რჩევები პლაჟის მოდა: ტრენდები, რომლებიც მამაკაცებს ყველაზე მეტად აღიაზიანებთ 2022, 31 ივლისი, 20:41
პლაჟის სეზონი უკვე დიდი ხანია გახსნილია, ქალბატონები საცურაო კოსტიუმების შერჩევას მთელი მონდომებით ცდილობენ, თუმცა ტრენდული ბიკინების დემონსტრირებისას ხშირად სანაპიროზე მამაკაცთა აღფრთოვანებული მზერის ნაცვლად დაცინვას იღებენ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არ გახდეთ დაცინვის ობიექტი მათ მსგავსად ასევე თქვენც.
სანაპიროზე გასვლისას უბრალოდ გაითვალისწინეთ ეს რჩევები.
შიშველი გარუჯვა
დიახ, დიახ ძვირფასო ქალბატონებო! თუ ფიქრობთ რომ სანაპიროზე შიშველი, სექსუალურად გამოიყურებით, ძალიან ცდებით. ბევრ მამაკაცს საზოგადოებრივ ადგილებში შიშველი ქალების ხილვა მრავალი მიზეზის გამო არ სურს - შეიძლება ეს იყოს მათ გვერდით მყოფი ბავშვები, ეჭვიანი ცოლი... მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ის არის რომ ყველა შიშველი ქალი კლეოპატრა არაა.
ტანგა საცურაო კოსტიუმი
მაშინაც კი, თუ თქვენ იდეალური ფიგურის პატრონი ხართ, არ ღირს ამ "ძაფების" ჩაცმა. ის უნაკლოდ მხოლოდ ფოტოზე გამოიყურება, მაგრამ ცხოვრებაში, ის არც იმდენად სასიამოვნო სანახავია.
გამჭვირვალე საცურაო კოსტიუმი
ამ კოსტიუმში თქვენ ნამდვილად მიიგცევთ გარშემომყოფების ყურადღებას, მაგრამ გჭირდებათ კი? ეს შესანიშნავი ვარიანტია საყვარელ ადამიანთან განმარტოებისთვის და ასევე "ინსტაგრამის" ფოტოსთვის, თუმცა საჯარო პლაჟებზე ბავშვებისა და ორსული ქალების შოკში ჩაგდება ნამდვილად არ ღირს.
"ფლიპ-ფლოპები" პლატფორმაზე
თუ ამას მოხდენილად თვლით, მაშინ ძალიან ცდებით. ამ პლატფორმებით ქვიშაში მოსეირნე ყანჩას უფრო ჰგავხართ, რომელიც ეს - ეს არის ქვიშაში ჩაეფლობა.
პატარა ზომის საცურაო კოსტიუმი
ნუ ეცდებით ძველ ბიკინში "ჩაძრომას", რომელიც კარგად სულ მცირე 10 წლის წინ მაინც გქონდათ.
ღრმა ჭრილის საცურაო კოსტიუმი
სტილისტებიც კი აღნიშნავენ რომ ეს პრეტენზიული მოდელი სხეულზე კარგად მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოიყურება: სილიკონის მკერდის ან მისი სრული არქონის შემთხვევაში, მაგრამ თუ ბუნებამ არ გაგანაწყენათ, მაშინ ამ საცურაო კოსტუმის ჩაცმა არ ღირს.
პლაჟის მორთულ - მოკაზმულობა
თუ სანაპიროზე თავის მოსაწონად მიდიხართ, მაშინ ეს ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ მთელი ამ "სიკეთეებით" გაცურვას მოისურვებთ, აუცილებლად ფსკერზე აღმოჩნდებით. სრულფასოვანი გარუჯვა 10 ბეჭდით, ამულეტებით, ჩოკერებითა და სამაჯურებით ასევე შეუძლებელია, ვინაიდან რუჯი არათანაბარი იქნება, და თან ნაკლებ სავარაუდოა, ამით მამაკაცების ყურადღების მიქცევა შეძლოთ.
ქალაქის ჩანთა სანაპიროზე
არც იმდენად კარგი იდეაა...
ზედმეტი თმა
ზღვაზე წასვლამდე იზრუნეთ სხეულიდან არასასურველი თმის მოსაშორებლად, ალბათ, ხვდებით რასაც ვგულისხმობ?
პატარა ზომის კოსტიუმი ფუმფულებისთვის
თუ ფუმფულა ფორმების მქონე ხართ, ნუ ჩაიცვამთ "კოსტიუმ - ძაფებს", საიდანაც მთელი თქვენი "ღირსებები" ამოვარდება. უპირატესობა მთლიან საცურაო კოსტიუმს მიანიჭეთ.
კრეატიული საცურაო კოსტიუმი
საკუთარი ხელით შექმნილი, ორიგინალური საცურაო კოსტიუმები მხოლოდ ფოტოებზეა კარგი, რეალურად კი, ისინი მართლაც რომ "უღმერთოდ" გამოიყურება, და თუკი ოდესმე თქვენი პერსონის მიმართ მზერას იგრძნობთ, იცოდეთ რომ ის მხოლოდ დამცინავი იქნება.
|