კინო "არ იცი ცხოვრება რას გიმზადებს" - ვისზე საუბრობს ლელა მებურიშვილი? 2024, 23 მარტი, 19:49 ![]() იგი რამდენიმე წელია უცხოეთში ცხოვრობს, კერძოდ დიდ ბრიტანეთში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა მებურიშვილი Pfizer-ის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ სარეკლამო ვიდეორგოლში გადაიღეს, სადაც ის ინგლისელი მეცნიერის, როსალინდ ფრანკლინის როლს ასრულებდა. ამჯერად ლელა "ინსტაგრამზე" ცნობილ მსახიობთან, ორლანდო ბლუმთან შეხვედრის მოკლე ვიდეოს გვიზიარებს: "არ იცი ცხოვრება რას გიმზადებს, ძალიან სასიამოვნო იყო ნიჭიერ და საინტერესო მსახიობ ორლანდო ბლუმთან შეხვედრა" - წერს ლელა. ![]() 2004 წლის სექტემბერში ჟურნალმა Empire-მა ბლუმი დაასახელა ყველაზე სექსუალურ ცოცხალ მსახიობად, ხოლო კინოვარსკვლავების საერთო რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა - კირა ნაითლისა და ანჯელინა ჯოლის შემდეგ. 2004 წელს, ჟურნალმა People-მა ორლანდო დაასახელა ჰოლივუდის ყველაზე სასურველ სასიძოდ. 218 2-ს მოსწონს
|