x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 მოდური ტრენდი, რომლებიც სჯობს, რომ სამუდამოდ დაივიწყოთ

image


მსოფლიო მოდა მუდმივად იცვლება, ხოლო ის სამოსი რომელიც რამდენიმე წლის წინ ტრენდული იყო, დღეს უკვე სრულ უგემოვნებად ითვლება. სტილისტური შეცდომების თავიდან ასაცილებლად წარმოგიდგენთ 5 ტრენდს, რომლის არსებობის შესახებაც სჯობს რომ საერთოდ დაივიწყოთ.



ბიუსჰალტერი სამოსის ზემოდან


image


ზოგი სელებრითი საკუთარი ქვედა საცვლების მსოფლიოსთვის ჩვენებით ისეთი მოწადინებულია, რომ ისინი მის ჩაცმას პირდაპირ კაბების, ჯემპრებისა და კომბინეზონების ზემოდანაც კი იწყებენ, რაც რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.





თეთრეულზე უარის თქმა


image


გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ყველაფრის ზემოდან ბიუსტჰალტერის ტარებას ამჯობინებენ, არიან ისეთებიც, რომლებიც მის არსებობას სრულიად უგულებელყოფენ, თუმცა აღნიშნული ტრენდი არც ისე საშინლად გამოიყურება, თუ გოგონა თავისუფალ ჯემპრს, ფართო სვიტერს ან მსუბუქ კოსტიუმს ატარებს, თუმცა მჭიდრო ან გამჭვირვალე სამოსში ბიუსტჰალტერის გარეშე მყოფი გოგონა მართლაც საკმაოდ გამომწვევი სანახავია.




პიჟამა და ე.წ. ღამის პერანგები, როგორც ყოველდღიური სამოსი


image


კიდევ ერთი ტრენდი, რომელიც შეიძლება დაბნეულობასთან, სიზარმაცესთან ან სიჩქარესთან იყოს დაკავშირებული, ასეთი სამოსისთვის სხვა დამატებითი ელემენტების შერჩევა საკმაოდ რთულია. არსებობს დიდი რისკი ულტრამოდური ტრენდი საკმაოდ უცნაურ "ლუქად" აქციოთ, რომელიც არც იმდენად ეფქტური სანახავი იქნება.




მოკლე ქურთუკები


image


ეს სამოსი სხეულის ყველა ტიპს არ უხდება. დამოკლებული ქურთუკები ფუმფულა გოგოებს ვიზულურად კიდევ უფრო ადიდებს. გარდა ამისა, ასეთი ქურთუკები აბსოლუტურად არაპრაქტიკულია. აბა, რისთვის არის საჭირო ისეთი ქურთუკი, თუკი ყინვაში მაინც მოღებული ზურგით ივლით?



შარვლიდან ამოწეული ტრუსები


image


შესაძლოა, ეს ტრენდი ჰოლივუდის ვარსკვლავებზე მართლაც სექსუალურად გამოიყურება, მაგრამ ჩვეულებრივ მოკვდავებზე ის საკმაოდ სასაცილო სანახავი იქნება.








0
809
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
809