x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მე ვიყო ბაია პატარაია, ეს დიალოგი თუ უფრო დამაზიანებელი არ იყოს"- რა მიმოწერას ასაჯაროებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" ყოფილი დამფუძნებელი და ახლა უკვე პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ ბაია პატარაიასა და ხატია დეკანოიძის ფეისბუქმიმოწერის სქრინს პირად გვერდზე აზიარებს და წერს:


image



"მე ვიყო ბაია პატარაია, ეს დიალოგი თუ უფრო დამაზიანებელი არ იყოს ქალების ემანსიპაციისთვის, ვიდრე საქართველოს საპატრიარქო.


რა უნდათ, ვინმეს ესმის?


თუ პარტიებში ქალები ფასადია და არც პრივილეგირებულ ქალებს აქვთ ძალაუფლება - კვოტები ამ ფასადურობას როგორ მოშლის?


ანუ რა ინტელექტუალურ კავშირშია ეს წინადადებები ერთმანეთთან ვინმე დალოცვილმა ამიხსნას.


და რას ნიშნავს პრივილეგირებული ქალი?


როგორია ასეთი ქალი?

ვინმეს აინტერესებს ნახოს ძალაუფლება მაქვს თუ არა ჩემს პარტიაში? მოგიყვანოთ ექსკურსიაზე? "- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს "გირჩის" ინიციატივას, რომელიც, საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას, გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ბიურომ "გირჩის" კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო."საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი საკანონმდებლო ორგანოს - ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა წარუდგინეს.








0
807
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
807