კინო "არ იცი ცხოვრება რას გიმზადებს" - ვისზე საუბრობს ლელა მებურიშვილი? 23 მარტი, 19:49
მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც მაყურებელმა პირველად ძირითადად სიტკომი "შუა ქალაქით" გაიცნო, შემდეგ იყო "ჩემი ცოლის დაქალები".
იგი რამდენიმე წელია უცხოეთში ცხოვრობს, კერძოდ დიდ ბრიტანეთში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა მებურიშვილი Pfizer-ის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ სარეკლამო ვიდეორგოლში გადაიღეს, სადაც ის ინგლისელი მეცნიერის, როსალინდ ფრანკლინის როლს ასრულებდა. ამჯერად ლელა "ინსტაგრამზე" ცნობილ მსახიობთან, ორლანდო ბლუმთან შეხვედრის მოკლე ვიდეოს გვიზიარებს: "არ იცი ცხოვრება რას გიმზადებს, ძალიან სასიამოვნო იყო ნიჭიერ და საინტერესო მსახიობ ორლანდო ბლუმთან შეხვედრა" - წერს ლელა. ორლანდო ბლუმი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბრიტანელი მსახიობია, საკმარისი ჩამოვთვალოთ ფილმები სადაც ის თამაშობდა:„ბეჭდების მბრძანებელი“ (2001-2003), „კარიბის ზღვის მეკობრეები“ (2003-2011), "ზეციური სამეფო"(2005)აგრეთვე „სამი მუშკეტერი“ (2011) და კინოტრილოგია "ჰობიტი"(2012-2014) და სხვა. 2004 წლის სექტემბერში ჟურნალმა Empire-მა ბლუმი დაასახელა ყველაზე სექსუალურ ცოცხალ მსახიობად, ხოლო კინოვარსკვლავების საერთო რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა - კირა ნაითლისა და ანჯელინა ჯოლის შემდეგ. 2004 წელს, ჟურნალმა People-მა ორლანდო დაასახელა ჰოლივუდის ყველაზე სასურველ სასიძოდ. 218 2-ს მოსწონს
|