x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
"მღვდლები გიჟ-პოეტას ეძახდნენ... იცნობთ თქვენც, სახელი ი - ზე იწყება"- ვისზე საუბრობს კობა სუბელიანი

image


წინა ხელისფლების წევრი, საქართველოს ლტოლვილტა და განსახლების ყოფილი მინისტრი, კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში ერთ სახალისო პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ერთი გვიანი დროის სტიქაროსანი გვყავდა სამებაში, მღვდლები მოფერებით გიჟ-პოეტას ეძახდნენ იცნობთ თქვენც, კაი ბაბლი ყავს. სახელი ი - ზე იწყება და გვარი გ - ზე. სხვათაშორის თიბვაზე გიჟდება ხო და, სამების ქვედა სართულის ტაძარში ჭერზე გამავალი წყალსადენიდან წყალი წვეთავდა და კედლის კუთხეში ერთი მტკაველის ფართზე პატარა გუბეს აყენებდა.


გაიარა ამან, შენიშნა, დაიხარა, თითი ჩაასველა და შუბლზე იცხო ის წყალი.უკან გამოვლაზე რიგი დახვდა. ამის შემხედვარე მრევლი შვებოდა იგივეს კაი ხანს, სანამ წყალკანალიდან გამოძახებულმა სატეხნიკებმა მანზჟეტს არ გადაუჭირეს რაზვადნოი კლუჩით!"- წერს კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში.




0
972
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
972