x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სასწაული ვიხილე იუთუბზე, ვირტუალურად მიჰყავს გადაცემა"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებლის ლევან ვასაძის "YOUTUBE"-ის არხზე გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ელგებეტე" თემის ცნობილ "რისხვას" ბრალს არაგულწრფელობში სდებს:


"სასწაული ვიხილე იუთუბზე, ლგბტ--ს ცნობილი რისხვა, შემდგომ გამოუცნობი დაავადებით შეპყრობილი, კრემლის ინკუბატორში საქართველოსთვის გამოზრდილ პრინცად შერაცხული, ლევან ვასაძე გაცოცხლებულა, რაღაც ტელევიზია შეუქმნია, სადაც არა პირადად, არამედ ვირტუალურად მიჰყავს გადაცემა და ყველას პირდება ერისა და საკაცობრიო უკანალთა ხელშეუხებლობას. აფერუმ ამის ვაჟკაცობას.


ეს თუ იხსნის სამყაროს. ისე ჯერ ერთი საბავშვო ბაღი რომ დაეფინანსებინა ან ერთ გაჭირვებულს მაინც დახმარებოდა შეიძლება დაგვეჯერებინა მისი ამაღლებული მისიის მიზნები."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

0
189
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
189