x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფასიანი მეხანძრეები და სხვა შოკისმომგვრელი და საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

რომაელებმა მსოფლიოს ბევრი სასარგებლო რამ აჩუქეს: რომაული ციფრები, კანალიზაცია, ქვის ხიდები... და ეს სკოლიდან ყველამ იცის, მაგრამ მათ ცხოვრებაში, ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა, რაც ჩვენთვის ნაკლებადაა ცნობილი. მაგ.:


ქალის სახელიimage


ძველ რომში, მამაკაცის მხოლოდ 18 სახელი გამოიყენებოდა. ხოლო, ქალის სახელები, საერთოდაც არ არსებობდა. ქალის სახელი, ყოველთვის მამის სახელის წარმოებული იყო. მაგ., გოგონა სახელად, კორნელია — კორნელის შვილი იყო. ამასთან, თუ მამაკაცს რამდენიმე ქალიშვილი ჰყავდა, ისინიც კორნელიები იქნებოდნენ, ოღონდ სახელს, რიგობითი ნომერი ემატებოდა. მაგ.: კორნელია სეგუნდო (მეორე), ან კორნელია კვინტა (მეხუთე) და ა. შ.


ფასიანი მეხანძრეებიimage


თავისი განვითარების აყვავების ხანაში, ძველი რომის მოსახლეობა, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანი იყო. იმ დროისთვის, ეს მხოლოდ დიდი კი არა, — უზარმაზარი ქალაქი იყო... და გასაკვირი არ არის, რომ ასე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, ხანძარი იშვიათობას არ წარმოადგენდა. ამიტომ, რომის რესპუბლიკის დროს, triumviri nocturni («ღამის კაცები»)–ის პატრული გაჩნდა, რომლის წევრები ქუჩებში დადიოდნენ და ხანძარს აქრობდნენ. მაგრამ, მათი საქმიანობის თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ვიდრე ფულს არ გადაუხდიდნენ, არაფერს აკეთებდნენ... და არანაირი «მერე გადაგიხდი» არ ჭრიდა!.. და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ფული არ ჰქონდა, მეხანძრეები მას მთელი ქონების გაყიდვას სთავაზობდნენ, რა თქმა უნდა, დაბალ ფასებში. ანუ რაც ხანძარს გადაურჩებოდა, მეხანძრეების საკუთრება ხდებოდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ კი, გადარჩენილ ნივთებს ისინი ყიდდნენ...


როგორი ტოგა გაქვს?image


რომაელები უცნობებს «სამოსის მიხედვით» ხვდებოდნენ, უფრო სწორედ, მისი ფერის მიხედვით. ადამიანის სტატუსის დასადგენად, სამოსის ორი ვარიანტი იყო: «ნატურალური» ფერი, იქნებოდა ეს ყავისფერ–ყვითელი, თუ ნაცრისფერი ან შავი — ცხვრის მატყლის ბუნებრივი ფერი იყო და აღიქმებოდა მოკრძალებული, ღარიბი მოქალაქეების ნიშნად. ხოლო, წითელი ფერის ყველა ტონი, იასამნისფერი და მწვანე და სხვა ფერები, რომლებიც ხელოვნურად, შორიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული საღებავების გამოყენებით იყო შექმნილი, სიმდიდრის და არისტოკრატულობის ნიშნად ითვლებოდა.


ოფიციალური ენა ლათინური იყო, მაგრამ...image


ბევრს სჯერა, რომ ძველ რომში, მხოლოდ ლათინურად საუბრობდნენ. რეალურად კი, რომაელები, თითოეულ რეგიონში, საკუთარ ენაზე საუბრობდნენ.

მაგ., თუ ერთ რეგიონში, ძველი ბერძნული იყო აქტუალური, მეორეში — ეტრუსკულზე საუბრობდნენ... და სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებს, ერთმანეთის არ ესმოდათ.



«დიდი ცირკი»
image«დიდი ცირკი» – ილუსტრაციის ფრაგმენტი, ვან ლუნის ატლასი, 1649 წ.


