x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
გაპარული შეცდომები ლეგენდარულ ფილმებში!
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.




image



ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.




წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.





ვტკბებით კინო მოყვარულები- ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას. მათი საოცარი ნიჭი და გრიმის დახმარება კი ხშირად იძლევა წარმოუდგენელ შედეგს და ხშირად გვიჭირს წარმოდგენა, თუ რომელი მსახიობი შეიძლება ასრულებდეს იმ კონკრეტულ როლს.




თუმცა, რეჟისორების და გადამღები გუნდის პროფესიონალიზმის მუხედავად, შეცდომები მათაც ეპარებათ და დღეს შემოგთავაზებთ კრებულს, სადაც ლეგენდარულ ფილმებში მათ შეცდომები გაეპარათ, თქვენ კი, ალბათ არც შეგიმჩნევიათ.



გაპარული შეცდომები ლეგენდარულ ფილმებში!




imageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
1033
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1033
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0