x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ვარსკვლავური "ვაგინა - კაბები", რომელთა ჩაცმასაც ყველა ვერ გარისკავს

image


რა უნდა გააკეთო თუ გამჭვირვალე სამოსი ყველასთვის მოსაწყენი გახდა, წითელ ხალიჩაზე კი მიკროკაბებით უკვე ვეღარავის გააკვირვებ? ყველაზე თამამმა ვარსკვლავებმა ამ კითხვაზე პასუხი იციან.


image


ასეთი კოსტიუმების ბუმი ჯერ კიდევ 2016 წელს იყო, მაშინ ამ სახით ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ერთდროულად სამი ვარსკვლავი გამოჩნდა - ბელა ჰადიდი, დაიანა მელო და ჯულია სალემი. ტაბლოიდებმა ასეთ კაბებს ირონიულად "ვაგინა - კაბებიც" კი უწოდეს, ასე გაიდგა ფესვი ამ ტერმინმა საზოგადოებაში.


image


რა თქმა უნდა, მსგავსი "ლუქის" გამეორება მაშინ ყველამ ვერ გაბედა, თუმცა ყველაზე თამამებმა პუბლიკის შოკში ჩაგდება მაინც მოახერხეს. მაგალითად, ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი, ჰოლზი საღამოზე აი, ასე გამოჩნდა.


image


მოულოდნელი სულაც არ ყოფილა ანასტასია კვიტკომ მსგავსი სამოსის მორგება რომ სცადა, ასეთივე თამამი კაბით წარსდგა მსმენელის წინაშე ერთ-ერთი კონცერტის დროს ჯეი ლოც, პოპ - ვარსკვლავს არც ირინა შეიკი ჩამორჩა და საზეიმო წვეულებაზე საზოგადოების წინაშე საკუთარი ღირსებები მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოფინა.


image


რაც შეეხება "Victoria's Secret"-ის ყოფილ "ანგელოზს", უმშვენიერესს, ალესანდრა ამბროსიოს, მან კანში, წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას დიდი ფურორი მოახდინა. მართალია, ამის მიზეზი არა მხოლოდ მისი კაბის თამამი ჭრილი, არამედ სუპერმოდელის ცელულიტი გახლდათ, რომლის "გამომზეურებაც" ბრაზილიელმა ლამაზმანმა გარკვეული რაკურსით მაინც "მოახერხა".


image


ზოგიერთი ცნობილი სახე ეშმაკურად იქცევა და საკუთარ არჩევანს გვერდით ჩახსნილ კაბებზე აკეთებს. ასე გაცილებით ნაკლები შანსია ზედმეტის გამოჩენის, ხოლო ეფექტი კი ისეთივე განსაცვიფრებელია. ასეთი კაბების დემონსტრირება მოახდინეს - ბიონსემ, პრიანკა ჩოპრამ და ჰეილი ბიბერმა.


image


დუა ლიპამ წელამდე ჭრილის მქონე შავ კაბას კი რატომღაც შავი კოლგოტები შეუხამა, რითიც ინგლისელმა მუსიკოსმა და მოდელმა საკუთარ ჩაცმულობას ვულგარულობის იერი შესძინა, თუმცა ნაკლებად ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებს არაფრის ერიდებათ – მათ უბრალოდ ფოტოგრაფების ყურადღების მიპყრობა სურთ, ამიტომ სხვადასხვა დროს წითელ ხალიჩაზე ყველაზე პიკანტური "ვაგინა - კაბების" დემონსტრირება - ნაფესა უილიამსმა, მიშელ რენდოლფმა, დელვი ვესპასერმა, ოლივია ედიტ არნიომ და სხვა უფრო დაბალი რანგის ვარსკვლავებმა მოახდინეს.


imageimageimageimage



"ვაგინა - კაბებში" გამოწყობილი კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავი - ქვემოთ წარმოდგენილ ფოტო გალერეაში..


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
1136
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1136