რჩევები კანადელი მოდელის რჩევა გოგონებს: შეეშვით დიეტებს და შეიყვართ საკუთარი სხეული 2019, 24 დეკემბერი, 13:42 ბოლო დროს, ბოდიპოზიტივის ("ბოდიპოზიტივის" იდეა აქცენტს აკეთებს სხეულის ნებისმიერი ფორმების პოზიტიურ აღქმაზე, ამავდროულად განწყობის გაუმჯობესებაში ეხმარება დისმორფოფობიით შეპყრობილებს) იდეა მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება, რომლის აქტიურ მხარადამჭერადაც დღესდღეობით უკვე არაერთი ცნობილი ადამიანი გვევლინება. გარდა იმისა, რომ არსებობენ ისეთ ქალები, რომლებიც საზოგადოებას თავიანთი სხეულის შეყვარებისკენ და გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსებისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, არიან ისეთი "ბოდი" აქტივისტებიც, რომლებიც საკუთრი "ღირსებების" საჯაროდ მთელი თავისი დიდებულებით დემონსტრირებას არ ერიდებიან.სწორედ ასეთ "ბოდი" აქტივისტს წარმოადგენს კანადელი მოდელი ნაო, გოგონა საკუთარ სილამაზეში 100 % დარწმუნებულია, რის გამოც მას საკმაოდ თამამი და ტანზე მომდგარი სამოსის ტარება არანაირ უხერხულობასა და დისკომფორტს არ უქმნის.ნაოს სამოსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა რომ არ აქვს ეს ნათელია, ვინაიდან საკმაოდ მოკლე დროში მან თავისი სითამამის წყალობით არა მხოლოდ პლუს -ზომის მოდელად, არამედ სამოსის 2 ცნობილი ბრენდის სახედ გახდომაც კი მოასწრო.523 1-ს მოსწონს |