x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134355
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
საინტერესო ფაქტები ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა დაჯერებაც რთულია

image

ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები სხვა დანარჩენი მოკვდავებისგან არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მიღწევებით, არამედ თავიანთი უცნაური ბუნებითაც გამოირჩევიან. საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსებისა თუ მსოფლიო დონის ხელოვანთა ცხოვრება იმდენ საინტერესო და უჩვეულო ინფორმაციას იტევს, რომ შეუძლებელია მათი გაცნობის სურვილი არ გაგიჩნდეს. მოდით, დღევანდელ სტატიაში თვალი გადავავლოთ ცნობილი ადამიანების ცხოვრების უცნობ დეტალებს, რომელიც ისტორიამ საგულდაგულოდ შემოგვინახა.


image


ერაყის პრეზიდენტს (1979 - 2003 წლებში) - სადამ ჰუსეინს საკუთარი სისხლით დაწერილი "ყურანი" ჰქონდა, ისლამის წმინდა წიგნი, რამდენიმე წლის განმავლობაში იწერებოდა.


image



ჩიკაგოს მაფიის "მეფე" - ალ კაპონეს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ძმა პოლიციელი ჰყავდა.

image


"Rolling Stones" ის მუსიკოსი, ბილ უაიმანი, 47 წლის ასაკში 13 წლის მენდი სმიტს ხვდებოდა, ზუსტად 6 წლის შემდეგ, 1989 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ, 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი ოფიციალურად დაშორდნენ, როგორც ცნობილია, ამ მოვლენიდან სულ რამდენიმე თვეში მუსიკოსის 30 წლის ვაჟი (პირველი ქორწინებიდან) სტივენი მენდი სმიტის დედაზე - პეტსიზე დაქორწინდა, რომელიც იმ პერიოდში 46 წლის იყო.


image


მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი სამეფო დინასტია- იაპონურია. იმპერატორი აკიჰიტო ამ დინასტიის 125-ე შთამომავალია.



image



სიმონ ბოლივარი ერთადერთი პოლიტიკოსი, რომლის სახელიც ორი ქვეყნის - ბოლივიის და ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის სახელთან არის უკვდავყოფილი.



image



1938 წელს ჟურნალ "Time"-ის ვერსიით წლის ადამიანად ადოლფ ჰიტლერი დასახელდა.



image



პირველი მსოფლიო ომის დროს, 16 წლის უოლტ დისნეი, სამხედრო სამსახურს კანადაში გაექცა, რის შემდეგაც ის "წითელი ჯვრის" საზოგადოებაში გაწევრიანდა.



image


ალბერტ აინშტაინს ისრაელის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობდნენ.



image


1911 წელს ცნობილი ესპანელი მხატვარი და სკუპლტორი - პაბლო პიკასო, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი პორტრეტის - "მონა ლიზას" მოპარვაში იქნა ეჭვმიტანილი.


image



კოსმოსში საბჭოთა კავშირის უპირატესობის ხაზგასასმელად, ნიკიტა ხრუშჩოვმა ამერიკის 35-ე პრეზიდენტს ჯონ კენედის კოსმოსში ნამყოფი ძაღლის - "სტრელკას" ლეკვი აჩუქა.


image



ჩარლი ჩაპლინის გარდაცვალების შემდეგ, მისი საფლავი გაძარცვეს, ცხედარი კი მოიპარეს, როცა გამტაცებლები დაიჭირეს, ჩაპლინის გვამი კუთვნილ ადგილზე დააბრუნეს, მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად კი საფლავის თავზე ბეტონის კედელი აღმართეს.

image


შოტლანდიის მეფე, ჯეიმს IV საკმაოდ უჩვეულო ჰობით - სტომატოლოგიით იყო გატაცებული, ის საკუთარი ქვეშევრდომების პირის ღრუს მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და ამაში მათ ფულს იქით უხდიდა.


image


ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი კლეოპატრა თავის უმცროს ძმაზე - პტოლემე XII-ზე იყო დაქორწინებული.









0
633
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
633