საზოგადოება მწერალ თამაზ ჭეიშვილის და „სირიუსის“ შეხვედრა თბილისის 147-ე სკოლის მე-7 კლასელებთან 2024, 4 აპრილი, 23:18 ![]() მოსწავლის იდეამ საჯარო მხარდაჭრა მიიღო 147-ე სკოლის დირექტორისგან ირინა წიკლაურისგან, კლასის დამრიგებლის ნათელა მოდებაძის და ქართულის პედაგოგ ნაირა მედოიძისგან. დიდი მონდომებით მოემზადა მთელი კლასი, ბავშვებმა საფუძლიანად შეისწავლეს მწერლის ცხოვრება, წარსული და კითხვა-პასუხის რეჟიმში სასიამოვნო დაკითხვაც კი მოუწყვეს სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე. ერთმანეთზე საინტერესო შეკითხვები, კარგად მომზადებული მოწაფეები, მწერლისთვის დასმული საინტერესო კითხვები, წინა დღით დახატული ნამუშევრები და კომპოზიციები თამაზ ჭეიშვილისთვის და დიდი ინტერესი „სირიუსის“ მიმართ. გახარებულმა მწერალმა კლასის ყველა მოსწავლეს „სირიუსის“ ახალი გამოცემა ავტოგრაფებით საჩუქრად გადასცა და მადლობა გადაუხადა მათ თანაკლასელს ანდრეა ჯიმშელეიშვილს ამ შეხვედრის იდეისთვის. კმაყოფილები იყვნენ პედაგოგებიც და სკოლის დირექტორიც რომლებმაც მწერალს მობრძანებისთვის და ბავშვების ინტერესის დაკმაყოფილებისთვის მადლობა გადაუხადეს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 54 1-ს მოსწონს
|