x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12 საინტერესო ფაქტი ჰოლივუდის საკულტო ფილმების შესახებ

ფილმი – "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" (1959), გერმანული ფილმის – "სიყვარულის ფანფარების" (1951) რიმეიქია, რომელიც თავის მხრივ, 1935 წ. გადაღებული ფრანგული ფილმის რიმეიქს წარმოადგენს.
image


ფილმში, მერილინ მონროს ნაცვლად, მთავარი როლი, შეიძლება, ოდრი ჰეპბერნს, ელიზაბეთ ტეილორს, ან მიცი გეინორს შეესრულებინა, მაგრამ უპირატესობა მერლინ მონროს, მისი ვოკალური მონაცემების გამო მიანიჭეს.
image


ტონი კერტისი იძულებული იყო ქათმის ფეხი 42–ჯერ ჩაეკბიჩა, რადგან მერილინ მონრომ სცენა სწორად ვერ ვითამაშე. იგივე მიზეზით, მსახიობი იძულებული გახდა, მაღალქუსლიან ფეხსაცმლით, 47 დუბლი შეესრულებინა.
image


ფილმის – "ტროას" (2004) გადაღებამდე, ბრედ პიტი (აქილევსი) ნახევარი წელი ფარიკაობაში ვარჯიშობდა. თან ამას, ისე გულმოდგინედ აკეთებდა, რომ აქილევსის* მყესი დაიზიანა. მსახიობის ტრავმის გამო, ფილმის გადაღების გადადებაც კი მოუხდათ.

image


"მამაცი გულის" (1995) შემქმნელები, იძულებულები იყვნენ, ზოგიერთი სცენა ხელახლა გადაეღოთ, რადგან სტატისტებზე მაჯის საათებით და მზის სათვალეებიც კი შენიშნეს.
image


"ქალის სურნელში" (1992) როლის შესრულებამდე, აპ პაჩინო უსინათლოების სკოლაში დადიოდა. მას უნდა ესწავლა, თუ როგორ არ უნდა შეეჩერებინა მზერა ცალკეულ ობიექტებზე.
image


"ქალი საოცრებას" (2017) ლიბანში ჩვენება აკრძალეს, რომ მასში მთავარი როლი ებრაელმა მსახიობმა და მოდელმა გალ გადოტმა შეასრულა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობდა.
image


"მოჩვენებაში" (1990) დემი მური, მთავარ როლზე მხოლოდ იმიტომ აიყვანეს, რომ ბრძანებით, ადვილად ტიროდა.image


ფილმში "ლამაზმანი" ჯულია რობერტსს (ვივიენი) ყელსაბამი უკეთია, რომელიც იმ დროს, 250 ათასი დოლარი ღირდა. მის დასაცავად, ფილმის რეჟისორთან ერთად, ყოველთვის საიუველირო მაღაზიის დაცვის თანამშრომელი იყო.image


ფილმში – "ნათლია" (1972), სცენარის მიხედვით, დონ კორლეონე კატას არ უნდა მოჰფერებოდა. ფრენსის კოპოლამ ცხოველი გადასაღებ მოედანზე შენიშნა და მისი გადაღება გადაწყვიტა: "დავინახე კატა სტუდიაში როგორ დარბოდა, ავიყვანე და ზედმეტი სიტყვების გარეშე, მარლონ ბრანდოს ხელში მივაჩეჩე" – თქვა რეჟისორმა.image


ფილმში – "მარტო სახლში" (1990) მთავარი გმირის ძმის შეყვარებული გოგონა, სინამდვილეში, ფილმის არტ–დირექტორის ვაჟია. რეჟისორებმა გადაწყვიტა, რომ შეუხედავი შეყვარებულის როლში, ნამდვილი გოგონას სურათის გამოყენება სწორი არ იქნებოდა.
image


ჯონ ლენონის (1940–1980) თითქმის ყველა რეპლიკა, ფილმში – "ფორესტ გამპი" (1994), მისი სიმღერიდან –«Imagine»–დან იყო აღებული.image


* აქილევსი, ტროას ომის (ძვ. წ. აღრ. XIII-XII სს) ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გმირი, მითოლოგიურ გმირთა შორის. ის ალბათ, ყველაზე ცნობილი და რეალისტური პერსონაჟია. უძველესი წერილობითი წყარო, რომელშიც აქილევსია ნახსენები, ჰომეროსის «ილიადაა» (ძვ. წ. აღრ. VII ს). თუმცა, როგორც თავად ავტორმა აღნიშნა, აქილევსის შესახებ ინფორმაცია, მან ძველი წყაროებიდან მიიღო. აქილევსი ბერძნული მითოლოგის ყველაზე კაშკაშა და ამავდროულად, ყველაზე მიმზიდველი ფიგურაა. მას და მის გმირობას, საუკუნეთა მანძილზე განადიდებდნენ. თუმცა, არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მისი სახელის, ხშირად ხსენების მიზეზი ხდება და ეს აქილევსის გმირობას კი არა, – მის სისუსტეს უკავშირდება. გაგრძელება >>>

image

არხის სხვა სიახლეები:


* ალა პუგაჩოვა: "ნორმალური ადამიანი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებენ"

* მეტად უცნაური ფაქტები ჩვენი სხეულის შესახებ

* ანეკდოტები და სახალისო ფრაზები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
400
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0