ჯანმრთელი კვება ქოქოსის ზეთი -მითი და სინამდვილე 2023, 12 ივლისი, 16:46
სკანდალის ცენტრში მოექცა ქოქოსის ზეთი, რომელიც ბოლო დრომდე შესანიშნავ პროდუქტად ითვლებოდა. ზოგიერთმა დიეტოლოგმა განაცხადა, რომ იგი საზიანო - და მათი სიტყვები მედიამ აიტაცა. მაგრამ როგორ არის საქმე სინამდვილეში, თუ ვიხელმძღვანელებთ არა ემოციებით, არამედ ფაქტებით?
1. წვავს მუცლის ცხიმს სამწუხაროდ არა. ზოგიერთმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ პირველად გამოწურული ზეთი ხელს უწყობს წელის გარშემოწერილობის შემცირებას, მაგრამ თითქმის ყველა მონაწილე მანამდე დაჯდა დიეტაზე, სანამ მის გამოყენებას დაიწყებდა. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ქოქოსის ზეთი ასოცირდება წონის დაკლებასთან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბოსტნეულის ან ხორცის მომზადებისას გამოყენებული მცენარეული ზეთი ხელს უწყობს წონის დაკლებას იმის გამო, რომ ის აჯერებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით. 2. აჩქარებს მეტაბოლიზმს ასევე არა. მეტაბოლიზმი მაშინ აჩქარდება, როდესაც კუნთოვანი ქსოვილი დიდდება და ზეთს საერთო არაფერი აქვს კუნთების ზრდასთან. 3. ყავა ქოქოსის ზეთით გეხმარებათ წონის დაკლებაში არა, ასეთი სასმელი, პირიქით, იწვევს წონის მატებას, თუმცა კეტოგენური და პალეო დიეტის მოყვარულები შეიძლება ამაზე კამათობდნენ. უმჯობესია აირჩიოთ ყავა რძით (5 გ-მდე ცილა, 120 კალორია), ვიდრე დალიოთ ყავა ქოქოსის ზეთით (135-470 კალორია, 47 გრამამდე გაჯერებული ცხიმით (დღიურ ნორმაზე ორჯერ უფრო მეტი) და მთლიანად პროტეინის გარეშე. ). 4. ქოქოსის ზეთს სუნი აქვს ექსტრა ხელუხლებელ ზეთს ოდნავ სუნი აქვს, რაფინირებულს არა. გარდა ამისა, მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისთვის უმჯობესია სხვა მცენარეული ზეთის ხმარება. 5. ის ანტიბაქტერიულია ამ ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავების დაახლოებით ნახევარი მიიღება ლაურინის მჟავისგან, რომელსაც აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი. მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი გონივრული რაოდენობით ზეთი არ დაეხმარება შინაგანი ორგანოების განკურნებას. 6. კარგია გულისთვის არა, მაგრამ არც არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ, თუ მთელ ბოთლს არ დალევთ. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს "კარგი" ქოლესტერინის მატებას, მაგრამ არ არის საკმარისი მტკიცებულება რეკომენდაციის გასაცემად. გარდა ამისა, არ ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს, განსხვავებით სოიოსგან, ექსტრა ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთისგან ან რაფსის ზეთისგან. 7. შეიცავს ქოლესტერინს არცერთი ზეთი (და ზოგადად მცენარეული პროდუქტები) არ შეიცავს ქოლესტერინს! ეს არის ჰორმონი, რომელიც მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებში არსებობს. მოკლედ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქოქოსის ზეთი არის გემრიელი და საკმაოდ ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ჯადოსნურ ელექსირად ან წამლად. დღეში ერთი-ორი ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და წონის შენარჩუნებაში, მაგრამ არ გადააჭარბოთ დოზას. 79 2-ს მოსწონს
|