ჰოლივუდის რეჟისორების წყალობით, ძველი რომი გლადიატორთა ბრძოლებთან და კოლოსეუმთან ასოცირდება. სინამდვილეში, რომაელები ისეთი სისხლისმსმელებიც არ იყვნენ, როგორც ამას ფილმებში გვაჩვენებენ. სპორტის სახეობებიდან, პირველ ადგილზე, მათთვის ეტლებით რბოლა იყო! და სწორედ ამ მიზნისთვის, «დიდი ცირკი» ააშენეს.

ეს ყველაზე დიდი იპოდრომი იყო, რომელიც 150 ათასზე მეტ ადამიანს იტევდა. შედარებისთვის — კოლოსეუმში, მაყურებლისთვის, მხოლოდ 50 ათასი ადგილი იყო.


ვიზუალურად, მონა თავისუფალ ადამიანთან იყო გათანაბრებული
image


ყველა შეძლებულ ადამიანს მონები ჰყავდა. ხოლო, ვინც «საშუალო» შეძლებით ცხოვრობდა, შავი საქმეების გაკეთებაში, ერთ ან ორი მონა ეხმარებოდა. სენატში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთხელ წინადადება შევიდა, მონებისთვის განმასხვავებელი ნიშნების შემოღებასთან დაკავშირებით. მაგ., მათთვის სპეციალური სამოსის ტარება გახდებოდა აუცილებელი, რომელიც მონებს, საზოგადოების სხვა წევრებისგან გამოარჩევდა.

თუმცა, ეს წინადადება არ მიიღეს, რადგან ერთ–ერთმა სენატორმა, თავის გამოსვლაში ძალიან ჭკვიანური მოსაზრება გაახმოვანა: «თუ მონები დაინახავენ, რომ ისინი ბევრად მეტნი არია, ვიდრე თავისუფალი ადამიანები, — თავისუფლებს, კარგი დღე არ დაადგებათო»... და გადაწყვეტილება უარყვეს.


ფულს სუნი არ აქვს...
image


«ლატრინები» — ასე ეძახდნენ ძველი რომაელები საზოგადოებრივ ტუალეტებს. ეს მარმარილოს გრძელი სკამი იყო ნახვრეტებით, ყოველგვარი ტიხრების გარეშე. თუმცა, იქ განმარტოებას არც არავინ ცდილობდა. ეს, რაღაც, შეხვედრების ოთახს უფრო ჰგავდა, ვიდრე საჭირო ოთახს. იქ ადამიანები მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით კი არა, ერთმანეთთან ურთიერთობისთვისაც «გროვდებოდნენ».

ხოლო, იმპერატორმა ვესპასიანემ, ტუალეტები ფასიანი გახადა და მასვე ეკუთვნის გამოთქმა — «ფულს სუნი არა აქვს» (Pecunia non olet ), რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და დღემდე აქტუალობა არ დაუკარგავს.


«მითრიდატუმი» და ჭიქის მიჭახუნების ტრადიციაimage


ძველ რომში, მმართველები და თავადაზნაურობა, მცირე რაოდენობით შხამების ნარევს იღებდნენ, რომელიც «მითრიდატუმის» სახელით იყო ცნობილი. მათი სურვილი მარტივი და ნათელი იყო — «იმუნიტეტის განვითარება» უნდოდათ. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, ამ «პროცედურას» თავს რომ არიდებდნენ და დეგუსტატორების მომსახურებით სარგებლობდნენ.

გარდა ამისა, ჭიქების მიჭახუნების ჩვეულებაც, ჩვენამდე, ძველი რომიდან მოვიდა. იმ დროს, ჭიქების მირტყმისას, ცდილობდნენ, რომ სასმელი ერთი ჭიქიდან, მეორეში გადასხმულიყო — ესეც თავდაცვის ერთგვარი საშუალება იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* როდესაც შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები

* ყველა ფოტოზე შიშველი მოდელია... თქვენ თუ შეძლებთ მათ პოვნას?

* ჩვეულებრივი ადამიანები ძველ ეგვიპტეში – 10 საინტერესო ფაქტი მათი ცხოვრებიდან, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
307
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0