x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135440
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509717
ჩვეულებრივი ადამიანები ძველ ეგვიპტეში – 10 საინტერესო ფაქტი მათი ცხოვრებიდან, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

ეგვიპტის ფარაონების სასახლეებში, რომ ფუფუნება სუფევდა, ამის შესახებ, წიგნებიდან, თუ ფილმებიდან ბავშვებმაც კი იციან. მაგრამ კითხვაზე: «როგორ ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ეგვიპტელები, ფარაონების ეპოქაში» – ბევრი ზრდასრულიც კი, ვერ შეძლებს პასუხის გაცემას... და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სანდო ფაქტია ცნობილი, იმის შესახებ, თუ როგორი იყო, უბრალო ეგვიპტელების ყოველდღიურობა.


image


დღის დასაწყისი. მზის ამოსვლა, ადგომას და მუშაობის აუცილებლობას ნიშნავდა. ეგვიპტელები ძალიან პრაგმატული ადამიანები იყვნენ და ხშირ შემთხვევაში, სამუშაოზე მანამდე გადიოდნენ, ვიდრე ინათებდა, რადგან მზე და სიცხე, შრომის ნაყოფიერებას ამცირებდა.

ამ ადამიანების საუზმე, არც ნოყიერი იყო და არც კალორიული. წყალში დამბალი ქერის ან ხორბლის პური, რომელიც დღის ბოლომდე, იმ სამუშაოს გათვალისწინებით, რომელსაც ისინი ასრულებდნენ, ნამდვილად არ იყო საკმარისი.

სისუფთავე და სილამაზე. ძველი ეგვიპტელები, იმით გახდნენ ცნობილნი, რომ მათ პარალელის გავლება შეძლეს, ავადმყოფობას და ჭუჭყიან სხეულს შორის. ამიტომ, საუზმის შემდეგ, ეგვიპტელები პირდაპირ «შხაპს» (ეს დაბანისთვის, სპეციალური დოქი იყო) იღებდნენ. «ძილის ნარჩენების» ჩამორეცხვის შემდეგ, ისინი დოქში მარილს ყრიდნენ და მარილიან წყალს პირში ივლებდნენ.

იმ დროს, სხვა «სტომატოლოგიური» საშუალება არ არსებობდა და ეგვიპტელებს კბილები სწრაფად უფუჭდებოდათ. სამაგიეროდ, სწორედ ამ ქვეყანაში აღმოაჩინეს სტომატოლოგიური ჩარევის პირველი კვალი.

საჩუქარი წინაპრებს. საკურთხეველი, სამსხვერპლოები და ტაძრები — უცხო არ იყო ეგვიპტელებისთვის. ხალხს გულწრფელად სჯეროდა, რომ ყველაფერი, რაც გააჩნდათ — ღმერთების საჩუქარი იყო. ამიტომ, ყველა სახლში ღვთაების პატარა ქანდაკება იყო, რომელზეც ოჯახის კეთილდღეობა იყო დამოკიდებული. ყოველ დილით, ეგვიპტელები ცდილობდნენ, რომ კარგი დღის საწინდრად, საკუთარი კერპისთვის მინიმალური შესაწირავი მაინც გაეკეთებინათ!

ღია კარი. ეგვიპტელთა ქოხები მოკრძალებული იყო. იშვიათ შემთხვევებში, მათი საცხოვრებელი რამდენიმე ოთახისგან შედგებოდა. ცენტრში კერია იყო, იატაკზე კი, ხალიჩები იყო მიმოფანტული. დივნის ნაცვლად — პატარა შემაღლება იყო და კედლის გასწვრივ, უამრავი დოქი იდგა. ასე გამოიყურებოდა ღარიბების ქოსის დიდი ნაწილი.

ზოგიერთი სარდაფს აკეთებდა, ვიღაც — სახურავს, როგორც დამხმარე სათავსოს იყენებდა. მაგრამ ერთი, ზუსტად არის ცნობილი — სახლიდან გასვლისას, კარს არავინ კეტავდა.

ვიდრე თავთავი მინდორში იყო... მარცვლეული, ძველ ეგვიპტეში, ერთგვარი ვალუტა იყო. ხოლო, მამაკაცები დილიდან საღამომდე, მთელს დროს, მინდორში ატარებდნენ — ხნა, თესვა, მოსავლის აღება, ყველაფერი მათზე იყო. ამიტომ, მამაკაცის კანის ფერი, ბევრად უფრო მუქი იყო, ვიდრე ქალის. ამ ფაქტმა არქეოლოგები დაარწმუნა, რომ მინდორში მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ.

