x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თეიმურაზ ბაბლუანი - პროფესიის არჩევაში როგორ ითამაშა გადამწყვეტი როლი სიზმარში ნანახი მამის სულმა
image

20 მარტი ქართელი რეჟისორის, მსახიობის, სცენარისტის და მწერლის თეიმურაზ ბაბლუანის დაბადების დღეა, რომელმაც უპირველეს ყოვლისა, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა დაგვამახსოვრა თავი ფილმით"უძინართა მზე"(1990).


დღეს გთავაზობთ ერთ საინტერესო ეპიზოდს მისი ცხპვრებიდან, პროფესიის არჩევაში როგორ ითამაშა გადამწყვეტი როლი სიზმარმა.



"– სხვადასხვა ინსტიტუტებში ვსწავლობდი – იურიდიულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე. არცერთი არ დამიმთავრებია. შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მართლა ასეა. ჩვენ მთაწმინდაზე ვცხოვრობდით, სახურავზე გვქონდა პატარა ოთახი – სხვენი, მთელი ქალაქი ჩანდა. იქ მეძინა. ერთ დღეს მამა დამესიზმრა. მითხრა: რა გინდოდა იურიდიულზე, შენ ვინ მოგცა უფლება, ადამიანების ბედს შეეხო და განაგო. ეგ არ არის შენი საქმე, აგრონომიულზე მაინც ჩაგებარებინაო. მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. ჰოდა, მორჩა, იმ დღიდან აღარ წავსულვარ. ხელი ჩავიქნიე.



– როგორ ფიქრობთ, იურიდიულს რომ გაჰყოლოდით, როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება?


– ვერ გავაგრძელებდი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არაფერი გამოვიდოდა. უბრალოდ, ვერ გავბედავდი, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. მამაჩემი ტყუილად არ დამესიზმრებოდა. როცა რაღაცას აკეთებ, შინაგანად უნდა ეთანხმებოდე ან არ უნდა ეთანხმებოდე. მე ვფიქრობ, ეს მაინც ინერციით მოხდა. მაშინ ყველა სამედიცინოსა და იურიდიულზე გარბოდა. ეგ კი არადა, მე ახლაც არა მგონია, კარგად ვიცოდე, რა მინდა. დედა ძალიან წუხდა და განიცდიდა, რომ ვიწყებდი სწავლას და მერე თავს ვანებებდი. მერე თეატრალურში კინოფაკულტეტი გაიხსნა და იქ ჩავაბარე. რეზო ჩხეიძემ გადაიღო „ღიმილის ბიჭები“ და იქ ამიყვანეს, პატარა როლი მომცეს. თუ რამე ვისწავლე, იქ ვისწავლე, მაგრამ შეხების საშუალება, რომ მეც რაღაც გამეკეთებინა, უკვე კინოფაკულტეტმა მომცა. ჩემი პედაგოგი თენგიზ აბულაძე იყო, ძალიან საინტერესო და ღირსეული პიროვნება. გვითხრა: მე თქვენ რეჟისორობას ვერ გასწავლით. რეჟისორობას ან ოც დღეში სწავლობენ, ან 300 წელიწადში. ჩემთან თქვენ შეიძლება, ისწავლოთ უფრო ჯანმრთელი დამოკიდებულება კინოსადმი და ცხოვრების დანახვა. შუა მდინარეში შეგიყვანთ და მერე გადმოგყრითო.(ნაწყვეტი "თბილისელებთან" მიცემული ინტერვიუდან)

0
80
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0