოდს ნუ მოითხოვთ :-)
0 1 8