საქართველო
"აი, ეგ მანახეთ და მერე თუ გინდა მამკლა"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი
23 მარტი, 8:27
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი "Gallup"-ის კვლევას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ომის შემთხვევაში საქართველოს 83%-ი ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს:
"აი ეგ 83% მანახეთ ვინ არიან და სად, და მერე თუ გინდა მამკლა. ამათი მეზღაპრე-მოქეიფე რა ვთქვი, თუ ერთმანეთში ომს არ გულისხმობდა გამოკითხვა. 2008 წელს კასპის საუკეთესო მონადირეები ტყეში იმალებოდნენ, გორში ჩუბინობაზე პრეტენზიის მქონეები თბილისისკენ ერთმანეთს ასწრებდნენ, თბილისელ ყარაჩოღელებზე აღარაფერს ვამბობ და 83 კიარა 183% უნდა ეწეროს მანდ."- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საერთაშორისო ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია "Gallup international"-ის ახალი კვლევის მიხედვით საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ ომის შემთხვევაში მზადაა რომ იბრძოლოს. ხუთეული კი ასე გამოიყურება.
ახლა კი, წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ხუთეულს, რომლის მოსახლეობაც ომის შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის დასაცავად თავად არ იბრძოლებს.