შოუბიზნესი არანაირი მოკრძალება! 5 ვარსკვლავი, რომელმაც მეტისმეტად ბევრი აჩვენა 15 მარტი, 9:23 როცა საქმე ცნობილი ადამიანების გემოვნებასა და სტილს ეხება, მათი უნაკლო და განსაცვიფრებელი კაბებით აღფრთოვანებას უმრავლესობა ჩვენგანი ვერ მალავს, თუმცა ხანდახან ისეც ხდება რომ ყველაზე ცნობილი ადამიანებიც კი მოდურ კონფუზებს თავს ვერ აღწევენ, რის გამოც ინტერნეტსივრცეში სახალისო მემების გმირები ხდებიან. დღეს სწორედ ასეთ შემთხვევებზე მოგიყვებით. მაშ ასე, თქვენ წინაშეა 5 სელებრითი, რომელიც არასწორად შერჩეული სამოსის "წყალობით" მოდური კაზუსების მსხვერპლი აღმოჩნდა.ემა უოტსონიფილმის პრემიერაზე მისულმა ბრიტანელმა მსახიობმა წვიმიანი ამინდისთვის სრულიად შეუფერებელი ჩაცმულობა შეარჩია. ქარმა ვარსკვლავს კაბის კალთა მოულოდნელად აუფრიალა და საცვლები გამოუჩინა, რაც უხერხულობის მიზეზად იქცა, თუმცა სელებრითს სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლაში მისივე ქარიზმა დაეხმარა.ჯოან როულინგიჰარი პოტერის სამყაროს ცნობილი "დედა" ერთხელ ბავშვებთან შეხვედრაზე შვილებთან ერთად გამოცხადდა კაბით, რომელიც მის უნაკლო სტილს სრულებით არ შეესაბამებოდა. მიუხედავად იმ ჯადოქრობისა, რომელსაც ბრიტანელი მწერალი თავის წიგნებში ქმნის, მისმა იმ დღის მოდურმა "ლუქმა" ცოტა უხერხულობაც კი გამოიწვია და, ალბათ, მისი ჩაცმულობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ბავშვების მხრიდან არაერთი კითხვაც გააჩინა.ზენდაია"ადამიანი - ობობას" ფილმის პრემიერაზე ზენდაია ობობის ქსელის პრინტის თამამ კაბაში გამოცხადდა, თუმცა ფოტოსესიის დროს მისი მეტისმეტად ღრმა დეკოლტე უხერხულობის მიზეზად იქცა, თუმცა საკუთარი კოლეგის, ტომ ჰოლანდის წყალობით ლამაზმანმა უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დაღწევა მაინც მოახერხა.პრიანკა ჩოპრაიდნოელმა ლამაზმანმა თავისი ღრმა დეკოლტიანი, თამამი კაბით წითელ ხალიჩაზე ფურორის მოხდენა გადაწყვიტა, თუმცა მისმა წინდაუხედაობამ ყველაფერი იქამდე მიიყვანა რომ მის მუცელზე არსებული ნაკეცები ტაბლოიდური გამოცემების განხილვის მთავარ საგნად იქცა.ემა სტოუნიწითელ ხალიჩაზე მსახიობის ულამაზესი კაბა მისი ფიგურის მოხდენილობას შესანიშნავად უსვამდა ხაზს, თუმცა გვერდზე არსებულმა საკმაოდ გრძელმა ჭრილმა ვარსკვლავს უხერხულობა თავიდან მაინც ვერ ააცილა. კაბის კალთის აწევისას "ოსკაროსან" მსახიობს უნებლიედ საცვლები გამოუჩნდა, რაც ფოტოგრაფებს შეუმჩნეველი რაღა თქმა უნდა, არ დარჩენიათ.606 შეფასება არ არის |