სასარგებლო პროდუქტები დასახელდა პოტენციისთვის სასარგებლო ყველასთვის კარგად ნაცნობი პროდუქტი 27 მარტი, 20:07
დასახელდა მამაკაცებისთვის აქამდე არც თუ საყოველთაოდ მიღებული და ცნობილი პოტენციისთვის სასარგებლო პროდუქტი.
ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცებმა უნდა მიირთვან მეტი საზამთრო, განსაკუთრებით, რომელსაც აქვს ყვითელი და ნარინჯისფერი შიგთავსი. პოტენციისთვის საზამთროს სასარგებლო თვისებებზე წერს გამოცემა Health Digest. პუბლიკაციის ავტორის, ჯენიფერ ანანდანაიაგამის თქმით, სასარგებლოა არა მხოლოდ საზამთროს რბილობი, არამედ თესლიც, რადგან ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტესტოსტერონის გამომუშავებაში. გარდა ამისა, საზამთროს რეგულარულ მოხმარებას შეუძლია შეაჩეროს ერექციული დისფუნქციის პროგრესირება და გააუმჯობესოს სპერმის ხარისხი. საზამთრო ასევე შეიცავს ამინომჟავას ციტრულინს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება არგინინად- ამინომჟავა, რომელიც ზრდის სისხლის ნაკადს სასქესო ორგანოებში, რაც აუცილებელია ხარისხიანი ერექციისთვის. მასალის ავტორმა ასევე გაიხსენა, რომ ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები სასქესო ორგანოებში მარტო ცუდად მიწოდებული სისხლის ნაკადის გამო არ ექმნება. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური პრობლემების ან რაიმე დაავადებების გამო. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მანამდე ცნობილმა უროლოგმა და სექსოლოგმა გააფრთხილა მამაკაცები, რომ, უმოძრაო ცხოვრების წესს შეუძლია გააფუჭოს მამაკაცის სექსუალური ცხოვრება. რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნეთ ბუნებრივი საკვები პროდუქტები, რომელიც ეფექტურად მოქმედებს მამაკაცის და ქალის ლიბიდოზე. (მიყევი ბმულს)
752 2-ს მოსწონს
|