რელიგია "ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა აბსოლუტური უვიცი და ტუპიაკია" - რა სქრინს ავრცელებს ილია ჭიღლაძე? 17 მარტი, 10:41 ![]() "არაფერი არ ეშველება ამ უბედურ ქვეყანას და მიზეზი აქაა ასახული: ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა აბსოლუტური უვიცი და ტუპიაკია. 760-მდე ადამიანიდან მხოლოდ 50-ზე ნაკლებს აქვს ადეკვატური რეაქცია. ამიტომაცაა ამ ძღ*ენში საქართველო დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა (1991) და ვერც ამოვა ასეთი სულელი ხალხის სამოსახლო."-წერს ილია ჭიღლაძე. მაინც რა წერილი დატოვა მრველისთვის მდუმარე ბერმა ნიკოლოზმა? იგივე "მეფე ნარიმანმა", მას როგორც მრევლი უწოდებს? აი ისიც: ![]() ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო. საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა: “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით „მხსნელი”, ”გადამრჩენელი” და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება” 1166 1-ს მოსწონს
|