რჩევები 3 მიზეზი, რის გამოც კოკო შანელი რუს ქალებს უშნოდ მიიჩნევდა 2019, 3 დეკემბერი, 18:08 კოკო შანელი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გავლენიან ქალბატონად ითვლება, რომლის მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში შეტანილი წარმოუდგენლად დიდი ღვაწლი დავიწყებას არასოდეს მიეცემა, მისი ყველაზე მახვილგონივრული და დახვეწილი ფრაზები კი, საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია ციტატებად გადაიქცა. მხოლოდ მისი ეს ცნობილი ფრაზა რად ღირს - "მე საერთოდ არ მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩემზე, იმიტომ რომ მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ". როგორც ცნობილია, მოდის ლეგენდა რუს ქალბატონებზე არც თუ დადებითი აზრის იყო და მათ არც მეტი, არც ნაკლები საკმაოდ უშნოდაც თვლიდა. მაშ ასე, მოდით ვნახოთ, კონკრეტულად თუ რას უწუნებდა ფრანგული მოდის კანონმდებელი კოკო შანელი რუს ქალებს.1. ჭარბი წონასახელგანთქმულ ფრანგ დიზაინერს პირველ რიგში, მათი ზედმეტი წონა არ მოსწონდა. როგორც ცნობილია, ფრანგები ზომიერ კვებას განსკუთრებულ ყურადღებას მოზარდობის ასაკიდანვე აქცევენ, რადგან საფრანგეთში როგორც წესი, სიგამხდრე სილამაზესთან ასოცირდება, შანელი ჯერ კიდევ საუკუნის წინ ამტკიცებდა, რომ ლამაზი ქალი - მხოლოდ გამხდარი ქალი შეიძლებოდა ყოფილიყო.2. უგემოვნობაშანელი როდესაც რუს ქალებზე საუბრობდა, ის არა მხოლოდ მათ სტილს, არამედ პირველ რიგში, მათ მანერებს გულისხმობდა. მოდის ლეგენდა რუსებს, ფრანგებთან შედარებით, რომლებიც მსოფლიოში ქალურობისა და ელეგანტურობის განსახიერებად ითვლებიან, უგემოვნოდ თვლიდა.3. ქუდებისადმი ინდიფერენტულობადიზაინერს, რომელმაც მოდის სამყაროში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა კატეგორიულად არ მოსწონდა, რომ რუსი ქალები ქუდებს საერთოდ არ ატარებდნენ. კოკოს, ქალის გარდერობის ეს ატრიბუტი ყველა სხვა დანარჩენ აქსესუართან შედარებით ყველაზე მეტად უყვარდა. ვინაიდან მოდის ლეგენდამ ბრწყინვალედ იცოდა, რომ ქალბატონებს სწორედ თავსაბურავები და ბერეტები ანიჭებენ განსაკუთრებულ მომხიბვლელობასა და ქალურობას.1443 1-ს მოსწონს |