x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"იმ წლების მანძილზე, რაც მე გალაკტიონთან ვცხოვრობდი, არ მახსოვს, ჩვენთან სტუმარი მოსულიყოს..." - ნოდარ ტაბიძე
image

19 მარტს(1931წ.) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი, ქართველი მწერალი და პროფესორი, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი და გალაკტიონის შემოქმედების მკვლევარი ნოდარ ტაბიძე.


გთავაზობთ ერთ საინტერესო ნაწყვეტს მისი მოგონებიდან:


"- გალაკტიონი რომ გარდაიცვალა მე მაშინ 27 წლის ვიყავი, ბოლო 12 წელი მასთან ვცხოვრობდი... ამასწინათ გადავხედე ძველ დღიურებს და არც კი მახსოვდა, იმდენი ჩანაწერი მქონია. ალბათ ეს მასალები თავს მოიყრის ჩემი ტეტრალოგიის მე-4 ტომში.



ზოგჯერ ცუდ განწყობაზე რომ ხარ, კარგი ლექსი გაგახსენდება, ან კარგი მუსიკის ჰანგები და უცბად მაღლდები...


გალაკტიონი იმდენად დიდია, რომ თაობებს ეყოფა!..


ნათესავებთან დამოკიდებულებაში გალაკტიონი იყო ურთულესი, ძალიან შორს იყო ყველა ნათესავისაგან. ანტიპოდები იყნენ ის და ტიციანი, ტიციანი ზრუნავდა ნათესავებზე, სოფელზე, მამულზე, გალაკტიონი კი არა. განა იმიტომ, რომ მას არ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ იგი სხვა სამყაროში დაფრინავდა, ამიტომ გალაკტიონს ამას ნაკლად ნუ ჩავუთვლით.


გალაკტიონს მეგობრებიც არ ჰყავდა. იგი იყო ურთულესი ბუნების ადამიანი. იმ წლების მანძილზე, რაც მე გალაკტიონთან ვცხოვრობდი, არ მახსოვს, ჩვენთან სტუმარი მოსულიყოს. მის კაბინეტშიც ვერავინ შევიდოდა.


ზოგჯერ გვინდა, რომ გალაკტიონი სხვადასხვაგვარად წარმოვსახოთ და ლეგენდები იქმნება. ალბათ გახსოვთ, გავრცელებულია ერთ ერთი სიტუაციის აღწერა, რომ ერთხელ გალაკტიონი დუქანთან მივიდა, მოითხოვა ლუდი და არაყი. ოთხი ჭიქა გაავსეს. გალაკტიონმა ჩააპირქვავა ჭიქა, მოისვა წვერზე ხელი და თქვა: `ასე აჯობებს, მთვრალი ვეგონები ხალხსო~. ეს არის ლეგენდა, რომელიც შეთხზა ხალხმა. გალაკტიონი დაავადებული იყო. რომ დაიწყებოდა ეს საშინელი სიტუაცია, ის დილიდან საღამომდე სვამდა. ამ დროს ერთი ჭიქა საკმარისი იყო, რომ დამთვრალიყო. ერთადერთი გზა იყო მისი სამკურნალო კომბინატში მოთავსება. წავიყვანდით იქ, დავაწვენდით და გამოკეთდებოდა - ერთ წვეთს არ დალევდა ამის შემდეგ, მაგრამ მერე ისევ აწყენინებდნენ, გააბრაზებდნენ და ისევ იწყებდა სმას.


ერთხელ რუსთაველზე მივდივართ და ნახევრად მთვრალი კაცი გამოჩნდა, დაუძახა გალაკტიონს და ანიშნა ოდეკოლონზე, რომელიც პიჯაკში ედო, გალაკტიონი კი სწრაფად გამობრუნდა და დააღწია თავი."


imageფოტოზე: გალაკტიონის უკანასკნელი ფოტო ძმიშვილთან ნოდართან ერთად გადაღებული.1959 წელი "სამაიას"ბაღი.

0
362
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0