x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"ნარკოტიკი კლავს, გაიგონეთ დედების ხმა" - ბათუმში აქცია გაიმართა



image

"ნარკოტიკი კლავს" - პლაკატით ხელში აქციის მონაწილე თამილა ჯინჭარაძე



14 მარტს, ბათუმში, ერას მოედანზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, გაიმართა აქცია "ნარკოტიკი კლავს, გაიგონეთ დედების ხმა". აქციაზე შეკრებილი დედები აპროტესტებდნენ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო გახშირებულ სიკვდილიანობას ახალგაზრდებში. ისინი ხელისუფლებისაგან მოითხოვენ სათანადო კონტროლს და ნარკოტიკების შემომტანთა დასჯას.



image
დედების აქცია "ნარკოტიკი კლავს, გაიგონეთ დედების ხმა" | ბათუმი, ერას მოედანი 14.03.2024



"დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში არის სავალალო მგომარეობაში, ახალგაზროდაბა არის კატასტროფულად დაკავებული "არაფრით", უიმედობით, ნიჰილიზმით. 25 წლის ბიჭები ან გადიან ქვეყნიდან, ან ეწევიან ასეთ საშინელებას. საზოგადოებამ, სკოლამ, ოჯახმა, სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ამას ყურადღბა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამილა ჯინჭარაძემ.



ის თვლის, რომ სახელმწიფოს პრობლემის მოგვარება რამდენიმე გზით შეუძლია. პირველ რიგში ის, რომ ახალდაოჯახებულ ახალგაზრდა წყვილებს გადასცეს საცხოვრებელი ბინები, ხოლო მეორე რიგში - ნარკოდამოკიდებულებისთვის ააშენოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრები.




"ამდენი წლის მანძლზე ერთი კლინიაკა არ გაკეთდა აჭარაში, მითუმეტეს, რომ მრავალრიცხოვანი რეგიონია. ციხე არ გადაწყვეტს ამ საკითხს, კლინიკა უნდა გაიხსნას. ეს ხალხი ცოდოა და მკურნალობა ესაჭიროება.


სხვა საკითხია ნარკოტიკის გამავრცელებლები და სხვანაირად უნდა დაისაჯონ, მაგრამ ეს ხალხი [ნარკოტიკების მომხმარებლები] რატომ მიყავთ ციხეში ძალიან მიკვირს. კეთილი ინებონ და ააშენონ კლინიკა, ამდენი მილიონერი რომ ყავს საქართველოს და აჭარასაც სხვათაშორის.


ახალგაზრდობა უიმედობის გამო ტოვებს საქართველოს და მიდის საზღვარგარეთ. იმიტომ, რომ აწუხებს უბინაობა, უსახლკარობა. სახელმწიფომ ახალდაქორწინებულებს, თუ ისინი ქართველები არიან, თუ ისინი პატრიოტები არიან, და ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, გაიღოს უნდა ოროთახიანი ბინა მაინც. და რა დიდი შეღავათი ექნება საქართველოს და ახალგაზრდობას 2 წელიწადში ნახავენ, სხვანაირად დაღუპულია ჩვენი ახალგაზრდობა" - განაცხადა თამილა ჯინჭარაძემ.



image

დედების აქცია "ნარკოტიკი კლავს, გაიგონეთ დედების ხმა" | ბათუმი, ერას მოედანი 14.03.2024



image

დედების აქცია "ნარკოტიკი კლავს, გაიგონეთ დედების ხმა" | ბათუმი, ერას მოედანი 14.03.2024



image

დედების აქცია "ნარკოტიკი კლავს, გაიგონეთ დედების ხმა" | ბათუმი, ერას მოედანი 14.03.2024



image

დედების აქცია "ნარკოტიკი კლავს, გაიგონეთ დედების ხმა" | ბათუმი, ერას მოედანი 14.03.2024



image

დედების აქცია "ნარკოტიკი კლავს, გაიგონეთ დედების ხმა" | ბათუმი, ერას მოედანი 14.03.2024




"განგაშის სიგნალია საჭირო" - გვითხრა კომენტარში აქციაზე მყოფმა ბათუმის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ილურიძემაც.



"ვითხოვთ მთავრობამ გამოაააშკარაოს, ისინი ვისაც საქართველოში ნარკოტიკი შემოაქვთ და წამლავენ ჩვენ შვილებს. ყოველდღე ვისმენთ საშინელებას, რომ იღუპებიან ბავშვები... განგაშის სიგნალია საჭირო, რომ როგორმე მთავრობამ დაალაგოს სიტუაცია, გამოააშკარაოს ისინი და ვიცნობდეთ მათ სახეებზე. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ დაცული ამ სახელმწიფოში", - თქვა ილურიძემ.




საქართველოში ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირებით გარდაცვლილთა მატება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერაცაა დადასტურებული.



ამაზე შსს-ს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 1 თვით წინ პარლამენტში ისაუბრა, საკითხს "მსოფლიო პრობლემა" უწოდა, პრობლემის გამკაცრებით მოგვარებას კი - "არაეფექტური".




ტვ პირველის სიუჟეტი იუთუბიდან:






0
57
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0