მაგრამ იქიდან, რაც მინდვრებში მოჰყავდათ, გლეხებს მცირე ნაწილი რჩებოდათ. ძველ ეგვიპტეში ბეღლის სისტემა არსებობდა. რეგიონში მოყვანილი ხორბალი ერთ პუნქტში იკრიბებოდა, ხოლო შემდეგ, მეტაძრეების მიერ, მოსახლეობაში ნაწილდებოდა.

ქალის ვალი. ეგვიპტელი ქალებიც მუშაობდნენ და მათი შრომა კაცების შრომაზე მსუბუქი არ იყო. მრავალშვილიანი დედები, უფრო მეტად დიასახლისები იყვნენ. გარდა ამისა, ძველ ეგვიპტეში დიდი პატივით, მხოლოდ შთამომავლობას კი არა, მოხუცებსაც ეპყრობოდნენ. ამიტომ, ქალები, უმეტესწილად, საზოგადოების მოწყვლად წევრებზე ზრუნავდნენ. ხოლო, თუ თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდათ, სელს აგროვებდნენ და ამუშავებდნენ, საიდანაც შემდეგ, მთელი ოჯახისთვის, ტანსაცმელს ამზადებდნენ.

ყველაფერი საკუთარი! იმის გამო, რომ გლეხები თავისი მარცვლეულის ძირითად ნაწილს, სახელმწიფოს აბარებდნენ, დამატებითი საკვების მოძიება იყო საჭირო. ამიტომ, თითოეული ეგვიპტელი ბოსტნის გაშენებას და მცირე მიწის ნაკვეთიდანაც კი, შეძლებისდაგვარად, დიდი სარგებლის მიღებას ცდილობდა.

მინდვრის სამუშაოების შემდეგ, გლეხებს საკუთარ ნაკვეთზე მუშაობაც უწევდათ. ბოსტნებში მათ ხილი და ბოსტნეული მოჰყავდათ. სარწყავად კი, არხებს იყენებდნენ, რომლებსაც თავადვე თხრიდნენ.

მედიცინა. ამინდი, ქვიშა და მძიმე შრომა, ეგვიპტელებზე თავისი გავლენას ახდენდა. ალბათ იფიქრებთ, ქვიშა რა შუაშიაო... მაგრამ ის, საკვების მუდმივი დანამატი იყო. ამის გამო, კბილის ემალი ზიანდებოდა. უბრალო ეგვიპტელების კიდევ ერთი პრობლემა, ართრიტი იყო. ამის გამო, საღამოს უმეტეს ნაწილს, ისინი ტკივილების გაყუჩებაში და სახსრების მკურნალობაში ატარებდნენ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, ღარიბი, სამკურნალო მცენარეების ნაყენებს და ნახარშებს იყენებდნენ, რომელსაც თავადვე ამზადებდნენ. ხოლო, ვინც შედარებით მდიდარი იყო, ექიმთან მიდიოდა... და უნდა ითქვას, რომ იმ ეპოქაში, მედიცინა* საკმაოდ კარგად იყო განვითარებული.

დრო ოჯახთან ერთად. როდესაც ყველა საზრუნავს მოითავებდნენ, ეგვიპტელები ქოხში ბრუნდებოდნენ. მამაკაცების საყვარელი გასართობი, მაგიდის თამაში — «სენეტი» იყო (თამაშის დროს, დაფა და ფიგურები გამოიყენებოდა, ისევე როგორც ჭადრაკში). ქალებს კი ცეკვა უყვარდათ! ხოლო ბავშვები, ისე ერთობოდნენ, როგორც შეეძლოთ: გოგონები თოჯინებით, ხოლო ბიჭები — თვითნაკეთი ბურთით და სხვა სახის ფიზიკური აქტივობებით. დღე მზის ჩასვლით სრულდებოდა, მაგრამ ეგვიპტელები, მძიმე შრომის შემდეგაც კი, გარკვეულ დროს, ერთმანეთთან ურთიერთობას და გულითად საუბრებს უთმობდნენ.


* ძველი ეგვიპტის შესახებ უამრავი ლეგენდა და ჭორი დადის. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ეკრანებზე ფილმი – «მუმია» გამოვიდა... და პირველ ადგილზე ამ ტყუილ-მართალ ამბებში, რა თქმა უნდა, პირამიდების მშენებლობის ისტორიებია, მეორეზე – მიცვალებულების ბალზამირება და საერთოდ, ძველი ეგვიპტის სამედიცინო ხელოვნების საკითხები. ძველი მსოფლიოს ავტორიტეტული ისტორიკოსების და გეოგრაფების წყაროებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ამ სფეროში, ეგვიპტელებს ფართო ცოდნა და გამოცდილება გააჩნდათ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* 12 საინტერესო ფაქტი ჰოლივუდის საკულტო ფილმების შესახებ

* მეტად უცნაური ფაქტები ჩვენი სხეულის შესახებ

* ანეკდოტები და სახალისო ფრაზები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
762
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0