სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს პროდუქტი, რომელსაც შეუძლია კიბოსგან დაცვა 23 მარტი, 10:44 მეცნიერებმა აღმოაჩინეს მარტივი პროდუქტი, რომელსაც ჰეპათოცელულარული კარცინომის განვითარებისგან შეუძლია დაცვას. ამის შესახებ მეცნიერებმა კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის (AACR) ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადეს.
კვლევის მიხედვით, რომლის შედეგებიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მარცვლეულის და მარცვლეულისგან მიღებული პროდუქტების ჭამა სიმსივნის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. AACR–ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებულია, რომ მარცვლეულის პროდუქტებს აქვს უნარი შეაფერხოს ღვიძლის კიბოს განვითარება ინსულინზე დამოკიდებულების შემცირებით. მეცნიერებმა 125 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეისწავლეს იმის შესამოწმებლად, რა გავლენას ახდენს ამ პროდუქტების რეგულარული მოხმარება ორგანიზმზე. ექსპერიმენტის ფარგლებში გამოიყენეს 1976 და 1986 წლებში სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა შორის ჩატარებული კვლევების მონაცემები. მამაკაცები და ქალები ავსებდნენ მონაცემებს მათი ჯანმრთელობის და კვების ჩვევების შესახებ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ 32 წლის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში დაკვირვების 141 მონაწილეს დაუსვეს ჰეპათოცელულარული კარცინომის ან ღვიძლის კიბოს დიაგნოზი. მეცნიერებმა შეისწავლეს ონკოლოგიური დაავადებების და ადამიანების, რომელთა ჯანმრთელობაც ნორმალური დარჩა, რაციონი და მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: "დავადგინეთ, რომ მთელი მარცვლეულის პროდუქტების ხშირი მირთმევა უკავშირდება ჰეპათოცელულარული კარცინომის დაბალ რისკს" – ამბობს სიუეჰონგ ჩჯანი, კვლევის უფროსი ავტორი. მთელმა მარცვლეულმა ასეთი თვისებები მიიღო შემადგენლობის გამო. ქატო – მარცვლის გარე დამცავი ფენა, ენდოსპერმი – შუა ფენა და ჩანასახი. თეთრი პურისთვის ფქვილის მოსამზადებლად მთელი მარცვლეული მუშავდება, შორდება ქატო და ჩანასახი. თუმცა ჩჯანის თქმით, სწორედ მათში არის ყველაზე დიდი რაოდენობით ვიტამინები და და სხვა ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები. ალბათ, დროა, დავფიქრდეთ მთელი მარცვლეულის პროდუქტების რაციონში ჩართვაზე. ასევე დაგაინტერესებთ: ბრიტანელი ტელეწამყვანი მთელი თვე ფასტფუდს ჭამდა და მოულოდნელი შედეგი მიიღო მეცნიერები გაფრთხილებთ: პოპულარული საკვები და სასმელი სიმსივნით სიკვდილის რისკს 30%–ით ზრდის ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ იცოდით, რატომ უწოდებენ ქათმის ბულიონს „ებრაულ პენიცილინს“? მეცნიერებმა დაასახელეს 20 ნივთი, რომელთაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ (ნაწილი მეორე) 291 შეფასება არ არის |