საზოგადოება ,,ტვ პირველის“ ღია მაუწყებლობა შეწყდა 25 მარტი, 15:56
.
ტელეკომპანია ტვ პირველის ღია საეთერო მაუწყებლობა უკვე ერთი კვირაა შეწყვეტილია. მიწისზედა ღია ეთერით ტელეკომპანიის გადაცემები გასულ კვირას გაითიშა. როგორც გაირკვა უფასო ციფრული სიგნალი დავალიანების გამოა გათიშული.
.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ საკუთარ საავტორო გადაცემაში მელაძის შაბათი ამ პრობლემაზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე რამდენიმე დღეა რეგიონებიდან მაყურებლის წერილები მოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ოფასო ღია ეთერით, ანუ ოთახის ანტენით მათი გადაცემების ყურებას მაყურებელი ვეღარ ახერხებს. . ნოდარ მელაძის განმარტებით, მაუწყებლობა მათი გადაწყვეტილებით არ შეწყვეტილა და ამის მიზეზი ტრანსლაციის დიდი დავალიანება გახდა, რომლის დაფარვას ტელეკომპანია ამ დრომდე ვერ ახერხებს. , “ჩვენ და სხვა კერძო ტელეკომპანიებს ემსახურება კომპანია სტერეო+ რომელიც გადაცემების გავრცელებას რეგიონებში უზრუნველყოფს. უფასო ღია ეთერი რამდენიმე დღეა გათიშულია და ჩვენი არხი აღარ ანთია, რის გამოც უამრავ შეტყობინებას ვიღებთ. ჩვენ გვაქვს დავალიანება ამ კომპანიის მიმართ, რის გამოც მათ გათიშეს ჩვენი გადაცემები. კომპანიამ მოითხოვა დავალიანების ისეთი ნაწილის დაფარვა, რომლის რესურსიც ამ ეტაპზე ჩვენს არხს არ გააჩნია. ამიტომ წარმოიქმნა პრობლემა. ჩვენ ვცდილობთ მობილიზება მოვახდინოთ ყველა რესურსის, რომ მალე შევძლოთ დასახელებული თანხის დაფარვა და კვლავ ღია ეთერში დაბრუნება. საკაბელო არხებზე, სატელიტზე და ინტერნეტის მეშვეობით ჩვენი გადაცემების ხილვა ჩვეულებრივ შეგიძლიათ, თუმცა უფასო ღია ეთერით მთელს ქვეყანაში გათიშულია ტვ პირველის სიგნალი. სამწუხაროდ, ასეთია კრიტიკული მედიის ხვედრი, ~ – აღნიშნა ნოდარ მელაძემ. 93 შეფასება არ არის
|